ფიგურული სრიალის ჩინელი წარმომადგენლები ასაკობრივი მონაცემების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი
ჩინეთის ციგურაობის ასოციაციის საიტზე 9 სპორტსმენის ასაკობრივი მონაცემები არ ემთხვევა საერთაშორისო კავშირის მონაცემებს (ISU). ეჭვქვეშ მოქცეულ სპორტსმენებს შორის არიან 2006 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები ფიგურულ სრიალში წყვილებს შორის ჩჟან დანი და ჩჟან ხაო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები იუნიორთა შორის იმავე დისციპლინაში სიუი ვენცზინი და ხან ცუნი.

ISU-ს წესების მიხედვით, ოლიმპიადებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაშვებულნი არიან სპორტსმენები არაუმცირეს 15 წლისა, სხვა ზრდასრულ სპორტსმენთა შეჯიბრებებზე 14, იუნიორებს შორის 13-დან 19-მდე (ერთეულთა სრიალი) და 21 (წყვილთა სრიალი) წლამდე.

ფედერაციის საიტის ინფორმაციით, ჩჟან დანი 1987 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა, ანუ 2002 წელს ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ის მხოლოდ 14 წლის იყო. მაშინ მან ჩჟან ხაოსთან ერთად ოლიმპიადაზე 11-ე, მსოფლიოს პირველობაზე კი 9-ე ადგილი დაიკავა. ჩჟან ხაო 1982 წლის 6 თებერვალს დაიბადა და მისი ასაკი, პირიქით, დაშვებულ ლიმიტს აღემატებოდა 2003 წლის იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელზეც წყვილმა გაიმარჯვა. ხსენებული წყვილის აქტივში ასევე სამი მსოფლიოს ჩემპიონატის "ვერცხლია" – 2006, 2008 და 2009 წელს.

ISU ინფორმირებულია ხსენებულ სიტუაციაზე და ჩინეთის ციგურაობის ასოციაციას მოსთხოვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცელი ინფორმაცია მიაწოდოს.

წელიწადზე ნაკლების ხნის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩინეთის ქალთა ნაკრებს სპორტულ გიმნასტიკაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლები ჩამოართვა იმის გამო, რომ ერთ-ერთ სპორტსმენს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ასაკის გამო არ ჰქონდა.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს