კლუბში იმედოვნებენ, რომ 69 წლის უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "გაგრა" ლიგა პრო 2-ში მოხვდება
გარდამავალ ჩემპიონატში პირველი ლიგის გათამაშება 19 აგვისტოს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება. ამ მნიშვნელოვანი სეზონისთვის "გაგრას" ხელმძღვანელობამ გაძლიერება გადაწყვიტა და მთავარ მწვრთნელად ანატოლი პისკოვეცი დააბრუნა.

კლუბში იმედოვნებენ, რომ 69 წლის უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "გაგრა" ლიგა პრო 2-ში მოხვდება. ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელმა გუნდი უკვე შეკრიბა და "სიტი სპორტში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მზადებას თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეუდგა.

პისკოვეცმა მზადების პირველი ეტაპი 2 ივლისამდე დაგეგმა. ცხადია, გუნდი საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. 26 ივნისს "გაგრა" გორში ევროპალიგაზე გასულ "დილას" შეხვდება (დასაწყისი 18 საათზე). 6 ივლისს პისკოვეცის გუნდის მეტოქე "საბურთალო" იქნება, ხოლო 9 ივლისს - თბილისის "ლოკომოტივი". ამ ორი უკანასკნელი სპარინგის გამართვის ადგილი და დრო უცნობია. კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, ამხანაგური შეხვედრები უმაღლესი ლიგის გუნდებთან გამართოს, რაც სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა.

2 ივლისამდე გუნდში გასულ სეზონში ნათამაშები თითქმის ყველა ფეხბურთელი დარჩება, მერე კი შემადგენლობა გაიცხრილება და პისკოვეცი დასარჩენთა სიას გამოაცხადებს, პარალელურად კი, სასელექციო მუშაობაც გაგრძელდება.

გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "გაგრა" საშინაო მატჩებს მუხრანში აღარ გამართავს. ალტერნატიული არენა ჯერ მოძიებული არ არის. თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა "გაგრამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშოს. ეს საკითხი თვის ბოლომდე გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fsiuuu
და ვიტ ჯორჯიასაც ხომ შეეძლო იგივე გაეკეთებინა, ანუ სხვის სტადიონზე ეთამაშა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
"გაგრას" ყოფილმა მწვრთნელმა ერევნის "ლოკომოტივი" ჩაიბარა
მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
"გაგრა" 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს "მცხეთა პარკზე" ჩაატარებს