ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" წასაყვანი გუნდი დაასახელა
ძიუდოისტთა ნაკრების ფაქტობრივმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" წასაყვანი გუნდი დაასახელა. წინასწარ გეტყვით - შემადგენლობაშია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (100). ამდენად, ის დიდ სპორტს უბრუნდება.

საერთოდ, ზაიზენბახერის ეს შემადგენლობა ფრიად საინტერესოა. თავად განსაჯეთ - ცირეკიძის გარდა, გერმანიაში ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე - 60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

დაგვეთანხმებით, ეს მთლად ზეოპტიმალური თუ არა, მასთან მიახლოებული ვარიანტი ნამდვილადაა. მისასალმებელია, რომ გუნდში კვლავ გამოჩნდნენ ტატალაშვილი და ხანჯალიაშვილი. ტატალაშვილს ნაკრების კარს არც არავინ უკეტავდა, თუმცა შემადგენლობის როტაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო შეჯიბრებებში მაინც საკმაო პაუზა გამოუვიდა, ხანჯალიაშვილს კი უნიათო ჭიდაობისთვის სპორტის მმართველნი შემოსწყრნენ და რაღაც ისეთი ხმებიც გავრცელდა, თითქოს არც გააგზავნიდნენ უცხოეთში საჭიდაოდ. ყოველ შემთხვევაში, ორი კვირის წინ პარიზში მისი წაუსვლელობა ამ ფაქტით ახსნეს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცუდია, პაატა მერებაშვილი (60) ამჯერად რომ ვერ მოხვდა გუნდში. იმედია, მას იქით კვირას მაინც ვიხილავთ ვარშავაში გასამართ მსოფლის თასზე. რაც შეეხება 66 კილოგრამს, აქ შალვა ქარდავას უნდა ეჭიდავა, მაგრამ გაცივდა და ვერ მიდის.

ზაიზენბახერი კვირას ბუდაპეშტში მსოფლიოს თასზე ახლდა გუნდს, იქიდან კი ავსტრიაში გადავიდა, სადაც ამ ღამით ცირეკიძეც გაფრინდება. მოგეხსენებათ, ზაიზენბახერმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე სამედიცინო ტესტი ჩაუტარა ნაკრების უკლებლივ ყველა კანდიდატს, მაგრამ მაშინ ცირეკიძის სპორტში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და ამიტომ არც ის შემოწმება გაუვლია. ოლიმპიური ჩემპიონი ვენაშიც იმ ტესტების გასავლელად მიდის ასე ნაადრევად, პარასკევს კი ის და მწვრთნელი იქიდან გადავლენ დიუსელდორფში.

ცირეკიძე კი უბრუნდება დიდ სპორტს, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წესებში შეტანილი ისეთი უსიამოვნო სიახლით ხვდება, ვეჭვობთ, მალევე კვლავ არ ჩაალაგოს ბარგი. ახალი წესებით, ამჯერად ჩავლება და დაყოვნება ქულით ისჯება, სწრაფადვე თუ არ გააკეთებ ილეთს. ეს წესი პარიზის "დიდი მუზარადიდან" უკვე მოქმედებს, ცირეკიძე კი სწორედ ჩავლებით ჭიდაობს. ოღონდ მას დაყოვნება და მეტოქეზე დაკვირვება უყვარდა, ხოლო ახლა სტილის მსწრაფლ შეცვლა მოუწევს. ის უკვე მუშაობს ამაზე და, იმედია, წარმატებითაც გამოუვა.

ibragim
ქართველებიც კარგად ართმევენ თავს მაგრამ შჭურდებათ ყურადღებიანი და მომთხოვნი მწვრტნელები, რომლებიც მატ ვარჯიშს ყურადღებიტ დააკვირდებიან! კიდევ ქარტველ სპორცმენებს ტატამის გარეთაც შჭირდებათ ყურადღება, ანუ რისი თქმა მინდა: ჩვენ ძიუდოისტებს სპორტული ცხოვრების სჰესისხლხორცება უჭირთ და ამასჰი ტუ რაგაც მინი სემინარები ჩაუტარდებათ ან ტვიტონ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, ამ საქმეში გამოცდილი მწვრტნელი გაესაუბრებათ თუნდაც ვარჯიშის შემდეგ, არც ეს იქნება ურიგო!!! მეც ძიუდოისტი ვარ და ეს არი ცჰემი ტვალიტ დანახული პრობლემა და ასე თუ ისე მისი აღმოფხვრის ერთ-ერტი ხერხი. კარგი იქნება ალბათ ვინმრმ გაითვალისწინოს და ყურად მიიღოს!!!
ibragim
ქართველებიც კარგად ართმევენ თავს მაგრამ შჭურდებათ ყურადღებიანი და მომთხოვნი მწვრტნელები, რომლებიც მატ ვარჯიშს ყურადღებიტ დააკვირდებიან! კიდევ ქარტველ სპორცმენებს ტატამის გარეთაც შჭირდებათ ყურადღება, ანუ რისი თქმა მინდა: ჩვენ ძიუდოისტებს სპორტული ცხოვრების სჰესისხლხორცება უჭირთ და ამასჰი ტუ რაგაც მინი სემინარები ჩაუტარდებათ ან ტვიტონ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, ამ საქმეში გამოცდილი მწვრტნელი გაესაუბრებათ თუნდაც ვარჯიშის შემდეგ, არც ეს იქნება ურიგო!!! მეც ძიუდოისტი ვარ და ეს არი ცჰემი ტვალიტ დანახული პრობლემა და ასე თუ ისე მისი აღმოფხვრის ერთ-ერტი ხერხი. კარგი იქნება ალბათ ვინმრმ გაითვალისწინოს და ყურად მიიღოს!!!
ბექა76
პირდაპირ სა"უცხოო" მწვრთნელია. პრინციპში ამ კაცს არაფერს ვერჩი, რა დააშავა დაუძახეს, ხელფასს უხდიან და რატომაც არ ჩამოვიდოდა. დასაძრახი მისი ჩამომყვანები არიან. ესეც ფეხბურთი და რეგბი ხომ არაა. როდემდე ეს პროვინციალიზმი?!
gico
მაინც არაფერი გამოუვა მაგ ზაიზენბაჰერს და საერტოდ საიდან მოიყვანეს და რა უნდა?მგის გარესჰე დიადი გამარჯვებები გვქონდა.....
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა