რენატო სანჩესი, პორტუგალიის ახალი გმირია
* პორტუგალიის ნაკრებმა ხუთივე თამაში (ძირითად დროებში) ფრედ დაასრულა.

* მოედანზე შეჭრილი ფანი კრიშტიანო რონალდომდე სტიუარდებმა არ მიუშვეს.

* რენატო სანჩესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის სტადიაზე გაიტანა. სანჩესი 18 წლისა და 361 დღისაა.

* რობერტ ლევანდოვსკის გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში - პოლონელმა 1 წუთისა და 40 წამის შემდეგ გაიტანა.

იყო ვარაუდი და გნებავთ შიში, რომ პორტუგალია და პოლონეთი ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებდნენ და შესაბამისად, მოსაწყენი მატჩი გამოვიდოდა, რაც სამწუხაოდ, გამართლდა.

ასეთი თამაშით, როგორც ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ისე მთლიანად ტურნირზე, არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა ნახევარფინალში გასვლას, თუმცა პლეი ოფის ბადე ისე დალაგდა, რომ არაფრით გამორჩეულ პორტუგალიას გზა საუკეთესო ოთხეულისკენ გაუხსნა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

თუ წინა შეხვედრებში პოლონეთი 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა, ამჯერად, ადამ ნავალკამ უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მეტოქეს 4-4-1-1 სქემა დაუპირისპირა. არკადიუშ მილიკი უკან იყო დახეული და ნახევარმცველებს ეხმარებოდა, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი კი რობერტ ლევანდოვსკი გახლდა.

შუა ხაზი კრიხოვიაკმა და მონჩინსკიმ გაამაგრეს, ფლანგებზე კი ბლაშჩიკოვსკი და გროსიცკი მოქმედებდნენ. და, რაც მთავარია, დაცვის ცენტრში გლიკის და პაზდნანის ტანდემი მოქმედებდა - მთავარი კი იმიტომ არის, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, პოლონეთის ნაკრებში სწორედ დაცვის ხაზი იყო ყველაზე გამორჩეული.

ნაცად ტაქტიკას არ უღალატა ფერნანდო სანტუშმა და პოლონეთს 4-4-2 სქემა დაუპირისპირა. შეტევის წინა ხაზზე ისევ ნანი და კრიშტიანო რონალდო ვიხილეთ. სიახლე იყო ძირითად შემადგენლობაში რენატო სანჩესის გამოჩენა, თუმცა არ გაგვკვირვებია, რადგან 18 წლის ნახევარმცველმა მერვედფინალში ძალიან კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ შეცვლაზე შევიდა და შესაბამისად, სხვებზე ნაკლები დრო ჰქონდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გოლები

1:0 - მატჩი სულ რაღაც 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც პოლონელებმა შეტევა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს, გროსიცკის შესანიშნავ პასს კი ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

1:1 - პირველი ტაიმის შუაწელს, პოლონელთა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი რენატო სანჩესმა მიიღო, კარგად გაერკვა ვითარებაში, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ სანჩესს მცირე რეკოშეტი დაეხმარა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის გმირი

რთულია ასეთ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება, მაგრამ ყველასგან მაინც რენატო სანჩესი უნდა გამოვარჩიოთ.

პორტუგალიელთა 18 წლის ნახევარმცველი ძალიან კარგი იყო პირველ ტაიმში და გოლიც შესანიშნავი გაიტანა. მართალია, დარჩენილ სამ ტაიმშო განსაკუთრებული არაფერი უქნია, მაგრამ სხვებს მაინც აღენატებოდა და თანაც, თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. აშკარაა, რომ სანჩესის სახით, მსოფლიო ფეხბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდება.

უნდა შევაქოთ პეპეც, რომელიც დაცვის ცენტრში შესანიშნავად იდგა, არაერთხელ ჩაშალა პოლონელთა იერიში და პრაქტიკულად გაუვალი იყო.

მსაჯი

მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი ემსახურებოდა, რომლის რამდენიმე გადაწყვეტილება საკამათო იყო, ერთხელ კი აშკარად შეცდა, როდესაც პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა - პირველ ტაიმში, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ აშკარად დაირღვა თამაშის წესი, მაგრამ არბიტრმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ არ გაიშვირა.

ანალიზი

სამწუხაროა, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კიდევ ერთი უსახური მატჩი ვიხილეთ. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე, პორტუგალიელებმა ერთი კარგი მატჩიც შემოგვთავაზეს უნგრელებთან, მაგრამ მთლიანობაში, ეს გუნდი მაინც უსახურ შთაბეჭილებას ტოვებს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლონეთის ნაკრებზეც, რომლის დაცვას ნამდვილად არაფერი დაეწუნება, მაგრამ ფეხბურთი რომ მხოლოდ დაცვა არაა, ამას ვერსად გავექცევით. მოკლედ, გუნდებმა აშკარად გაგვაწბილეს და კიდევ ერთხელ გვაყურებინეს ყოვლად უშინაარსო, უსახურ და მოსაწყენ პაექრობას.

არადა, თამაში პოლონელთა უსწრაფესი გოლით დაიწყო და ზოგადად, სტარტს არაფერი უშავდა - გოლის გარდა, რამდენიმე მწვავე მომენტი შეიქმნა და გაჩნდა განცდა, რომ შემტევ და ლაღ ფეხბურთს ვიხილავდით.

თუმცა, დროთა განმავლობაში, გუნდებმა თამაშის ტემპი დააგდეს და მათი შეტევებუც უფრო და უფრო მონოტონური, ერთფეროვანი და იოლად წასაკითხი ხდებოიდა - რენატო სანჩესის შესანიშნავმა გოლმა ცოტათი გამოაცოცხლა გულშემატკივარი, თუმცა თამაში მალევე დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს და დარჩენილ დროში საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა.

შეგვიძლია ერთი ეპიზოდი გამოვრჩიოთ, როდესაც მოედანზე გულშემატკივარი შევარდა, კარგა ხანს სდიეს და ბოლოს, გაიყვანეს მოედნიდან. ეს იყო და ეს...

რაც შეეხებათ გუნდების მთავარ ვარსკვლავებს, სათქმელი აქაც ბევრი არაფერია. რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი შეაგდო და ამით გაამართლა მოედანზე ყოფნა, თუმცა იმის იქით, სახეირო არაფერი უქნია. კრიშტიანო რონალდო ჩრდილში იყო მოქცეული და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა არა მარტო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე არამედ კარიერაში.

პორტუგალიელთა მთავარ იმედს უამრავი წუნი ჰქონდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა ბურთს და ერთხელაც არ დამუქრებია მეტოქის კარს. ერთი ეგაა, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში შეაგდო და საფირმო ხტომიც გააკეთა.

დასკვნა

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია არაფრით გამორჩეული გუნდია და შესაძლოა, არც იმსახურებს საუკეთესო ოთხეულში ყოფნას. მით უმეტეს, ძირითად დროში პირენეელებს არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ. მაგრამ, პოლონეთიც რომ ვერ ბრწყინავდა, ესეც ხომ ცხადზე უცხადესია? - მოკლედ, ყველაფერში დამნაშავე პლეი ოფების უცნაური ბადეა...

whoscored.com-ის ტოპ-5

რენატო სანჩესი პორ. 8,7

პეპე პორ. 8,1

რობერტ ლევანდოვსკი პოლ. 8,0

კამილ გლიკი პოლ. 7,8

ნანი პორ. 7,7

პოლონეთი-პორტუგალია 1:1 (პენ-3:5)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (2. გროსიცკი), 1:1 სანჩესი (33. ნანი)

პოლონეთი (4-4-1-1): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდნანი, იენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი (98. იადლოვეცი), გროსიცკი (82. კაპუსტკა) - მილიკი - ლევანდოვსკი

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკ სოარეში, პეპე, ფონტე, ელიზეუ - ჟოაო მარიო (80. კუარეჟმა), ვ. კარვალიო (96. პერეირა), სანჩესი, სილვა (74. მოუტინიო) - ნანი, რონალდო

გაფრთხილება: იენჯეიჩიკი, გლიკი, კაპუსტკა - სილვა, კარვალიო

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-11 (5-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 62 940

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვერა?
ვისაც გგონიათ, რომ რონალდო და კამპანის ევროპას მოიგებენ - ჰოკეის რომ უყუროთ?

რა შუაშია მესი ევროპის ჩემპიონატზე, მეც მესის და არგენტინის გულშემატკივარი ვარ მაგრამ რაღაც სულელური აზრები ნაკლებად მაწუხებს. რონალდუ დიდი ფეხბურთელია და ამას მთელი თავისი კარიერით და მიღწევებით ამტკიცებს, ამასთანავე მესისთან არანაირი მტრული დამოკიდებულებაც არ აქვს რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანიც არ არის ცუდი. ვისაც ფეხბურთის რამე გაგეგებათ და მას პატივს სცემთ ერთი რამ შეიგნეთ რომ თუ "რეალის" ფანი ხარ ამიტომ მარადონას და კრუიფს პატივი არ უნდა სცე და პირიქითაც ასევე. ეს არის უბრალოდ უგუნურების გამოხატვა და მეტი არაფერი. პორტუგალიამ ფინალის ჩათვლით ყველა მატჩი რომ დამატებით დროში ან პენალტებით მოიგოს ეს იმის ნიშანი კი არ იქნება რომ პორტუგალიაა უვარგისი, არამედ ეს იქნება სამხრეთამერიკული ფეხბურთის აღზევების ნიშანი ევროპულზე და ეს რუსეთის მსოფლიოზეც გამოჩნდება. მესი კი დარწმუნებული ვარ რუსეთშიც ითამაშებს და მოიგებს კიდეც არგენტინა მსოფლიოს.
giorgi 1988-ს
წელს მოიგოს პორტუგალიამ ევროპა და მერე ერთად ვნახავთ როგორ უნა მესისთან გათანაბრება და გადასწრება ;) ოღონდ მერე არ დავიწყოთ ანტიპეხბურთით მოიგო პორტუგაიამ და სისულელეები:)
lashamax
რა აღშფოთებული აქ პუბლიკა ფორტუნას უსამართლობით. სტრასბურგში უჩივლეთ ფორტუნას :)
maxo
ნეტავ საქართველოს ნაკრებიც ისე გაფოფხდეს როგორც პორტუგალია გაფოფხდა ნახევარფინალში.

დაივიწყეთ ეგ უაზრო და სულელური ტერმინი "ანტიფეხბურთი"!!! არ არსებობს ეგ! თუ შენ შეტევა გაქვს ძლიერი მე მაქვს ძლიერი დაცვა, მოდი და გამიტანე ორივე ფეხბურთის ნაწილია!!! ფეხბურთი ფეხბურთია და არ აქვს მნიშვნელობა რა ტაქტიკით თამაშობ, ბოლოს ყველას გამარჯვებული ახსოვს! ეს ბარსას ფანებმა წამოჭრეს ბოლო წლებში ატლეტიკოთან დამარცხებების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე! თუ შენი მოწინააღმდეგე "ანტიფეხბურთს" თამაშობს თუ ძლიერი ხარ მიდი და აჯობე შენ შენი ნამდვილი ფეხბურთით!!!
fraternity
რომელ ჯგუფში თამაშებზეა ლაპარაკი? ან რა შუაშია 1982 წლის იტალია. ეს უკვე სტანდარტია იშვიათი გამონაკლისების გარდა რომ იტალია სუსტად ატარებს ჯგუფურს მაგრამ შემდეგ უვლის ყველას და ყველაფერს. ასე იყო 2006-შიც. პორტუგალიას რაც შეეხება, ჯგუფს რომ თავი დავანებოთ,უკვე 2 პლეიპოფი ითამაშა და თუ რამის თავი ქონდა უნდა ეჩვენებინა. ფორტუნას რა ვუთხარი თორე კარგა ხანია სახლში უნდა იყოს ეს ნაკრები. ამათ ყურებას მართლა სვარკის ყურება ჯობს.

ბევრს 1982-ის იტალია არ გახსოვთ ალბათ. ნახეთ მისი თამაშები და გაიგებთ რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. გუნდი რომელიც ანტიფეხბურთს თამაშობდა ჟგუფურში, ისე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ეჭვი აღარავის დარჩენია ღირსეულობაზე. ვნახოთ როცა უფრო "ღირსეულს" შეხვდება იქ გამოჩნდება პორტუგალიის სიძლიერე. ბელგია-უელსი კი არც ერთი არ არიან მაგათი მომგები და ფინალში კი ყველაფერი ხდება ხოლმე.სავარაუდოდ იტალია იქნება მეტოქე.
ანატოლი
დამატებითი ტაიმები არ მინახავს არ მომეცონა თამაში და გავმორთე ტელევიზორი.
777
გუნდი, რომელსაც არცერთი თამაში არ მოუგია და ისე გავიდა ნახევარფინაში. მიმიფურთხებია ასეთი ჩემპინატისთვის.
giorgi1988
პორტუგალიის ამ ეტაპამდე ასე მისვლა სხვა არაფერია თუ არა "გაბობღება". ეს რონალდოს ფანები კიდე ტყუილად ეჯიბრებიან მესის, რონალდო სულ რო გაუთანაბრდეს ოქროს ბურთებით მესის, მანამდე არაფერი გეტკინოთ რო მესის დონეზე დადგეს როდესმე! მაგრად მკიდია არგენტინაც, ბარსაც და მესიც, მარა რეალობა ასეთია, მესი სხვა მოვლენაა. მარა რონალდოს დიდ ფეხბურთელობას, პროფესიონალიზმს და შრომისმოყვარეობასაც ძალიან ვაფასებ.
fraternity
ავტორს არ ვიცი რა ახრჩობს და არც ის ვიცი ვისი ფანია მაგრამ ის კი დღესავით ნათელია რომ რონალდუ არსად არავისი გამყვანი არ არის. ზედიზედ მერამდენე თამაშია ბურთს ფეხს აცილებს და უაზროდ დარბის აქეთ იქით ხელების ქნევით. ასე გელაშვილიც დარბოდა ერთ დროს საქართველოს ნაკრებში. პორტუგალიას მხოლოდ ფორტუნა თუ გაიყვანს ფინალში თორემ რონალდუ ამ თამაშით ნაკლებად!
tazo
რონალდო მესის ნახევარია როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი:)):))

ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვწერდი რომ პორტუგალია ერთერთი მთავარი ფავორიტია და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფეხბურთით მიიწევს წინ. მე როგორც ვხედავ მათთან არც ერთ გუნდს სათამაშო უპირატესობა არ ჰქონია, ხოლო ტაქტიკას მწვრთნელი ადგენს, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ პორტუგალიელები რომელიმე ნაკრების ფეხბურთელებზე ნაკლებ ტექნიკურები არიან. რონალდუს ისედაც ეტყობა რომ ჩემპიონატის მოგებაზეა დაინტერესებული და აღარ დაგიდევთ სილამაზეს.
გაგა
ასეთი პორტუგალია,რა თქმა უნდა, ვერაფერს იხამს,მაგრამ ამ გუნდს აქვს მომატების პოტენციალი.
ავტორო
ბოღმამ არ დაგახჩოს ავტორო!!! ისე კია ღირსი პორტუგალიამ მოიგოს ევროპის ჩემპიონატი მესის გულშემატკივრების გასახარად :)
თორნიკე
ნეტა ჩვენი გუნდებიც ეგრე გაბობღდნენ პლეი ოფებში და ვისაც რა უნდა ის თქვას
lashamax
ეს ავტორი ეტყობა თავგადაკლული მესის ფანია. გული უსკდება ემანდ ღმერთი არ გაწყრეს და რონალდომ პორტუგალია ფინალშია არ გაიყვანოსო, მოგეხსენებათ ფინალში კი ყველაფერი ხდება ვინძლო თასიც მოიგოს. თან ამ შიშს და შფოთვას ისიც აძლიერებს რომ მესიმ საერთოდ დაანება თავი სანაკრებო კარიერას და დარჩა ტიტულის გარეშე :)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
პსჟ ფაბიან რუისსა და კიდევ 4 ფეხბურთელს ზაფხულში გაასხვისებს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ტრანსფერი შეთანხმდა - "მილანი" ევროპის ჩემპიონით ძლიერდება
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"რომა" პსჟ-ის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა - მესი და რამოსი საფრთხის ქვეშ არიან
"მილანის" სამიზნე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
პსჟ-ის მორიგი ხმაურიანი შენაძენი - პორტუგალიელი ტალანტი კარიერას პარიზში გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა