ესპანელი სპეციალისტი თბილისური გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას არ გამორიცხავს
"საბურთალო" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ივლისის პირველ რიცხვებში გუნდი თბილისში იქნება, ხოლო შემდეგ უცხოეთში გაემგზავრება. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რთული სეზონის შემდეგ გვსურდა, ფეხბურთელებს მაქსიმალურად დაესვენათ. საქმეს უკვე შევუდექით. 7 აგვისტომდე დიდი დროა დარჩენილი. მჯერა, იქამდე ნაყოფიერად და საფუძვლიანად მოვემზადებით და იმისიც მჯერა, რომ სეზონის განახლებას გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

მომავალი ჩემპიონატი ახალი სისტემით გაიმართება. ორივე ჯგუფი რთულია. თუმცა "საბურთალო" ისეთ ჯგუფში მოხვდა, სადაც ბევრად ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს.

ყველა მოწინააღმდეგესთან მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ, თამაში ყველასთან შეიძლება. გარკვეული უპირატესობა "სამტრედიას", "სიონსა" და "დილას" ექნებათ, თუმცა მარტივი თამაში არც ერთ მათგანს არ ელის", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.

ესპანელმა "საბურთალო" მარტში ჩაიბარა. როგორც ამბობს, გუნდი უკვე კარგად გაიცნო და ზოგადი ვითარებაც:

"ახლა გუნდზე ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ვიცი, თუ როგორ კლუბებს შევხვდებით, ვის რა შესაძლებლობები აქვს, ვინ როგორ მოედნებზე თამაშობს... მჯერა, მომავალში უფრო კარგი შედეგები გვექნება.

გუნდს თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარებიან სპორტული დირექტორი მანოლო იერო და ფიზმომზადების სპეციალისტი ალეხანდრო დე ლა კრუსი. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები "საბურთალოს" განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ".

36 წლის სპეციალისტმა საკადრო საკითხებზეც ილაპარაკა:

"ჩვენ "საპოვნელადან" ფორვარდი გიორგი ბუხაიძე დავიმატეთ, რომელმაც უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ გუნდში 15 ბურთი გაიტანა, რაც იოლი ნამდვილად არ იყო. აქედანაც ჩანს, რომ მას გოლის გატანის ნიჭი აქვს. იმედი მაქვს, ბუხაიძე "საბურთალოში" სრულად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

ხელშეკრულება გავუფორმეთ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ფეხბურთელს, თედორე გრიგალაშვილსაც. მას ტრავმის გამო დრო გაუცდა, თუმცა იმედია, ფორმაში მალე ჩადგება და მისი გამოცდილება გამოგვადგება.

არ არის გამორიცხული, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდეთ. სასურველია, ყველა რგოლში კონკურენცია იყოს, რათა ფეხბურთელებს მოდუნების საშუალება არ ჰქონდეთ".

პაბლო მარტინის თქმით, შესაძლოა, "საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდებიდან რომელიმე ფეხბურთელი დააწინაუროს:

"საბურთალო" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომლის განკარგულებაში ბავშვთა აკადემიაცაა. აქ პროფესიონალები და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები მუშაობენ. ბევრი ნიჭიერი და საინტერესო მოზარდია, რომელთაც სწორი მიმართულება სჭირდებათ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ჭაბუკი ფეხბურთელისთვის ამხელა ნახტომის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ვინც დაიმსახურებს, პირველ გუნდს უნდა მივაჩვიოთ. თუმცა "საბურთალოს" ერთი მიმართულება აქვს აღებული და მათ კლუბთან შესაგუებელი არაფერი სჭირთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
მიზანმიმართული მუშაობით ნებისმიერი ბარიერის გადახვა არის შესაძლებელი. წარმატებები!
გუჯა კახაძე
საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ თუ ესპანეთის?
haha
ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ საბურთალო და ლოკომოტივი. ჯობია გააგრძელონ, ოღონდ 10 გუნდაში ვერ დარჩებიან, ამის რესურსი არ ექნებათ. 10 გუნდაში თბილისიდან მხოლოდ დინამო იქნება, დანარჩენი 9 რეგიონებიდან. აი მოიცადეთ 2-3 წელი და ეგრე იქნება. 10 გუნდას მეტი ფული, მეტი ცოდნა და საერთოდ მეტი რესურსი სჭირდება. ჯობია ახალგაზრდების აღზრდით დაკავდნენ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია
მანოლო იერო: გინდათ ევროპა? მიაღწიეთ სტაბილურობას!
"ევროსპორტი" ქართველზე: დაფიქრდით მასზე, ვინც ტრანსფერებზე ნადირობთ!
"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა
ბოლო წამის პენალტი რომ არა... "საბურთალო" "ტორპედო-ბელაზს" დაუზავდა [VIDEO]
ბუხაიძეს გოლის აღნიშვნისას დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული
"ყველაფერი გავაკეთე, რაც თავდამსხმელს ევალება" - გიორგი ბუხაიძე ყაზახურ კლუბში არ აიყვანეს
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს - ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი დარჩა
გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ
საჩხერის "ჩიხურამ" თურქული შეკრება დაიწყო
გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
მინიმალური შედეგი არ დამაკმაყოფილებს - "საბურთალომ" პაბლო მარტინი წარადგინა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"ჩიხურას" ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა