თბილისში სამუშაო ვიზიტით ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი იმყოფება
15 თებერვალს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, მოადგილეებთან - დავით ნამგალაურთან და გიორგი გალდავასთან ერთად, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს - ბულგარელ სილვიო დანაილოვს სამინისტროში შეხვდა.

სილვიო დანაილოვი საქართველოში, კერძოდ თბილისში გასამართ ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესის დასათვალიერებლად იმყოფება.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ასევე დაგეგმილია ქალაქ თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ვიზიტიც.

მინისტრთან შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე და ცნობილი ქართველი მოჭადრაკე - ზურაბ აზმაიფარაშვილიც ესწრებოდნენ.

თბილისში მოჭადრაკე ქალთა ევროპის 2011 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატის ჩატარება მაისის თვეშია დაგეგმილი. ევროპის ჩემპიონატზე ევროპის 40 ქვეყნის 200-მდე მონაწილე ჩაერთვება. საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროპის საჭადრაკო კავშირი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, მომავალ კვირას მიიღებს.

ლადო ვარძელაშვილი: ''ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს ჩატარდება თუ არა თბილისში ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ გვაქვს მსგავსი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება. ბათუმში ასაკობრივი ჩემპიონატი გაიმართა, ამიტომ შეგვიძლია, რომ ევროპის პირველობას უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ.

თბილისში 40 ქვეყნის მოჭადრაკეები ჩამოვლენ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. საქართველოს სახელით კი 15-მდე მოჭადრაკე გამოვა, ეს კი საშუალებას მოგვცემს ევროპის რამდენიმე ჩემპიონიც გვყავდეს. მაისის მიწურულს თბილისში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს თასიც ჩატარდება. ასე რომ, ძალიან საინტერესო და სპორტული ღონისძიებებით დატვირთული პერიოდი გველის."

სილვიო დანაილოვი: "ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა რამდენიმე ქვეყანას სურს და მასპინძელი ქვეყნის ვინაობას მალე შეიტყობთ, რადგან 18 თებერვალს კანდიდატი ქვეყნების რეგისტრაციის დრო იწურება.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ევროპის პირველობას თბილისმა უმასპინძლოს, რადგან საჭადრაკო ქვეყანა ხართ, მსგავსი ტურნირების ჩატარების გამოცდილება გაქვთ. გარდა ამისა, ახლახანს იყო მაია ჩიბურდანიძის 50 წლის იუბილე, მალე იქნება ნონა გაფრინდაშვილის 70 წლის იუბილეც. ეს მოჭადრაკეები ლეგენდები არიან და სიმბოლური იქნება ევროპის ჩემპიონატი წლეულს თბილისში, რომ ჩატარდეს."

msy.gov.ge

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა