თბილისში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 85 კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე მეექვსე იყო
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში, ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქომაგები ყოველდღიურ რეკორდებს მიეჩვივნენ, 29 ივნისს გამართულმა ორთაბრძოლებმა კი მათ იმედები გაუცრუა.

არადა, 63 კილოგრამ წონითი კატეგორიის გოგონათა პაექრობაში ახლოს იყო მიზანთან 20 წლის კორეელი უნ სიმ რი. იგი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. აკვრა მან 130 კილოგრამით დაიწყო. ეს წონა დაიმორჩილა თუ არა, ჩემპიონობაც გაინაღდა.

გულშემატკივრებს ეგონათ, რომ იგი მსოფლიოს რეკორდს (136 კგ) შეუტევდა, მაგრამ რი მხოლოდ 135 კილოგრამით დაკმაყოფილდა. მანამდე 105 კილოგრამი აიტაცა და ორჭიდში 240 კილოთი პირველი ადგილი დაიკავა, თან ვერცხლისმედალოსან ანა ლილია დურან აიონს 24 კილოგრამით აჯობა.

ამ წონაში ჩვენი ძალოსანი მარიამ სარიევი 117 (52+65) კილოთი მე-15 ადგილს დასჯერდა.

ვაჟებში ჩემპიონობისთვის ჩინელი ლიუ და იტალიელი პიძოლატო იბრძოდნენ. აზიელმა აპენინელს ატაცში საგრძნობლად აჯობა. მართალია, იტალიელმა ლიუზე კილოგრამით მეტი (201) აკრა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა, მაგრამ ორჭიდში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს ვერ უწია.

ქართველი რევაზ დავითაძე 335 კილოთი მე-6 ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკი

ვაჟები (85)

1. იავენ ლიუ (ჩინეთი) 365 (165+200)

2. ანტონიო პიძოლატო (იტალია) 360 (159+201)

3. იბრაჰიმ ფარეს ელბახი (ყატარი) 346 (150+196)

6. რევაზ დავითაძე (საქართველო) 335 (151+184)

გოგონები (63 კგ)

1. უნ სიმ რი (ჩრდ. კორეა) 240 (105+135)

2. ანა ლილია დურან აიონი (მექსიკა) 216 (94+122)

3. კიანა როუზ ელიოტი (ავსტრალია) 204 (95+109)

15. მარიამ სარიევი (საქართველო) 117 (52+65)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი
რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]
U23. რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა!
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა