უელსი ინგლისს გადაასკუპდა
* ინგლისს აქამდე სლოვაკეთთან 3-დან 3 მოგება ჰქონდა.

* "ლომებმა" მეტოქის კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს (ზუსტად მხოლოდ 5-ჯერ). ამით ინგლისმა პორტუგალიის შედეგი გაიმეორა, რომელმაც ისლანდიას კარისკენ ასევე 27-ჯერ დაურტყა, ხოლო ავსტრიას - 23-ჯერ. საინტერესოა, რომ ვერც ინგლისმა იმარჯვა და ვერც პორტუგალიელებმა მოიგეს ხსენებული მატჩები.

* ინგლისისთვის ეს მე-3 ფრე იყო უკანასკნელ 24 მატჩში (2 წაგება 19 მოგება).

* სლოვაკეთი ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა (უელსთან).

პირველი ორი მატჩის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ინგლისი მოგებას ცდილობდა, მაგრამ თავისი საქმე ამ შეხვედრაში სლოვაკებმა უკეთ გააკეთეს და ძვირფასი ქულაც აიღეს, რომელიც სავარაუდოდ, მერვედფინალში გაიყვანს კიდეც მათ. როი ჰოჯსონის ბიჭებმა კი პირველი ადგილი უელსს გადაულოცეს და მეორეს დასჯერდნენ.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

როი ჰოჯსონმა შემადგენლობა გემრიელად გადაახალისა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჰარი კეინი, კაილ უოკერი, დენი როუზი, რაჰიმ სტერლინგი, დელე ალი და უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ჩამოთვლილი ყველა მოთამაშე პირველ ორ მატჩში ძირითადში იყო.

გადახალისებული ფლანგებიდან ნათანიელ კლაინი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ძალიან აქტიური იყო, მწვავე მომენტების შექმნას ცდილობდა და ერთი შანსი თავადაც ჰქონდა, როდესაც კოზაჩიკმა აუღო, არადა, იმ მომენტში ვარდიზე პასის გაკეთებაც შეიძლებოდა. აი, ბერტრანდი კი იმდენად აქტიური ვერ გახლდათ და უფრო უხეშობით გამოირჩეოდა. ჰენერდსონი მშვენივრად გამოიყურებოდა, ბევრს მუშაობდა.

სტარიჯი კი, ამჯერად, ბევრს ვერაფერს გვთავაზობდა. ვარდის ერთი-ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მოგვიანებით ჰოჯსონმა ალი, რუნი და მერე, კეინი დაამატა. ალი და რუნი ენერგიულად ჩაერთვნენ. შემოსვლისთანავე მომენტის მაგვარი ჰქონდა კეინსაც, რომელიც, რაც ყველაზე საინტერესოა, სტარიჯის ნაცვლად გამოვიდა და ბოლო დაახლოებით 15 წუთში ის და ვარდი ერთად იყვნენ მინდორზე.

იან კოზაკი აშკარად ქულაზე თამაშობდა. მან ნახევარდაცვა მაქსიმალურად დაამძიმა და ფრთხილი ტაქტიკა, 4-5-1 აირჩია. ვერ ვიტყვით, რომ სლოვაკები უნაკლოდ თამაშობდნენ და ხარვეზები არ ჰქონდათ, მაგრამ ცუდად გუნდი ნამდვილად არ თამაშობდა. შეტევისკენ სლოვაკები თითქმის არ იყურებოდნენ, მაგრამ ერთი-ორჯერ მეტოქე მაინც ანერვიულეს.

ერთხელ ამაში კოზაკის გუნდს თავად ინგლისელები დაეხმარნენ, როდესაც კრის სმოლინგმა ბურთი უყურადღებოდ დაუგდო ჯო ჰარტს და მაკს ფეხი ნორმალურად რომ გაექნია…

მარეკ ჰამშიკს, ამჯერად, შეტევებისთვის ნაკლებად ეცალა და უფრო შავ სამუშაოს ასრულებდა. მთავარი "მუშა" კი "ლივერპულის" მცველი მარტინ შკრტელი გახლდათ, რომელმაც რამდენჯერმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მეკარე კოზაჩიკისა არ იყოს.

მატჩის შემდეგ

იან კოზაკი (სლოვაკეთი): "ტურნირამდე გამოთვლები გავაკეთე და ვფიქრობდი, რომ 4 ქულა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ უელსს დავამარცხებდით. თუმცა ფეხბურთში ასეა, ძნელია რამე გათვალო. ძალიან მიხარია, რომ 4 ქულა ავიღეთ, ახლა სხვა მატჩების შედეგებს უნდა დაველოდოთ. თუ მერვედფინალში გავალთ, ბედნიერი ვიქნები. ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა ესპანეთთან სალვალიფიკაციო ეტაპის მატჩს. მეტოქეს შემტევი შემადგენლობა ჰყავდა და მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა, რის გამოც თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ გავძელით".

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "არა მგონია, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ვერმოგებაში რუნის, ალის ან უოკერის თადარიგში დატოვება იყოს. პრობლემა იმ მხრივ არ გვქონია, რომ შანსებს ვერ ვქმნიდით. ვქმნიდით, მაგრამ გატანა ვერ შევძელით".

იხილეთ ვიდეო

მატჩის გმირი

სლოვაკთა მეკარე მატუშ კოზაჩიკმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა. სწორედ ამიტომ უნდა დავეთანხმოთ უეფას და საუკეთესოდ ის დავასახელოთ და არა მაგალითად, მარტინ შკრტელი, რომელიც ასევე ძალიან კარგი გახლდათ, მაგრამ სლოვაკთა დაცვაში რამდენიმე ხარვეზი მაინც იყო და კოზაჩიკამდე სწორედ ამიტომ მიდიოდა ბურთი.

მსაჯი

გამოცდილ ესპანელ არბიტრ კარლოს ველასკო კარვალიოს ერთი-ორი წვრილმანი შეცდომა გამოეპარა, ერთი-ორი ჯარიმა ვერ დაინახა, მაგრამ მთლიანობაში სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და არც "მატჩი გაუფუჭებია", არც ბევრი ყვითელი დაურიგებია, რასაც ედავებიან ხოლმე კიდეც ესპანელ მსაჯებს.

ანალიზი

ინგლისი პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში A, C ან D ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდებოდა და ეს ალბათ, ერჩივნა, მაგრამ არც მეორე ადგილი იყო ტრაგედია, რადგან მეორე პოზიცია F ჯგუფის მეორეადგილოსანზე გადის, რომელიც თეორიულად შეიძლება პორტუგალია იყოს, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არც ისე დიდია. სხვა საკითხია ის, რომ ვაიდა, სლოვაკებს გაეტანათ, ინგლისი უკვე მესამეზე გადავიდოდა და ეს არც ისე კარგი ამბავი იქნებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ინგლისელები ამ რისკზე წავიდნენ და პრინციპში, აკონტროლებდნენ კიდეც მატჩის მსვლელობას.

ჰოჯსონმა გუნდს ცოტა დასვენების უფლება მისცა და სხვადასხვა მოთამაშეს შანსი აჩუქა. ამდენი ცვლილების ფონზე, არც არის გასაკვირი, რომ ინგლისელთა თამაში ცოტა ქაოსური გახლდათ.

სლოვაკებს კი ფრე ხელს აძლევდათ და ისე ითამაშეს, როგორც საჭირო იყო, გაიტანეს კიდეც თავისი. კოზაკის სწორმა ტაქტიკამ და კოზაჩიკის კარგმა თამაშმა სლოვაკეთი სკუპ-სკუპით წაიყვანა პლეი ოფისკენ. შექება სლოვაკებს მართლაც ეკუთვნით, რადგან შეცდომებისა და გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და თანაც, იგრძნობა, რომ სლოვაკებს მეტი შეუძლიათ. მათ რეალურ ძალას მერვედფინალში ვნახავთ.

დასკვნა

ფრე ინგლისისთვის ტრაგედია არ არის, თუ მაინცდამაინც მისთვის უხერხული მეტოქე პორტუგალია არ შეხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, თუ ჰოჯსონის ბიჭები მერვედფინალში მოიგებენ, მეოთხედფინალში, წესით, მასპინძელ საფრანგეთთან მოუწევთ ჭიდილი. აი, ეს კი უკვე პრობლემაა.

სლოვაკები კი დღევანდელ მატჩებს დაელოდებიან და მერვედფინალში თავიანთი მეტოქის ვინაობასაც გაიგებენ.

whoscored.com-ის ტოპ-5

მარტინ შკრტელი სლო. 8,3

მატუშ კოზაჩიკი სლო. 8,3

ნათანიელ კლაინი ინგ. 8,1

ერიკ დაიერი ინგ. 7,5

ტომაშ ჰუბოჩანი სლო. 7,5

20 ივნისი. სენტ ეტიენი. "სტად ჟოფრუა გიშარი"

სლოვაკეთი-ინგლისი 0:0

სლოვაკეთი (4-5-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი - პეჩოვსკი (67. გიომბერი), კუცკა, ჰამშიკი, ვაისი (78. შკრინიარი), მაკი - დუდა (57. შვენტო)

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, კეჰილი, სმოლინგი, ბერტრანდი - ჰენდერსონი, დაიერი, უილშირი (56. რუნი) - ლალანა (60. ალი), სტარიჯი (76. კეინი), ვარდი

გაფრთხილება: პეჩოვსკი - ბერტრანდი

კარში დარტყმა: 4-27 (2-5) კუთხური: 0-11 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-12 ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 39 051

თ მ ფ წ ბ ქ

1. უელსი 3 2 0 0 6-3 6

2. ინგლისი 3 1 2 0 3-2 5

3. სლოვაკეთი 3 1 1 1 3-3 4

4. რუსეთი 3 0 1 2 2-6 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ევრო 2016. B ჯგუფი. რუსეთი-სლოვაკეთის წინ: არც უფრო რთული და არც იოლი
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ევრო 2016. შესარჩევი. IX ტურის წინ: საგზურის გაფორმების მოლოდინში
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი ჩეხეთთან წაგების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად დასალევად წავიდა და ამიტომ გადავდექი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
სენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
სლოვაკეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ჩვენ და სლოვაკები: სამშობლოსა და შვილის წინააღმდეგ...
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
ყაზახეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი - რა ძალის არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა