"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში გამოუყენებელ მომენტებზე დაიჩივლა
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "შალკესთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა, თავის ფეხბურთელებს მომენტების რეალიზების უნარი დაუწუნა, თუმცა ესპანური გუნდის თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ ახლა მოთამაშეებს მთელი ყურადღების საშინაო პირველობაზე გადატანა მართებთ.

"მეტოქემ შეძლო და ანგარიში გაგვითანაბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაიმსახურა, - მოჰყავს ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ საიტს. – რომ არა რაულის გოლი, ჩემ გუნდს კარგი თამაშისთვის შევაქებდი. რამდენიმეჯერმე გოლკიპერმაც გვიხსნა, მაგრამ "შალკემ" თავისას მაინც მიაღწია. არადა, მომენტები მრავლად გვქონდა.

ფრე ჩვენთვის არცთუ მთლად კარგი შედეგია, მაგრამ ვერც ძალიან ცუდს დავარქმევდი. ახლა "შალკე" ფლობს უპირატესობას, მაგრამ - უმნიშვნელოს. საპასუხო მატჩში ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზა, რათა ამ, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულ გუნდს გავუმკლავდეთ. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი გვაქვს.

ახლა, პირველ რიგში, ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, რათა მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ."

მატჩის შემდეგ თავისი მოსაზრება "შალკეს" თავკაცმა ფელიქს მაგათმაც გამოთქვა. მისი თქმით, სტუმრად "ვალენსიასთან" მიღწეული 1:1 მართებული შედეგია. გერმანული კლუბის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისმა შეგირდებმა მასპინძელთა იერიშებს თავი კარგად გაართვეს და ახლა იმავეს გამეორება გელზენკირხენში მართებთ.

"ჩვენ დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფრეც დავიმსახურეთ. ეგ კი არადა, რამდენიმე ეპიზოდში უფრო უკეთ რომ გამოგვეყენებინა შექმნილი მომენტი, ერთ-ორ გოლს კიდევ შევაგდებდით.

ის, რომ მეტწილად მეტოქის შეტევების მოგერიება გვიწევდა, ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მთავარი ისაა, რომ "ვალენსიას" გატანს შანსი არცთუ მრავლად ჰქონია. ის ერთადერთი ბურთიც უხეში შეცდომის გამო მივიღეთ.

რაც შეეხება რაულის გოლს, ეს უბრალო შემთხვევითობის ბრალი არ ყოფილა. რაული ბომბარდირადაა დაბადებული, რასაც თამაშით ადასტურებს.

მიუხედავად პირველ მატჩში მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგისა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, ეს მცირე უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნოთ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

ვალენსია-შალკე 1:1 (1:0)

გოლები: სალგადო, 17 (1:0). რაული, 64 (1:1).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს