სასიამოვნო ამბავი შეიტყო თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა.

სასიამოვნო ამბავი შეიტყო თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონს, რომელიც დოპინგის მიღებისთვის იყო დასჯილი. ასე რომ, კონტადორი შეუერთდება თავის ახალი გუნდს - "საქსო ბანკს" და მარტიდან შეძლებს კარიერის განახლებას. წელს ალბერტოს პირველი ოფიციალური სტარტი მომავალ თვეში ქალაქ ალგარვეში ექნება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ესპანეთის ფედერაციამ აკრძალული პრეპარატის - კლენბუტეროლის გამოყენებისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის დასაჯა კონტადორი. მაგრამ სპორტსმენის აპელაციის განხილვისას დაცვის მხარემ დაამტკიცა, რომ კონტადორის საქმე ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის ანტისადოპინგო კოდექსის 296-ე მუხლს ექვემდებარება. ეს მუხლი ათავისუფლებს სპორტსმენს პასუხისმგებლობიდან აკრძალული პრეპარატის მცირე დოზის უნებლიედ მიღების შემთხვევაში.

მაგრამ ბოლომდე ალბერტოს ბედი გარკვეული არ არის, რადგან საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, რომლებმაც, შესაძლოა, ძალაში დატოვონ ერთწლიანი სასჯელი.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"