მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურმა საიტმა გუნდის ქართველი ნახევარმცველის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურმა საიტმა გუნდის ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ფეხბურთელი მის ჯანმრთელობასა და მომავალ სეზონზე საუბრის გარდა, კიდევ არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.

"როცა 15 წლის ასაკში "სპარტაკში" ჩამოვედი, სამი წლის მანძილზე ბაზაზე ცხოვრება მომიწია და ქართულ რესტორნებში დავდიოდი - არ მსურდა სხვა კერძებზე გადასვლა. ახლაც დავდივარ, უბრალოდ, იშვიათად. ზოგადად, რუსულ სამზარეულოს ნორმალურად აღვიქვამ. აქ ბრინჯის და მაკარონის ჭამა მიყვარს...

ცნობისთვის, საქართველოშიც არის ადგილები, სადაც შეკრების გავლა შეიძლება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, ყველა ფეხბურთელი მომატებული 5-6 კილოგრამით დაბრუნდება.

არასოდეს ჩამოვსულვარ შეკრებაზე ისეთი განწყობით, როგორიც ახლა, რადგან დიდი ხანია თავი ისე კარგად არ მიგრძვნია, როგორც დღეს. ამბობენ, თუ გაიღვიძე და არაფერი გტკივა, ე.ი გარდაიცვალე! შესაძლოა, გარდავიცვალე კიდეც, მაგრამ არაფერი მტკივა. თვითონაც კი არ მჯერა ამის!

"როსტოვში" ნემსებით მიწევდა თამაში. მათ შორის, თასის ფინალის თამაშიც ასე მომიწია, რომელიც მოვიგეთ. ისეთი ექიმი არ ჩანდა, ვისაც ზუსტი დიაგნოზის დასმა შეეძლო. იტალიურ კლინიკაშიც კი არ გამოჩნდა ვინმე ასეთი.

ეს მუდმივი ტკივილები ნორმალურ ცხოვრებასა და თამაშში მიშლიდნენ ხელს. მაგრამ საოცრება მოხდა - ჩვენმა სამედიცინო შტაბმა კიდევ ერთი ვარიანტის გამოყენება გადაწყვიტა. ვინ იცის, იქნებ ეს ჩემი ბოლო შანსიც იყო?!

მოკლედ, ექიმ დიეგოსთან ერთად ფინეთში გავემგზავრეთ პროფესორ ორავესთან. არ დაიჯერებთ - მტკივნეულ ადგილზე ხელი დამადო და იმწამსვე საოპერაციო მაგიდისკენ მიმითითა. ცნობისთვის, დენის ჩერიშევმაც მასთან გაიკეთა მცირე ხნის წინ ოპერაცია.

ცხვირთან დაკავშირებითაც მქონდა პრობლემები - სუნთქვა არ შემეძლო. რათა დრო არ დამეკარგა უაზროდ, გადავწყვიტე, დასვენების პერიოდში ოპერაცია თბილისში გამეკეთებინა. ამის გამო, ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც უარის თქმა მომიწია.

20 დღე გავიდა და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ ახლა. სუნთქვის პრობლემაც აღარ მაქვს.

ოთახში გიორგი მელქაძესთან ერთად ვარ. მას მერე, რაც ჩემთანაა, ქართულად უკეთ ალაპარაკდა. ადრე ვერც გავიფიქრებდი, რომ ქართული იცის. ის ხომ მოსკოვში დაიბადა... მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ ის ტელეფონით საუბრისას რაღაცას ქართულად იძახის. მოკლედ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ.

ევროპის ჩემპიონატს განვიხილავთ, თუმცა არ ვიცი ვის გულშემატკივრობს, მე კი იტალიელების ჩემპიონობა მსურს. საერთოდ, ესპანეთს ვგულშემატკივრობდი, რომელთა დამარცხებაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველებმა შეძლეს. ვინ წარმოიდგენდა?! როგორც გულშემატკივარმა ვუყურე იმ თამაშს და ძალიან გამიხარდა...

ალენიჩევს საინტერესო ვარჯიშები აქვს. თითქმის ყველა ვარჯიში ბურთთან აქვს, ქართველისთვის კი საათნახევარზე მეტხანს უბურთოდ ყოფნა ყველაზე დიდი სასჯელია. ჩვენ ხომ ბრაზილიელებივით ბურთით ვიბადებით. ნეტავ, მათნაირადაც ვთამაშობდეთ....

სერიოზულად კი, ბურთით დატვირთვას ვერ გრძნობ. ან გრძნობ, როცა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა ავტობუსიკენ მიიმართები.

ჩემთვის სულერთია რამდენი ფორვარდი იქნება მოედანზე - ჩემთვის მთავარია, რამდენი ადრესატი იქნება წინ. გასაგებია, რით მეტი ვარიანტი, მით უკეთესი. მთავარია, დროზე გადაწყვიტო, ვის გაუკეთო პასი.

კიდევ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს წელი გადამწყვეტი იქნება. დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია, ყოველთვის რაღაც მიშლიდა. როგორც იქნა, მივაღწიე დღემდე, როცა არაფერი მიშლის ხელს, არაფერი მტკივა და შემიძლია მთელი კონცენტრაცია თამაშზე მქონდეს. თანაც, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელი მენდობოდეს. "როსტოვში" ასე იყო, სადაც 5 გოლი გავიტანე და 10-11 საგოლე გადაცემა გავაკეთე. მაშინ თასიც მოვიგეთ და ჩემპიონატშიც იმ პერიოდისთვის კარგი მე-7 ადგილი დავიკავეთ.

ახლა მსურს ჩემი თამაშით ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. მსურს გუნდისთვის მაქსიმუმი მომქონდეს და რაიმე სერიოზული ტიტულის მოგებაში შევუწყო ხელი. იმედი მაქვს, ყველა ჩემი უბედურება წარსულში დარჩა და ტრავმების ლიმიტი ამოიწურა. ალენიჩევიც მასე თვლის. ალბათ, სწორედ ამიტომ მითხრა: "ამ სეზონში 10 გოლი უნდა გაიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთო".

ჩემი აზრით, არ უხუმრია. და რადგან ასეა - ვეცდები..." , - თქვა ჯანომ.

ცოტა უნდა მოძლიერდე ფიზიკურად მერე აღარც ტრავმები გექნება ესე ხშირად და აღარც სალაპარაკოს მიცემ ხალხს.
სოსო
შრნ პირს შაქარი ჯანო!ითამაშე და ყველას დაუმტკიცე.რომ ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელი და პიროვნება ხარ,შენთვისაც კარგი იქნება,ჩვენთვისაც და ნაკრებისთვისაც!მიდი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
gizog
ჯანო ჯანმრთველობას და დიდ წარმატებებს გისურვებ, უკვე დროა გაგვახარო ქომაგები.
gaston
ჯანო მართლაც ნიჭიერი ბიჭია,მას რომ მოედნის ხედვა აქვს და პასი ბევრი ინატრებდა!ამდენი ტრავმები მისი სუსტი ფიზიკური კონდიციების ბრალია და პირველ რიგში ფიზიკაზე უნდა იმუშაოს აი მერე ყველაფერი გამოუვა! წარმატებები ჯანო!!!
giorgi
ყველაფერი გამოუვა. ძალიან კარგი ფეხბურთელია. მთავარია ტრამვა აღარ მიიღოს.
დათა
რაგაც არა მგონია ამ ტიპს რამე გამოუვიდეს, საკუთარ თავზე აღარ მუშაობსს,
Vaso
მოდრიჩი რა ? ვერ გავიგე, მარადონააა?? / ნიჩით ჯანო უფრო ნიჩიერია, რაგაც არ მახსენდება 17 წლის მოდრიჩი.../// კაცი ამბობს ჯანმრთელად ვგრძნობ თავსო, და იმედოვნებს, რო უკეთეს ფეღბურთს ითამაშებს, და რა მოდრიჩი?! რა შუაშია ?!
დათო
და ამ ბოღმიან ხალხს ჩაუკალი სალაპარაკო.
დათო
გაიხარე ჯანო, დარწმუნებული ვარ ტუ ჯამტელად იკნები ძაან მაგარ ფეღბურთს იტამაშებ,ღმერტი გფარავდეს.
www
მიდი ჯანო მიაწექი (აველა)
Burton
Gia, Ra shuashia sheni komentari saertod?
murtalo
წარმატებები ჯანო, გაიხარე და გაგვახარე...გია, შენ კი არაფერი გეშველება გეტყობა, რას მიედ-მოედები, ბოღმით არ გასკდე.
giglia
ღმერთი შენსკენ, ჯანო, გენაცვალე, კარგი ბიჭი ხარ და კარგი ფეხბურთელი! წარმატებები!
გია
ამას თავი მოდრიჩი ხო არ გონია მართლა?
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია