ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

უცნაურად განვითარდა ბოლო დღეებში ლეგენდარული პეტერ ფორსბერგის კარიერა. ფორვარდმა ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი "კოლორადო ეველანშთან" და ვარაუდობდნენ, რომ ვეტერანი რეგულარულის ბოლომდე ითამაშებდი ამ გუნდის რიგებში.

შვედმა ორჯერ მოასწრო მოედანზე გასვლა. მას საშუალოდ 15 წუთი სათამაშო დრო მიეცა და ამ ორ მატჩში ფორსბერგმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ორივეჯერ უქულოდ დატოვა მოედანი. ამის შემდეგ, 37 წლის თავდამსხმელმა ყველასთვის მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან გაწყვიტა კონტრაქტი "კოლორადოსთან", მაგრამ ამისთვის ფულადი ჯარიმა არ დაეკისრება.

ფორსბერგმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ტრავმირებული მუხლი დაასახელა. შვედმა აღიარა, რომ ბოლომდე ვერ მოირჩინა ეს დაზიანება და ვეღარ ხედავს კარიერის გაგრძელების აზრს.

კარიერაში შვედს ყველა დიდი ჯილდო ორ-ორჯერ აქვს მოგებული - ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი და სტენლის თასი.

რთული სათქმელია, ფორსბერგის წასვლამ იმოქმედა ცუდად "კოლორადოს" ჰოკეისტებზე თუ უბრალოდ "ეველანში" ცუდ ფორმაში იმყოფება, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბმა გუშინ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი იწვნია. "ზვავებმა" საკუთარ მოედანზე "კალგარისთან" 1:9 (!) წააგეს. პირველივე პერიოდში მასპინძლებმა ხუთი უპასუხო შაიბა მიიღეს. მეხუთე წუთისთვის "კოლორადოს" მეკარე პეტერ ბუდაიმ ხუთ დარტყმაში სამი შაიბა გაუშვა. მისმა შემცვლელმა კრეიგ ანდერსონმა პერიოდის ბოლომდე კიდევ ორი შაიბის გაშვება მოასწრო.

"კალგარიმ" მეორე პერიოდში შეისვენა და ერთი გოლი მიიღო, მესამეში კი ისევ შეუტია და ამჯერად ოთხი შაიბა აკმარა მეტოქეს. როგორც ჩანს, "კოლორადოზე" ფორსბერგის მოულოდნელმა წასვლამაც იმოქმედა და თან ეს გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია - ეს მისი ზედიზედ მერვე წაგება იყო. გარდა ამისა, "ეველანშმა" პირველად გაუშვა ერთ მატჩში ცხრა შაიბა მას შემდეგ, რაც ეს გუნდი კვებეკიდან დენვერში "გადასახლდა".

აგრძელებს წარმატებულ სერიას "ფინიქსი". ამჯერად ამ გუნდმა წყნარი ოკეანის სანაპიროზე ტურნეში მყოფ "ვაშინგტონს" მოუგო. "კოიოტებმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და წყნარი ოკეანის დივიზიონში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. თავის მხრივ, "ვაშინგტონმა" ბოლო რვა მატჩში მეექვსედ წააგო.

ბოლო სამ შეხვედრაში მეორედ დამარცხდა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი "ვანკუვერ კენაქსი". კანადურმა კლუბმა "სენტ ლუისთან" შეხვედრაში ერთით ნაკლები შაიბა გაიტანა. მართალია, რობერტო ლუონგომ 31 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ამის მიუხედავად შეწყდა ამ მეკარის ბრწყინვალე სერია - ლუონგო ზედიზედ 21 მატჩში არ დამარცხებულა ძირითად დროში (16 მოგება და ხუთჯერ ოვერტაიმში წაგება).

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდი მიხაელ გრაბნერი დაასახელა. ავსტრიელ თავდამსხმელს ფანტასტიკური კვირა ჰქონდა - ოთხ მატჩში რვა გოლი გაიტანა და ჯამში ცხრა ქულა დააგროვა. 11 და 13 თებერვალს გრაბნერმა ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ახლა მის ანგარიშზე 24 შაიბაა და სანხოსელ ლოგან კუტურთან ერთად ლიდერობს დებიუტანტთა შორის სნაიპერთა დავას. მიხაელი ზედიზედ ხუთი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ბაფალო სეიბრზის" ფორვარდი დრიუ სტეფორდი. გრაბნერის მსგავსად მანაც გასულ კვირას ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ სეზონში ბაფალოელმა უკვე ოთხჯერ გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი და ამ მაჩვენებლით ლიგის ლიდერია. ოთხივე ჰეთ-თრიკი სტეფორდმა ბოლო 24 მატჩში მიითვალა.

მესამე ვარსკვლავი მეკარე გახლავთ - "ფინიქს კოიოტზის" კარის დარაჯი ილია ბრიზგალოვი, ვინც გასულ კვირას საშუალოდ 1.29 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 94.8 პროცენტს იგერიებდა. რუსმა "ფინიქსს" სამიდან სამ მატჩში მოაგებინა და ამ შეხვედრებში ორი შათაუტი შეასრულა.

სტ. ლუისი-ვანკუვერი 3:2

2:1, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ენდი მაკდონალდი-10 (ნიკიტინი-2, პიეტრანჯელო-20), 1:1 ჰ. სედინი-13 (სალო-1, ბაროუზი-19), 2:1 სტინი-16, 3:1 ბერგლუნდი-15 (პიეტრანჯელო-21, ენდი მაკდონალდი-13), 3:2 ჰანსენი-7 (ტორესი-11, ერჰოფი-24).

კოლორადო-კალგარი 1:9

0:5, 1:0, 0:4

გოლები: 0:1 მოსი-13 (რეგერი-13, ო. იოკინენი-27), 0:2 ბაბჩუკი-8 (ბოუმისტერი-13, ო. იოკინენი-28), 0:3 იგინლა-24 (ბურკი-14, ბ. მორისონი-27), 0:4 გლენკროსი-18 (ო. იოკინენი-29, მოსი-10), 0:5 ო. იოკინენი-12 (გლენკროსი-11, მოსი-11), 1:5 ვინიკი-8 (პორტერი-8, ჰანვიკი-7), 1:6 ტანგეი-15 (რეგერი-14, ბ. მორისონი-28), 1:7 გლენკროსი-19 (კოსტოპულოსი-5, მოსი-12), 1:8 იგინლა-25 (ბეკლუნდი-7, სტაიოსი-2), 1:9 სტაიანი-5 (ბურკი-15).

ფინიქსი-ვაშინგტონი 3:2

0:0, 2:1, 1:1

გოლები: 0:1 იოჰანსონი-8 (ლეიჩი-19, სიომინი-18), 1:1 ჰანჟალი-12 (რეი უიტნი-33, ვრბატა-17), 2:1 რეი უიტნი-11 (ვრბატა-18, დოუნი-27), 3:1 ფიდლერი-6 (აპშოლი-11, იენდლი-38), 3:2 ბრედლი-4 (შტეკელი-6, შულცი-8).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ფილადელფია* 55 36 14 5 77

2. ტამპა ბეი* 56 34 17 5 73

3. ბოსტონი* 56 31 18 7 69

4. პიტსბურგი 58 35 19 4 74

6. მონრეალი 57 31 20 6 68

5. ვაშინგტონი 57 29 18 10 68

7. რეინჯერსი 58 30 24 4 64

8. კაროლინა 57 27 22 8 62

9. ატლანტა 58 25 23 10 60

10. ბაფალო 54 26 22 6 58

11. ფლორიდა 55 24 24 7 55

12. ტორონტო 56 23 27 6 52

13. ნიუ ჯერსი 56 22 30 4 48

14. აილენდერსი 56 20 29 7 47

15. ოტავა 56 18 30 8 44

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ვანკუვერი* 57 36 12 9 81

2. დეტროიტი* 56 34 16 6 74

3. ფინიქსი* 58 30 19 9 69

4. დალასი 56 31 19 6 68

5. ანაჰაიმი 57 32 21 4 68

6. ნეშვილი 56 30 19 7 67

7. სან ხოსე 57 30 21 6 66

8. კალგარი 59 29 22 8 66

9. მინესოტა 55 30 20 5 65

10. ლოს ანჯელესი 56 31 22 3 65

11. ჩიკაგო 56 28 22 6 62

12. კოლამბუსი 56 28 23 5 61

13. სტ. ლუისი 55 25 21 9 59

14. კოლორადო 57 25 26 6 56

15. ედმონტონი 56 16 32 8 40

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 74 (40+34)

დანიელ სედინი (ვან) 73 (29+44)

ჰენრიკ სედინი (ვან) 68 (13+55)

სიდნი კროსბი (პიტ) 66 (32+34)

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 66 (20+46)

ბრედ რიჩარდსი (დალ) 63 (24+39)

კორი პერი (ანა) 61 (28+33)

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 61 (17+44)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 40

სიდნი კროსბი (პიტ) 32

რაიან კესლერი (ვან) 32

დანიელ სედინი (ვან) 29

კორი პერი (ანა) 28

პატრიკ შარპი (ჩიკ) 28

ერიკ სტაალი (კარ) 27

დენი ბრიერი (ფილ) 27

ბობ რაიანი (ანა) 27

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 55

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 46

დანიელ სედინი (ვან) 44

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 44

ბრედ რიჩარდსი (დალ) 39

კიტ იენდლი (ფინ) 38

მაიკ რიბეირო (დალ) 37.

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე