სასიკვდილო ციებ-ცხელებები, უფულობა, პოლიციის გაფიცვა და კრიმინალების თარეში...
ის, რომ ბრაზილიაში ოლიმპიადა საუკეთესო იდეა არ იყო, ორი წლის წინ გახდა გასაგები, როცა ამ ქვეყანაში ქაოტურად და სერიოზული საორგანიზაციო პრობლემებით ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო სავალალოა.

ბრაზილიას გააჩნია გლობალური სპორტული პროექტები, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხდება, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შტატი - რიო გაკოტრების პირას არის მისული და უკვე განგაშის ზარები აქვს ატეხილი.

დროებითი გუბერნატორის ფრანსისკუ დორნელესის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იმაზე ლაპარაკობს, რომ ფინანსული სახსრების უქონლობის გამო, ზაფხულის თამაშებზე გარედან დახმარების გარეშე უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა თითქმის შეუძლებელი იქნება. ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანას არ ჰყავს მუდმივი პრეზიდენტი - დილმა რუსეფი ჩამოაშორეს პოსტს კორუპციული სკნდალის გამო.

ასე რომ, ოლიმპიადის მონაწილეებსა და სტუმრებს "მხიარული" სამი კვირა ელოდებათ, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა კი მართლაც შეიძლება შევიდეს ისტორიაში, როგორც ყველაზე ცუდად ორგანიზებული სპორტული ფორუმი XXI საუკუნეში.

სასიკვდილო საფრთხეები

ოლიმპიადაზე მთავარი საფრთხე ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ - ჯანდაცვა და უსაფრთხოება. ზიკას ვირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური კომისია რისკების შესაფასებლად. ჯერჯერობით ექსპერტები ვერ ბედავენ თამაშების გაუქმების ან გადატანის მოთხოვნას, თუმცა სიტუაცია მხოლოდ უარესდება.

უფრო მეტიც, სპორტსმენთა ნაწილი ვერ რისკავს ბრაზილიაში ჩასვლას. მათ შორის არის მსოფლიოს საუკეთესო გოლფისტი ჯეისონ დეი და მისი კოლეგა ბრიტანეთიდან რორი მაკილროი. გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა სახეობის ვარსკვლავები, მაგალითად, ამერიკელი კალათბურთელები. ბევრმა მათგანმა არ ისურვა რიოში გამოსვლა. საქმე ისაა, რომ ზიკას გარდა, ბრაზილიაში მძვინვარებს ყვითელი ციებ-ცხელება, რომელიც პრესაში ნაკლებად არის "გაპიარებული", არადა, ის უფრო საშიშია სიცოცხლისთვის.

მეორე პრობლემაა - უსაფრთხოება, თანაც ეს ეხება არა მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს, არამედ ადგილობრივ დანაშაულებებს. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ქალაქში ფაველებიდან გამოსულები ბანდიტები დაძრწიან და მათ იარაღის მეშვეობით შეუძლიათ საცლების ამარა დაგტოვონ.

იმისთვის, რომ გათავხედებული კრიმინალები ორი კვირით დაიმორჩილონ, ამისთვის დიდი თანხებია საჭირო, დღეს კი ქალაქს პოლიციელების ხელფასებისთვისაც კი არ აქვს ფული. 300 სამართალდამცავი ორი დღის წინ, რიოს ქუჩებში გავიდა და აპროტესტებდა ხელფასების დაგვიანებას და მუშაობისთვის საშინელ პირობებს. პოლიციას სამსახურის მანქანებისთვის საწვავიც კი არ გააჩნია.

მარტო წელს, რიოს შტატში პოლიციის 52 თანამშრომელი მოკლეს, სულ ცოტა ხნის წინ, დღის საათებში ორი პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს ნარკობარონის განთავისუფლების მცდელობისას.

თუ შეიარაღებული პროფესიონალები ვერ გრძნობენ თავს ქალაქში მასპინძლად, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სპორტსმენების, პერსონალისა და მაყურებლის უსაფრთხოებაზე, რომლებიც იოლი და სასურველი ნადავლი იქნებიან ბანდიტებისთვის. პოლიციელებმა და მეხანძრეებმა სცადეს რაღაცნაირად მთავრობის ყურადღების მიპყრობა, აეროპორტამდე მიაღწიეს და იქ ბანერი გამოფინეს:

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. პოლიციასა და მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიან, ხოლო ისინი, ვინც რიო-დე-ჟანეიროში ჩამოდის, საფრთხის ქვეშ იმყოფებიან!"

გაუქმება არ შეიძლება

რა თქმა უნდა, თამაშების სხვაგან გადატანაში საღი აზრი არსებობს, მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება რიო თამაშები, მით უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ოლიმპიადა ბრაზილიაში აუცილებლად გაიმართება.

თამაშების გადატანა ერთი წლით ადრე შეიძლებოდა, დღეს კი ეს ნაბიჯი კოლოსალურ დანახარჯებს მოიტანს და თან ეს იქნება თავად ოლიმპიური მოძრაობის დისკრედიტაცია. ამიტომაც, ყველას მოუწევს შიშის გადალახვა და რწმენა, რომ ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა