საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოფიციალურად ჯერაც "გენკის" წევრია
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერაც "გენკის" წევრია. გასული სეზონი მან თურქული სუპერლიგის ბინადარ "ესქიშეჰირში" ჩაამთავრა, სადაც იჯარის წესით თამაშობდა.

"გენკის" წევრობა კი არ ნიშნავს, რომ ის ამ გუნდში დარჩება, პირიქით - გადაწყვეტილია, ოქრიაშვილი ამ ბელგიურ კლუბში აღარ ითამაშებს. მისი მიზანი ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში გადასვლაა.

როგორც შევიტყვეთ, ის 1-ელ ივლისს ჩავა ბელგიაში, დაიწყებს ვარჯიშს "გენკის" შემადგენლობაში და დაელოდება სასურველ წინადადებას. ამასობაში, ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებას გამართავს ფეხბურთელის აგენტი მამუკა ამიროვი.

როგორც უაღრესად სანდო წყარომ გვაცნობა, ოქრიაშვილს ამჟამად აქვს ვარიანტები საიმისოდ, რომ კარიერა საფრანგეთში, გერმანიაში ან ესპანეთში გააგრძელოს. განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სწორედ ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა სენსაციური გამარჯვება ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ამას წინათ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

თუმცა მარტო გოლშიც არ არის საქმე - სხვა მხრივაც გამოჩნდა, რომ ოქრიაშვილი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ პირენეული კლუბების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა კუ
სადაც არ უნდა გადახვიდე ყველგან წარმატებებს გისურვებ. მაგრამ გამიხარდება თუ კარგ ევროპულ გუნდში გადახვალ, სტაბილურად ითამაშებ და ხეტიალი და გაურკვევლობის დღეები დასრულდება.
ლევან
ოქრი არის ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთის, უდიდესი პოტენციალი აქვს, წარმატებები თორნიკეს...შეეწიოს ღმრთისმშობელი...
შავიკაცი
ამან ხასიათისა და აგენტის გადამკიდე ჰა ჰა თეირანის "პერსეპოლისი" ან მაგადანის "დინამო" გაქაჩოს...
giorgi1988
სამწუხაროდ ესეთი ინფოები როგორც მთავრდება ხოლმე კი ვიცით...მე წარმატებას ვუსურვებ. პროსტა ნიჭი აქვს და მეტი შეუძლია ბევრდა, უბრალოდ ანიავებს. თორე მე რო მეთამაშა ამის დონეზე, ჩემზე იტყოდნენ გაქაჩაო...
zura
განსაკუთრებით რეალი და ბარსელონა აქტიურობენ. უბრალოდ, ფასი ძალიან დაბალია და ცოტა დაბნეულები არიან...
fanat
ბოლოს ამოყოფს თავს რიზესპორში და ძალამიძესავეთ მოხეხავს სკამს,სამწუხარო რა თქმა უნდა
saba
არ დაიღალეთ მსგავსი სტატიებით? ჭანტურიაზე ისეთებს წერდით ლამის თვითონ დაიჯერა რო მართლა გადადიოდა სერია ას ან ბუნდესლიგის გუნდში. კარგად მახსოვს შარშან ამ დროს იძახდა გენკზე კარგ გუნდში მივდივარ უეჭველი, დიდი ალბათობით ტვენტეშიო.
თოკა
კარგით რა,ცოტა რეალობას შეხედეთ
beqa
საბოლო ჯამში ამოყოფს თავს ტერეკში. ეგრე წერდით ცოტა ხნის უკან ჭანტურიაზე და სად ამოყო თავი ყველამ კარგად ვნახეთ.
zmo
ბარსა ან რეალი სხვა ვარიანტი არ განიხილება !!!
giorgi
ერთი მაგარი ანდაზა მახსენდება: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო. ოქრის წარმატებები, მაგრამ ასე არ შეიძლება. ბევრმა დაიძახა ჰოპლა, მაგრამ რუსეთში, უკრაინაში და კიდე უარეს ქვეყნებში გადახტნენ DD
zaza
ესპანელები ძალიან აქტიურობენ (ანუ ვითომ სხვებზე მეტად) და ოქრი გენკში იმალება, არ წამოვალო??? რას წერთ??? მე გითხრათ რეალურად როგორაა?! სინამდვილეში ასეა: არსებობს გარკვეული ინტერესი ევროპული კლუბისგან თუმცა რადგან კონკრეტული წინანდადებით ჯერ არავის მიუმართავს, ოქრიაშვილი იძულებულია იმ გუნდში დაბრუნდეს რომელსაც ეკუთვნის ტრანსფერი და იმედი იქონიოს რომ მისი აგენტი მამუკა ამიროვი უპოვნის გუნდს. აი ეს არის რეალური სურათი და ასე უნდა დაწეროთ! არ დაბლოკოთ როგორც გუშინ დამიბლოკეთ მესის ნაკრებიდან წასვლაზე დავაკომენტარე და არ გამოგიქვეყნებიათ!
nika
ავტორებო, ან დააკონკრეტეთ თუ რომელი კლუბებისგან აქვს შეთავაზება, ან როცა გადავა, მერე დაწერეთ სიახლე. მსგავსი ტიპის სიახლეებს ისე შევეჩვიე, რომ არ გამიკვირდება თუ ოქრი რომელიმე საშუალო დონის რუსულ, უკრაინულ ან პოლონურ კლუბში ამოყოფს თავს. თქვენ არ დაწერეთ 2 კვირის წინ ჭანტურია ნიურნბერგში გადავიდაო? ისიც კარგად მახსოვს, თქვენივე ვარაუდით მერებაშვილს პანათინაიკოსის, ვერდერის და პარტიზანის ვარიანტი რომ ჰქონდა 2009-ში და საბოლოო ჯამში, ვოივოდინაში ამოყო თავი. სჯობს, თანდათან შეეშვათ ფეხბურთელთა მსგავსი სიახლეებით პიარს, უფრო დიდ ზიანს აყენებთ თქვენს და მათ იმიჯს.
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
"კვარაცხელია ტიტანია და მსოფლიო კლასისაა" - ხვიჩას თამაში მოუწონეს
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
თორნიკე ოქრიაშვილი: დავჭკვიანდი! რაც ცუდი იყო, წარსულში დავტოვე
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თორნიკე ოქრიაშვილი თურქეთშია, "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკება მთავრდება
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოქრიაშვილის მენეჯერი: ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ვლაპარაკობთ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!
სულ სხვა ოქრიაშვილს ნახავთ... მენეჯერის თქმით, თორნიკეს "ვერდერის" ვარიანტი აქვს
ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?