"დიდი კაცი", რომელსაც პატარ-პატარა სიკეთეები მოაქვს
ABC News-მა NBA-ს 11 ყველაზე ნაკლებად დაფასებული თავისუფალი აგენტის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ზაზა ფაჩულია პირველია.

"ზაზა ფაჩულია - დიდი კაცი, რომელსაც პატარ-პატარა სიკეთეები მოაქვს", - ასეთია სტატიის სათაური.

"გასულ ზაფხულს "დალას მავერიკსი" დეანდრე ჯორდანმა "გადააგდო" და "მავერიკსმაც" ყურადღება ზაზა ფაჩულიას მიაქცია. ფაჩულია "დალასს" სულ იაფად ჩაუვარდა ხელში, მისი კონტრაქტი სეზონში 5,2 მილიონი დოლარი იყო, რაც დეანდრე ჯორდანის ხელფასის მეოთხედია.

სულ ორი კვირა დასჭირდა რიკ კარლაილს იმის გასაცნობიერებლად, რომ ხელში სეზონის აღმოჩენა ჩაიგდო. "ის იმაზე გაცილებით უკეთესი კალათბურთელია, ვიდრე გვეგონა", - განაცხადა კარლაილმა მაშინ.

მაგრამ ეს ისედაც ცნობილი იყო მათთვის, ვინც ფაჩულიას მაღალ RPM ინდექსს (საშუალო მოხსნები წუთებში) მთელი სერიოზულობით უყურებდა. მათ ისიც ახსოვდათ, რომ 2014/15 წლების სეზონში "მილუოკის" ძალიან უჭირდა გამარჯვება ფაჩულიას გარეშე და ქართველის გარეშე გუნდის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ასოციაციაში.

"დალასში" ფაჩულია გახდა მოხსნების "მანქანა". ის საშუალოდ 36 წუთში 13 მოხსნას აკეთებდა - ეს მეათე შედეგია მთელ ლიგაში. ის კარგად ისვრიდა თამაშიდანაც (55%) და ჯარიმებიდანაც (77%). ამიტომ რიკ კარლაილს ფაჩულიას გამოყენება დაძაბულ წუთებშიც შეეძლო. მართალია, მისმა ჩაჭრებმა ბოლო წლებში ცოტა მოიკლო, მაგრამ ფაჩულია ჯერაც ერთ-ერთი მოწინავეა ცენტრებში - მე-11 ადგილზეა ამ მაჩვენებლით.

შედარებით დაუფასებელი "დიდი კაცი" პატარ-პატარა სიკეთეებშიც მაგარია - მაგალითად, ფართო ტანის წყალობით, ის NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო ბლოკს დგამს.

ფაჩულია შეიძლება არ იყოს NBA-ს ცენტრების ელიტაში, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მას ბევრი პოზიტივი მოაქვს გუნდისთვის. თუ მისი კონტრაქტის ფასი ორმაგზე მეტი არ გახდება, დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ზაზა ახალი გუნდისთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტია და დიდი ალბათობით, "დალასში" აღარ ითამაშებს, სადაც ჰასან უაითსაიდის მიწვევა სურთ.

indystar.com-ის კლასიფიკაციაში ზაზა ფაჩულია თავისუფალ აგენტ ცენტრებში მერვეა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები