ჩახლართული ჯგუფი, ყველაზე სახიფათო ფანებით
B ჯგუფში ძალზე დაძაბული ვითარებაა, პირველიდან ბოლო ადგილამდე ჯერ არაფერი გარკვეულა. ამიტომ, ტულუზსა და სენტ ეტიენში დიდ ბრძოლებს ველით. ვაგლახ, რომ ბრძოლები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც ვნახოთ, რადგან საქმეში ისევ ორი ყველაზე სახიფათო ფანების "პატრონი" გუნდი ერთვება - რუსეთი და ინგლისი

სენტ ეტიენში შედარებით დალხენილი ინგლისი სლოვაკეთის ნაკრებს ხვდება, ინგლისელებს 4 ქულა აქვთ, რომელიც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მათ ისედაც ეყოთ პლეი ოფში გასასვლელად, თუმცა, რა თქმა უნდა, როი ჰოჯსონი არ აპირებს თავი ხიფათში ჩაიგდოს და სულ მინიმუმ, ქულისთვის მაინც ითამაშებს.

ჰოჯსონმა უნდა გადაწყვიტოს, შეინარჩუნოს სასტარტო შემადგენლობა, თუ ის ბიჭები გამოუშვას თავიდან, ვინც II ტურში გაამართლეს - ჯეიმი ვარდისა და დანიელ სტარიჯს ვგულისხმობთ. ჩამოვთვლით იმ ფეხბურთელებს, რომელთათვისაც ყვითელი ბარათი შემდეგი მატჩის გამოტოვების ტოლფასია: კეჰილი (ინგლისი), ჰროშოვსკი, კუცკა, მაკი, შკრტელი, ვაისი, დიურიცა (ყველა სლოვაკეთი).

აღსანიშნავია, რომ სლოვაკთა კაპიტან მარტინ შკრტელს, ხუთი ლივერპულელი თანაგუნდელის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

იან კოზაკი (სლოვაკეთი): "ცვლილებას შემადგენლობაში კვლავ ვაპირებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მეტოქე სხვაა, სიტუაციაც - სხვა. ინგლისი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, რუსეთისგან განსხვავებულს. სიმართლე გითხრათ, ისეთი ძლიერი ნაკრები არ გვყავს, რომ ინგლისს ღია ფეხბურთში შეეჯიბროს. ჩვენს სტილს არ უნდა ვუღალატოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს. ამ ტურნირზე ყველა შეხვედრა დაძაბულია. ინგლისი მაინც ფავორიტია".

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "არ იქნება პრობლემა, თუ შემადგენლობას არ შევცვლი, მაგრამ ბიჭები სასტარტოს კარზე აკაკუნებენ. ჯეიმიმ და დანიელმა ძალიან კარგად ითამაშეს წინა შეხვედრაში. წინა ხაზში ბევრი ვარიანტი გვაქვს და უნდა გადავწყვიტო, რომელი იქნება საუკეთესო სლოვაკებთან მატჩისთვის. მე ძალიან მომწონს მარეკ ჰამშიკი, კარგია დუდა და ვაისიც. იმედი მაქვს, რომ ისე ვითამაშებთ, რომ მეტოქის დამარცხებას შევძლებთ".

რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს პენალტების სერია ჯგუფურ ეტაპზე?

ჯგუფიდან პლეი ოფში პირდაპირ ორი საუკეთესო გუნდი გადის. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებს (ჯერ ქულებს ურთიერთშეხვედრებში, მერე გოლთა სხვაობას მათ შორის, მერე მეტ გოლს - ამ ბოლო ორს მნიშვნელობა აქვს, თუ ორზე მეტი გუნდი დააგროვებს ერთნაირ ქულებს). შემდეგ მნიშვნელობა აქვს გოლთა სხვაობას.

მომდევნო კრიტერიუმი გოლების რაოდენობაა. თუ ეს კრიტერიუმები თანაბარი აქვს ორ გუნდს, რომლებიც ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს, მაშინ ინიშნება პენალტების სერია. თუ თანაბარი მონაცემების გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მაშინ შემდეგი კრიტერიუმი - ფეარ პლეია, ხოლო ამის შემდეგ მოდის უეფას სანაკრებო კოეფიციენტი.

პლეი ოფში გადის 6-დან საუკეთესო 4 მესამეადგილოსანიც. კრიტერიუმები შემდეგია: 1. მეტი ქულა; 2. გოლების უკეთესი ფარდობა; 3. მეტი გოლი; 4. ფეარ პლეი; 5. უეფას სანაკრებო კოეფიციენტები.

20 ივნისი. ტულუზი. "სტად დე ტულუზი"

რუსეთი-უელსი 23:00

ტრავმა: შატოვი (?), ლადოგინი (?) (რუსეთი)

რუსეთი (სავარაუდო): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - გლუშაკოვი, გოლოვინი, მამაევი - კოკორინი, ძიუბა, სმოლოვი

უელსი (სავარაუდო): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი - ალენი, ლედლი - ჯ. უილიამსი, რემზი - ბეილი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

20 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი".

სლოვაკეთი-ინგლისი 23:00

სლოვაკეთი (სავარაუდო): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - პეჩოვსკი, კუცკა - მაკი, ჰამშიკი, ვაისი - ნემეცი

ინგლისი (სავარაუდო): ჰარტი - უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, უილშირი, რუნი - ლალანა, ვარდი, სტარიჯი

მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 2 1 1 0 3-2 4

2. უელსი 2 1 0 1 3-3 3

3. სლოვაკეთი 2 1 0 1 3-3 3

4. რუსეთი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
სენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა