მსოფლიოს ჩემპიონი და ასე უხერხული "სკუადრა აძურა"
* გერმანიის ნაკრები ერთადერთი გუნდია ევრო 2016-ზე, რომელმაც ოთხივე მატჩი გოლის გაუშვებლად დაასრულა.

* გერმანიის ნაკრებს ბორდოში არასოდეს უთამაშია.

* გერმანელები 1968 წლის ევროს გამოტოვების შემდეგ ზედიზედ მე-12 ჩემპიონატზე თამაშობენ.

* გერმანიის ნაკრებმა ბოლოს ნახევარფინალში 2004 წელს ვერ გააღწია, მაშინ გუნდი სულაც ჯგუფში ჩარჩა.

* ეს იტალიის მე-9 ასპარეზობაა ევროპის ჩემპიონატზე და მეექვსე ზედიზედ.

* იტალია მეორედ თამაშობს ბორდოში. აქ იტალიის ნაკრები ჩილეს 2:2 დაუზავდა - ეს იყო 1998 წლის მუნდიალზე.

მაშ ასე, შაბათს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დიდი მატჩია - მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, იმ გუნდისა, რომელიც მუდმივად უხერხული მეტოქეა გერმანელთათვის და რომელმაც ახლახან ევროპა ჩემპიონის გარეშე დატოვა.

ანტონიო კონტეს გუნდი ტურნირის დაწყებამდე ჯგუფშიც კი არ ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ დიდებულად მოთამაშე "სკუადრა აძურამ" თავი ყველას შეახსენა. ეს შეხსენება ძვირად დაუჯდათ ბელგიელებს და განსაკუთრებით, ექსჩემპიონ ესპანელებს.

ურთიერთშეხვედრები

(33 თამაში: +8=10-15, 40-49)

ფორმულა - ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი გერმანია იმარჯვებს, ამ დაპირისპირებაში აშკარად არ ჭრის. წინა 33 მატჩიდან გერმანელებმა მხოლოდ 8 მოიგეს და 15 დათმეს. მოკლედ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა.

საკმარისია მარტო ერთი ფაქტი მოვიყვანოთ - იტალიის ნაკრებს არასოდეს წაუგია გერმანიისთვის (ან გფრ-ისთვის) ოფიციალურ მატჩში და სამჯერ ჰყავს დამარცხებული ნახევარფინალებში, მათ შორის ევრო 2012-ზე.

ერთი ისაა, რომ გერმანიის ნაკრებს ჯერ არასოდეს დაუთმია ევროპის ჩემპიონატებზე მეოთხედფინალში, მაშინ, როცა იტალიის ნაკრებმა 4 მეოთხედფინალიდან ორი მოიგო და ორი დათმო.

გერმანელთა სასარგებლოდ მეტყველებს მათი ბოლო დაპირისპირებაც, რომელიც მარტში გაიმართა და გერმანიის ნაკრებმა მიუნხენში 4:1 გაანადგურა იტალია. ეს იყო გერმანელთა პირველი გამარჯვება იტალიელებზე 1995 წლის მერე, როცა ციურიხში გერმანიის ნაკრებმა 2:0 იმარჯვა. მარტის თამაშში გოლები ტონი კროოსმა, მარიო გიოტცემ, იონას ჰექტორმა და მესუთ იოზილმა გაიტანეს, ხოლო იტალიელებისგან თავი გამოიჩინა სტეფან ელ შაარავიმ, რომელიც საფრანგეთში კი არის, მაგრამ კონტე თავის გამოჩენის შანსს ჯერჯერობით, არ აძლევს.

ბარემ ევრო 2012-ის ნახევარფინალი გავიხსენოთ, რადგან ის გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს ახლაც მწარედ ახსოვთ - ვარშავაში მარიო ბალოტელის დუბლის წყალობით იტალიამ 2:1 იმარჯვა (გერმანელთა გოლი იოზილმა გაიტანა პენალტით) და ფინალში გავიდა.

გზა მეოთხედფინალისკენ

I ტურში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 2:0 (მუსტაფი, შვაინშტაიგერი) მოუგო. შემდეგ გერმანელები პოლონელებს დაუზავდნენ - 0:0 და ბოლო ტურში ჩრდილოირლანდიელების დამარცხებით - 1:0 (გომესი) - პირველი ადგილი დაიკავეს. მერვედფინალში გერმანიამ სლოვაკეთს აჯობა - 3:0 (ბოატენგი, გომესი, დრაქსლერი).

იტალიელებმა 2:0 (ჯაკერინი, პელე) დაამარცხეს ბელგიელები, შემდეგ მინიმალურად მოუგეს შვედებს - 1:0 (ედერი) და მინიმალურადვე წააგეს ირლანდიასთან - 0:1. ამის მიუხედავად, იტალიამაც პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში. მერვედფინალში ანტონიო კონტეს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს ტიტული ჩამოართვა - 2:0 (კიელინი, პელე).

მატჩის წინ

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ყველას გვახსოვს მარცხი ევრო 2012-ზე, მაგრამ ასეთი თამაშები ხანდახან ხდება ხოლმე. მაშინ ინდივიდუალურმა შეცდომებმა თამაშის გეგმა ჩაგვიშალა. იმედია, ბორდოში ასეთი რამ არ გამეორდება. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და ბევრ რამეში დაგვეხმარა მომავალში".

ანტონიო კონტე (იტალია): "რთული გზა გავიარეთ, მაგრამ კიდევ უფრო რთული მისია წინ გველოდება. გერმანია ევრო 2016-ის საუკეთესო გუნდია და მის დამასარცხებლად იდეალურად თამაშია საჭირო. მთავარია, ძალები აღგვიდგინოთ და მეოთხედფინალურ პაექრობას კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდეთ. დისკვალიფიკაციის გამო ტიაგო მოტა დაგვაკლდება და დანიელე დე როსისაც ტრავმა აწუხებს.

ამ მხრივ, არ გვიმართლებს და მუდმივად ახალი პრობლემების წინაშე ვდგებით, მაგრამ თითოეული ეს დაბრკოლება კიდევ უფრო გვაძლიერებს. ვიცით, რომ გერმანიასთან მაქსიმალური მობილიზება და ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ამისთვის კი ჩვენ გუნდში 23-ვე ფეხბურთელი მზადაა. დიახ, ჩვენ არ გვყავს 6 საკვანძო ნახევარმცველი: მარკიზიო, ვერატი, მონტოლივო, დე როსი, კანდრევა და მოტა, მაგრამ ეს არ გვაშინებს და დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით".

ჩვენი აზრით

ანტონიო კონტე საკადრო პრობლემებშია, მაგრამ ის სირთულეებს არ ეპუება, თანაც, შესაძლოა დე როსიმ თამაში მაინც მოახერხოს. ასეა თუ ისე, ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემებს იტალიელები იქ რიცხობრივი უპირატესობით უნდა გაუმკლავდნენ (იტალია 5 ნახევარმცველით ითამაშებს). ამიტომაც დაცვის სამეულს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ექნება.

მთავარი მაინც გუნდური შემართება იქნება, თუ კონტე შეძლებს ბიჭების ისე მომართვას, როგორც ეს ესპანეთთან და ბელგიასთან მოახერხა, მსოფლიოს ჩემპიონს სერიოზული პრობლემები ელის. ძალიან სახიფათოა წინ გრაციანო პელე, რომელიც მასზე გაცილებით მაღალ ესპანელ ცენტრალურ მცველებს უგებდა საჰაერო დუელებს.

გერმანელთა ბანაკში კი ყველა ელის, როდის დაიწყებს გოლების გატანას თომას მიულერი. მარიო გომესი მასზე უკეთ გამოიყურება. დიდებულად ითამაშა მერვედფინალში იულიან დრაქსლერმა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გუნდის "ტვინ" ტონი კროოსზე, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად გამოიყურება.

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო

გერმანია

5. ტონი კროოსი გერ. 8,03

7. იულიან დრაქსლერი გერ. 7,85

14. ჯოშუა კიმიხი გერ. 7,65

იტალია

10. ჯორჯო კიელინი იტა. 7,77

23. ანტონიო კანდრევა იტა. 7,48

43. ემანუელე ჯაკერინი იტა. 7,28

2 ივლისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"

გერმანია-იტალია 23:00

დისკვალიფიკაცია: ტიაგო მოტა (იტალია)

ტრავმა: - კანდრევა, დე როსი

გერმანია (სავარაუდო): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი, იოზილი, დრაქსლერი - გომესი, მიულერი

იტალია (სავარაუდო): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ფლორენცი, პაროლო, დე როსი (სტურარო), ჯაკერინი, დე შილიო - პელე, ედერი

მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს