პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში
პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველო ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 8-13 ივლისს თბილისში 18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი გაიმართება.

ეს გახლავთ ევროპის A და B დივიზიონების შემდეგ არსებული გოგონათა ტურნირი, რომელშიც ქალთა კალათბურთის თვალსაზრისით, შედარებით მოკრძალებული ქვეყნები მონაწილეობენ.

საქართველოს ქალთა კალათბურთში დიდი ტრადიციები აქვს, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული ვაკუუმის ამოვსება და გოგონათა კალათბურთის განვითარება ახლაღა დაიწყო. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს. 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს იქნება გოგონათა საკალათბურთო ნაკრების მეორე ოფიციალური გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე.

ის, რომ საქართველოს დედაქალაქს 18 წლამდე გოგონათა ფიბა-ევროპის ოფიციალური ტურნირის მასპინძლობა ანდეს, განვითარების გზაზე სერიოზული გამოწვევაა. თბილისის ახალი სპორტის სასახლე C დივიზიონის 15-ივე მატჩს, გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიალებს უმასპინძლებს.

ტურნირიში 7 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. "ა" ჯგუფში თავს მოიყრიან სომხეთი, ანდორა და უელსი, ხოლო "ბ"-ს საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კოსოვო შეადგენენ. ჯგუფებში 2-2 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ხოლო პლეი ოფში ვერგასული გუნდები V-VII ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 8, 9 და 10 ივლისს გაიმართება, რის შემდეგაც, 11-ში გუნდები დაისვენებენ და 12 და 13 ივლისს პლეი ოფის თამაშებს ჩაატარებენ.

C დივიზიონის გამარჯვებული მომავალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატის რანგით მაღალ - B დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ტურნირში 8 ივლისს, 19:30 საათზე ჩაებმება. ქართველების პირველი მეტოქე კოსოვო იქნება.

წყარო: superleague.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა