უნგრეთმა მიზანს მიაღწია?
* საპასუხო გოლი ევრო 2016-ზე მე-13 გამოდგა, რომელიც 87-ე წუთის მერე გავიდა.

* ბირკირ სევარსონის ავტოგოლი მეორეა მიმდინარე ევრო 2016-ზე.

* გილფი სიგურდსონის პენალტი მე-4 პენალტია ევრო 2016-ზე.

ორი სიმპათიური ნაკრების დუელში მეგობრობამ გაიმარჯვა. ისლანდია ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება მცირედით ბევრის მიღწევა, სწორი მიდგომითა და სტრატეგიით. ხოლო უნგრელმა ფეხბურთმა ცოტა გამოიღვიძა. ეს ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმებს ძალიან აკლდა, ახლა კი გვსიამოვნებს უნგრეთის თამშების ხილვა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

თავისთავად ფაქტი, რომ ისლანდიას ქვეყნის მოსახელობის (330 ათასი ადამიანი) გათვალისწინებით, ასეთი სოლიდური ნაკრები ჰყავს, უკვე გაკვირვებას იწვევს და ეს გადაღეჭილი თემაა. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი რჩება თადარიგში, რომლებსაც ბევრი შეიძლება, ძირითადში ელის ხოლმე. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა გახლდათ და თუ ეიდურ გუდიონსენის მოგვიანებით გამოსვლა მისი ასაკით იხსნება, ფინბოგასონს პრეტენზია თავიდანვე სასტარტოში ყოფნაზე ნამდვილად აქვს, მაგრამ ისიც შეცვლაზე შემოვიდა. ისლანდიელები მარტივი, პირდაპირი და წესიერი ხალხია, შესაბამისად, ტაქტიკაც ანალოლგიური და უბრალოა - 4-4-2.

მინიმუმ ერთი საინტერესო სიურპრიზი უნგრელთა შემადგენლობაშიც შემოგვხვდა - ადამ სალაის სათადარიგოთა სკამზე დატოვება და მოგვიანებით გამოყვანა. ბერნდ შტორკს სალაის გამოკლებით მით უმეტეს, არ ჰყავს გინდა თუ არა პროდუქტიული ცენტრფორვარდი, მაგრამ შემტევი ტაქტიკით თამაში უყვარს და 4-3-3 შემოგვთავაზა.

ტყუილად სულაც არა, უნგრელებს ბურთი ეჭირათ და უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ დიდი შრომა დასჭირდათ, რომ მატჩი გადაერჩინათ. ასე რომ, მწვრთნელმა უნდა სცადოს, რომ ნაკრები კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს.

გოლები

1:0 - გაბორ კირაი ასაკოვანი კაცია და გამოსვლაზე დასწრებაზე მთლად სუფთად ვერ ითამაშა. საბოლოო ჯამში ამას პენალტი მოჰყვა, ცოტა უცნაური თერთმეტმეტრიანი, რომელიც არა უცნაურად, არამედ ჩვეულებრივად და მშვიდად აქცია გოლად ისლანდიელთა მთავარმა ვარსკვლავმა გილფი სიგურდსონმა. კირაიმ თავისი შეცდომა ამ მომენტში ვერ გამოასწორა, მაგრამ სხვა ეპიზოდებში იყო საიმედო.

1:1 - უნგრელები შეტევებს აგრძელებდნენ და ბოლოს და ბოლოს, დაუფასდათ კიდეც - 88-ე წუთზე სევარსონმა დაინახა, რომ გამჭოლი პასისას ბურთი თუ გაუძვრებოდა მეტოქე იქვე იყო და გოლი გარდაუვალი გახლდათ, ამიტომაც გადაცემის ჩაჭრა სცადა, მაგრამ ავტოგოლი გამოუვიდა. ასეც და ისეც, ისლანდიელები ამ ეპიზოდში განწირულები იყვნენ და ეს სამართლიანიც გახლდათ, რადგან უნგრეთი წაგებას არ იმსახურებდა, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი გახლდათ.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ჰეიმერ ჰადლგრიმსონი (ისლანდია, ასისტენტი): "ჩვენ გვიხაროდა ქულა პორტუგალიასთან, მაგრამ ახლა ფრემ უკმაყოფილონი დაგვტოვა და თამაშის მერე გასახდელში სიჩუმე იყო. თუმცა ამავდროულად, მინდა უნგრეთი დამსახურებულად შევაქო, ის ვინც ამ გუნდს სათანადოდ ვერ დააფასებს დაისჯება. თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ბურთი ცუდად გვეჭირა. ჩვენზე მატჩის მიწურულს დაღლილობაც აისახა. ახლა ბოლო შეხვედრისთვის მოვემზადებით. ბიჭები ცდილობენ და ბოლომდე იხარჯებიან და ამით ვამაყობთ".

ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "ჩვენ თამაშითაც და საბოლოო ჯამში, შედეგითაც კმაყოფილები ვართ. ბოლოსკენ გატანა სასიამოვნოა. ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ქულა დავიმსახურეთ, რადგან მატჩის მსვლელობისას ვდომინირებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ისლანდია მშვენიერი გუნდია და ამიტომაც გაგვიჭირდა. ჩემი ნაკრებით კი ვამაყობ. ბოლო კვირებში ბევრს ვმუშაობდით, მოვუმატეთ და შესაბამისად, უკეთაც ვთამაშობთ, რაც შედეგზეც აისახება".

მატჩის გმირი

უეფას ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლბეინ სიგტორსონი დაასახელა. "ჩვენ სამი ქულა გვინდოდა დღეს, მაგრამ ბოლოს ხელიდან გავუშვით გამარჯვება", - დანანებით თქვა მატჩის შემდეგ შეხვედრის გმირმა.

მსაჯი

სერგეი კარასევისადმი წვრილმანი პრეტენზიები კი იყო, მაგრამ მთლიანობაში რუსი არბიტრი და მისი დამხმარეები მატჩს ნორმალურად გაუძღვნენ და დამაკამყოფილებელ შეფასებას იმსახურებენ.

ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ თუ სათამაშო უპირატესობას უნგრეთი ფლობდა. მოგებასთან უფრო ახლოს ისლანდიელები იყვნენ და ბოლო წამზე სახიფათო ჯარიმისას ჯერ სიგურდსონს, მერე კი ვეტერან გუდიონსენს რომ გაეტანა მოიგებდნენ კიდეც. უნგრელები კარგად უტევენ, მაგრამ დაცვაში ყურადღებით თამაშიც არ უნდა დაავიწყდეთ. სწორი ტაქტიკისა და გააზრებული თამაშის შემთხვევაში უნგრეთს ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა.

ისლანდია ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და გვაგონებს 2010 წლის ახალ ზელანდიას, რომელიც ასევე მოულოდნელად მოხვდა დიდ საფეხბურთო ტუნრირზე, ეგზოტიკა შემოიტანა და ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და ღირსეულად დაგვემშვიდობა. ისლანდიელებს კი აშკარად ცოტა მეტი უნდათ და სულ ცოტათი მეტადაც თუ მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ თავიანთ მიზანს.

დასკვნა

საფრთხე იმისა, რომ უნგრთმა კარგად დაწყებული საქმე ცუდა დაასრულოს, მაინც არის და ამიტომაც პორტუგალიასთანაც იმავე ჟინით და ამავდროულად, ფრთხილად უნდა ითამაშოს. აქცენტი ალბათ კონტრშეტევებზე გაკეთდება.

ისლანდიას კი მეტოქედ მძიმე და უფერული ავსტრია ჰყავს. ეს არის მატჩში რომელშიც გუნდებს დასაკარგი არაფერი ექნებათ და ორივენი მოსაგებად ითამაშებენ. რაც აქამდე ვნახეთ იმის გათვალისწინებით, ისლანდიელებს მეტი შანსი აქვთ, მაგრამ ავსტრიელთა სუპერვარკსვლავებმაც უნდ აგაისროლონ ერთხელ, წესით.

whoscored.com-ის ტოპ-5

ბალაჟ ჯუჯაკი უნგ. 7,3

არონ გუნარსონი ისლ. 7,1

გილფი სიგურდსონი ისლ. 7,1

კოლბეინ სიგტორსონი ისლ. 7,0

ზოლტან გერა უნგ. 6,9

18 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"

ისლანდია-უნგრეთი 1:1

გოლები: 1:0 სიგურდსონი (40-პენ), 1:1 სევარსონი (88 ს. კ.)

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი (65. ჰალფრედსონი), ბიარნასონი - სიგტორსონი (84. გუდიონსენი), ბოდვარსონი (69. ფინბოგასონი)

უნგრეთი (4-3-3): კირაი - ლანგი, გუზმიჩი, იუჰასი (84. სალაი), კადარი - ნადი, გერა, კლიანჰაისლერი - შტიბერი (66. ნიკოლიჩი), პრიშკინი (66. ბოდე), ჯუჯაკი

გაფრთხილება: გუდმუნდსონი, ფინბოგასონი, სევარსონი - კადარი, კლაინჰაისლერი, ნადი

კარში დარტყმა: 8-12 (2-4) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 15-15 ბურთის ფლობა: 33%-67%

მაყურებელი: 60 842

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი