დღეს "ატლანტა" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსს" დაუპირისპირდება, რომელშიც რუსეთის ნაკრების ცენტრი თამაშობს
"დეტროიტთან" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკულ პრესაში გაჩნდა "ატლანტას" მწვრთნელის, ლარი დრიუს ნაუბარი, რომელშიც მწვრთნელი ამბობდა, რომ წინა ხაზს დიდ ყურადღებას დაუთმობდა და ცენტრებს მეტად დატვირთავდა. შესაბამისად, ჟურნალისტებმა დაასკვნეს - ზაზა ფაჩულიასა და ჯეისონ კოლინზს სათამაშო დრო გაეზრდებათო...

მწვრთნელმა ერთი-ორ მატჩში ზაზასა და ჯეისონს მართლაც საკმარისი დრო უბოძა, მაგრამ რადგან გუნდმა ერთი-ორჯერ წაიბორძიკა (რაც მეფარეების ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო), ცენტრები კვლავ დაივიწყა: "დეტროიტთან" ფაჩულია მხოლოდ 6 წუთი ათამაშა, ხოლო კოლინზი - 15 წუთი. ზაზა მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ "ჰოქსი" დეტროიტს ეწვია და "პისტონსთან" დაძაბულ ბრძოლაში 94:79 გაიმარჯვა. წინა მატჩებისგან განსხვავებით "ატლანტამ" კარგად ჩაატარა ბოლო მეოთხედი, რომელშიც მეტოქეს 11 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა, თვითონ 20 ქულა მიითვალა და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით იმარჯვა. სტუმართა გამარჯვებაში 27 ქულიანი და 14 მოხსნიანი წვლილი შეიტანა ფორვარდმა ჯოშ სმიტმა.

სადღეისოდ "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მას 34 მოგება და 20 წაგება აქვს. მესამეა "ჩიკაგო" (36 გამარჯვება, 16 მარცხი). თუ ჯორჯიელებმა აპრილამდე სატურნირო მდგომარეობა არ გაიუმჯობესეს, პლეი ოფში ძლიერი მეტოქე ერგებათ - "ორლანდო", რომელიც აღმოსავლეთში მეხუთე პოზიციაზეა.

16 თებერვალს "ატლანტას" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსთან" მოუწევს თამაში. ზაზა რუსეთის ნაკრების ცენტრ ტიმოფეი მოზგოვს დაეჭიდება.

დეტროიტი-ატლანტა 79:94

ზაზა ფაჩულია: 6:18 წუთი, 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:41 ზაზამ ჯონსონი შეცვალა

01:50 ორქულიანი: არაზუსტი

01:17 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 20:24)

II პერიოდი

09:11 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

09:03 შეცდომა: 1

08:23 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა.

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...