ვინ არის მეკარე, რომელიც უკრაინის ნაკრების განაცხადშიც მოხვედრილა?
ბათუმის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ვიცოდით, რომ გუნდი დატოვეს მეკარე მიხეილ ალავიძემ, ბოსნიელმა მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა და თავდამსხმელებმა - გიორგი გაბედავამ, გიორგი ბერიაშვილმა და სერბმა ნიკოლა კომაზეცმა.

ზაფხულის შესვენებისას ლამის ყველა გუნდმა მოასწრო დაკომპლექტება, "დინამო" კი პასიურობდა და ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ქობულეთის "შუქურას" საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი დაიმატა. ამას გარდა, ზღვისპირელებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, გამოცდილი დავით კვირკველიას გადაბირებაც სურდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გორის "დილაში" დარჩენა და ევროთასებზე თამაში ისურვა.

ახლა კი გუნდმა ორი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ბათუმელებს ორივე ახალწვეულის იმედი უნდა ჰქონდეთ. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კონტრაქტები შეთანხმებულია 27 წლის მეკარე არტიომ კიჩაკთან და "შუქურას" 22 წლის უნივერსალ (მარცხენა მცველი/ნახევარმცველი) ლევან გეგეჭკორთან.

გეგეჭკორს ჩვენი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მან კარიერა მარტვილის "მერანში" (2011-15) დაიწყო, 2015 წლიდან კი "შუქურაში" თამაშობდა. სხვადასხვა დროს გეგეჭკორი საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ. მეტიც - 2013 წელს მან, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. წლეულს კი, ზამთარში, გეგეჭკორი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ისინჯებოდა. მერე გია გეგუჩაძემ ის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება არტიომ კიჩაკს, ის უკრაინის უმაღლესი ლიგის ბინადარ ლუცკის "ვოლინის" მეკარე გახლდათ. საინტერესოა, რომ მას კიევის "დინამოს" მთავარ გუნდშიც უთამაშია. 2008/09 წლების სეზონში კიეველებმა კიჩაკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს, პარალელურად კი, "დინამო 2"-ში ირჯებოდა, სადაც მისი კონკურენტი უკრაინის ნაკრებისა და "ბეშიქთაშის" მეკარე ანატოლი ბოიკო იყო.

კიეველთა ევროგანაცხადში კიჩაკი 2009/10 წლების სეზონშიც მოხვდა, ზაფხულში კი - საჩემპიონატო სიაშიც შეიყვანეს. ის გუნდს შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა, მერე კი სათამაშო პრაქტიკისთვის ზაპოროჟიეს "მეტალურგში" წავიდა, მაგრამ მაინც უკან მიბრუნდა. 2010 წელს ის კიევის "დინამოს" საევროპალიგო განაცხადში ფიგურირებდა.

იმავე წლის 27 ოქტომბერს, "დინამოს" მაშინდელმა მწვრთნელმა იური სიომინმა, უკრაინის თასის 1/8-ფინალში "სევასტოპოლთან" ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, სეზონის გახსნით მატჩში კი სიმფეროპოლის "ტავრიასთან" შეცვლაზე შევიდა.

კლუბმა 2011 წლის შეკრებაზეც წაიყვანა, მაგრამ გამოცდილ ალექსანდრ შოვკოვსკისა და მისი ტრავმის პერიოდში დაწინაურებულ დენის ბოიკოს კონკურენცია ვერ გაუწია და ისევ "დინამო 2"-ში დააბრუნეს. ამის მიუხედავად, კიჩაკი ევროთასებზე 2011/12 წლების სეზონის განაცხადშიც შეიყვანეს და გუნდს შეკრებებზეც ახლდა, მაგრამ ძირითადში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა და 2013 წელს ლუცკის "ვოლინში" გადასვლა ამჯობინა.

მას სანაკრებო გამოცდილებაც აქვს - სხვადასხვა დროს უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ და ყველგან სისტემატურად თამაშობდა. 2005 წელს უკრაინის 17-წლამდელებმა "ბანიკოვის მემორიალი" რომ მოიგეს, კიჩაკი ამ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ახალგაზრდულში 2008 წელს მიიწვიეს, ხოლო 2009 წლის 11 თებერვალს, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე, უკრაინის ეროვნული ნაკრების განაცხადში სერბეთთან მატჩისას (1:0) შეიყვანეს. მაშინ ის ქვეყნის მთავარ გუნდში ალექსეი მიხაილიჩენკომ გამოიძახა.

უკრაინული მედიიდან შევიტყვეთ, რომ ლუცკის "ვოლინს" ზაფხულში კიჩაკის შენარჩუნება სურდა. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანმა თქვა, მაგრამ ლუცკელებს ფინანსურად იმდენად გაუჭირდათ, 27 წლის მეკარე საქართველოში თამაშს დათანხმდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
სუპერია კარგია გეგეცკორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო": თუ კიჩაკი არა, მაშინ ტიმოფეევი...
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია