ბუნდესლიგის "გისენმა" საქართველოს ეროვნული გუნდის სათადარიგო გამთამაშებლის გარეშე უკვე მესამე მატჩი ჩაატარა
ბუნდესლიგის წარმომადგენელმა "გისენმა" ლაშა გამყრელიძის გარეშე უკვე მესამე მატჩი ჩაატარა. გისენელებმა ამჯერად "ულმის" წინააღმდეგ ითამაშეს და 80:100 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი წინა ორი შეხვედრის მსგავსად განაცხადში არ იყო. ამის მიზეზი შეიძლება ვინმეს ტრავმა ეგონოს, მაგრამ რეალურად ასე არაა. ლაშას მწვრთნელთან გაუფუჭდა ურთიერთობა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე "გისენმა" 5 მატჩი მოიგო (გამყრელიძე ხშირად 6 პასსაც აგროვებდა და 10-ქულაზე მეტსაც აგდებდა), თუმცა საწყისი წარმატებები წაგებათა უსასრულო სერიამ შეცვალა. ახალგაზრდა მწვრთნელი ვლადიმირ ბოგოიევიჩი (1976 წელსაა დაბადებული) გამოსავლის ძიებას შეუდგა და პირველი, რაც ამ მიმართულებით გააკეთა, ლაშა გამყრელიძის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება იყო, რასაც განაცხადიდან ამოწერა მოჰყვა. მწვრთნელს უფროსობის წინაშე თავის გამართლება სჭირდებოდა და სცადა წარუმატებლობა ქართველი გამთამაშებელისთვის გადაებრალებინა, პლეიმეიქერზე გუნდში ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამით სიტუაცია ვერ გამოსწორდა და ვლადიმირ ბოგოიევიჩი "გისენის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. მისი ადგილი ამერიკელმა სპეციალისტმა სტივენ კეიმ დაიკავა. თუმცა, ლაშასადმი მიდგომა არც ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ შეცვლილა. ამის მიზეზი ისევ ბოგოიევიჩია, რომელიც "გიესნის" შტაბში დარჩა.

აი, ასეთია სადღეისო მდგომარეობა. ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ლაშა მწვრთნელებთან ყოველგვარ პრობლემას მოაგვარებს და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს სათანადოდ დაეხმარება. გამყრელიძე ეროვნული გუნდის სათადარიგო გამთამაშებელია და კლუბში მისი უთამაშებლობა სანაკრებო გამოსვლაზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"