რომ არა პეტრ ჩეხის თავგანწირვა, “არისტოკრატებს” საქმე სატირლად გაუხდებოდათ.

რომ არა პეტრ ჩეხის თავგანწირვა, “არისტოკრატებს” საქმე სატირლად გაუხდებოდათ. მეკარემ “ფულჰემთან” შეხვედრაში ბოლო წუთზე კლინტ დემპსის პენალტი აუღო და გუნდს 0:0 შეუნარჩუნა. მატჩის შემდეგ მან პრესას განუცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონობის შესანარჩუნებლად მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩა. აი რა განაცხადა მან: “საჩემპიონოდ ფრეების თამაში არ კმარა. მათემატიკური შანსი კიდევ შეგვრჩა, მაგრამ... აშკარაა, რომ ჩემპიონობისგან უკვე ძალიან შორს ვდგავართ”.

ახალი კონტრაქტი და ახალი გეგმები

ბულგარული საინფორმაციო წყაროების მტკიცებით, “მანჩესტერ იუნატედი” მათ თანამემამულე დიმიტარ ბერბატოვთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. თავის მხრივ ისინი ანონიმურ ბრიტანულ წყაროს ეყრდნობიან. მათი თქმით, “ალისფერი ეშმაკები” ვარსკვლავთან ახალ, სამწლიან ხელშეკრულებას (2014 წლის ივლისამდე) თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ რიცხვებში გააფორმებენ. კონტრაქტით დიმიტარის ანაზღაურება გაიზრდება და კვირაში 140 ათას ფუნტს გაუტოლდება.

როგორც ერთ-ერთი ინგლისური ვებგვერდი ამტკიცებს, “მანჩესტერის” შეფობა მზადაა, “რომას” სეზონის დასრულებისთანავე შესთავაზოს გარიგება დანიელე დე როსისთან დაკავშირებით და საამისოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის. თუკი რომაელებს აღნიშნული წინადადება ეცოტავათ, ინგლისელებს სათადარიგო ვარიანტიც მზად აქვთ: აღნიშნულ 40 მილიონს ისინი ცოტას შეამცირებენ, თუმცა წინადადებას უფრო მომხიბლავს მასში ანდერსონის ან ფედერიკო მაკედას ჩართვით გახდიან.

როსი და ლავესი 3-3 მატჩით

ორშაბათს იტალიის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “რომა”-“ნაპოლის” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი განიხილა. შეგახსენებთ, რომ ალესანდრო როსიმ და ესეკილ ლავესიმ ერთმანეთს აფურთხეს, თუმცა ეს იმდენად უცბად ჩაიდინეს, რომ მსაჯს არ შეუმჩნევია. სატელევიზიო მიმოხილვებში მათ მოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომიტეტმა ფეხბურთელებს 3-3 თამაშით აუკრძალა მინდორზე გამოჩენა.

დიეგო ლოპესი ემირეითსზე?

მიმდინარე სეზონში “არსენალი” მუდმივად დგას მეკარის პრობლემის წინაშე. “მეთოფეებს” ორი წამყვანი მეკარე მანუელ ალმუნია და ლუკაშ ფაბიანსკი დაუშავდათ. პრემიერლიგის გრანდი 20 წლის გამოუცდელი ვოიცეხ შჩესნის იმედად დარჩა. ამბობენ, რომ “ემირეითსზე” ალმუნიას დღეები ისედაც დათვლილია. ბუნებრივია, არსენ ვენგერი მის შემცვლელზე აქედანვე ფიქრობს. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, ფრანგმა თავკაცმა “ვილიარეალის” 29 წლის კარის დარაჯ დიეგო ლოპესს დაადგა თვალი. ესპანელებს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ლევან ბიბილაშვილი

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"