ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
გასაკვირი არ იქნება, თუ წელს აშშ-ის ნაკრები ვერ შეძლებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მოგებას. ამ დღეებში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ოთხმა ვარსკვლავმა თქვა უარი ზაფხულის თამაშებში მონაწილეობაზე.

ერთ-ერთი გახლავთ "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. ფორვარდს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაძაბული და გრძელი სეზონის შემდეგ, დასვენება ესაჭიროება.

პარალელურად, რიოში გამგზავრებაზე უარი თქვეს კავაი ლეონარდმა ("სან ანტონიო"), დამიენ ლილარდმა ("პორტლენდი") და ანდრე დრამონდმა ("დეტროიტი"). სამივეს ახალი სეზონისთვის უკეთ მომზადება სურს. ასევე არ მიდის ოლიმპიადაზე "იუტას" ფორვარდი გორდონ ჰეივორდი, რომელიც მეორე შვილის დაბადებას ელოდება და არ სურს ამ მნიშვნელოვანი მომენტის გამოტოვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს: სტივენ კარიმ, ბრედლი ბილმა, ენტონი დევისმა, რასელ უესტბრუკმა, კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა და ლამარკუს ოლდრიჯმა.

და აი, გუშინ, აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომელიც რიოში ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

მცველები - კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), კაილ ლოური, დემარ დეროზანი (ორივე - "ტორონტო"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი");

ფორვარდები - კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჰარისონ ბარნსი, დრეიმონდ გრინი (ორივე - "გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი");

ცენტრები - დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო").

ესპანეთის ნაკრებს სასიამოვნო სიახლე აქვს. "ჩიკაგოს" მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა დაადასტურა ოლიმპიადაზე მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ვეტერანმა ესპანელმა დაუშვა რიოს თამაშების გამოტოვების შესაძლებლობა ზიკას ვირუსის მიმართ შიშის გამო.

35 წლის გასოლისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა კარიერაში. 2008 და 2012 წლებში, მან ზაფხულის თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

misha
აი ეს ნაკრები ბევრად იოლად მოგებს ოლიმპიადას იმიტომ რომ დურანტს ზალიან ჭირდება ტიტული
asurbanifali
რამდენიმე კალათბურთელი რაც არ უნდა ძლიერი გუნდი წაეყვანათ მაინც მოხვდებოდა გუნდში....დურანტი და ირვინი ისედაც ხუთეულში იქნებოდნენ, ტომპსონი საუკეთესო მსროლელია და გრინი საუკეთესო მცველი...წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს ამ გუნდს...
irakli-fan
ეს ნაკრები ისევ ცალი ფეხით თუ ხელით გახდება ჩემპიონი, ნახეთ რა შემადგენლობაა.
გივია
ეს ამერიკის ნაკრების მესამე და მეოთხე შემადგენლობის ნაზავია მაგრამ არცერთი სხვა ნაკრები არ მეგულება მსოფლიოში თუნდაც ამ შემადგენლობასთან ოდნავ მაინც რო მიახლოვდეს. დანარჩენი მსოფლიოსასვის ეს შემადგენლობაც კი ისეთივე მიუღწეველი "დრიმთიმია".
ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის