ეს კი ტიმ დანკანის წასვლას ნიშნავს?
კევინ დურანტის "გოლდენ სტეიტში" გადასვლის გარდა, გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება შედგა. სახელოვანი ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი "სან ანტონიოს" მოთამაშე გახდა.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რის სანაცვლოდაც გასოლი 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასოლის ბოლო კლუბი "ჩიკაგო" იყო. გასულ სეზონში ესპანელმა 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.5 ქულა, 11.0 მოხსნა და 4.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

მას შემდეგ, რაც "სან ანტონიო" კონტრაქტზე მოელაპარაკა პაუ გასოლს, გაირკვა, რომ "სპურსს" რომელიმე მოთამაშესთან გამოთხოვება სჭირდება, რათა სახელფასო ბიუჯეტი განტვირთოს. და როგორც The Vertical ვარაუდობს, ეს ზედმეტი მოთამაშე ბორის დიაო იქნება, რომელმაც მომავალ ორ სეზონში 14 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. "სან ანტონიოს" ხელმძღვანელობა ეცდება, უახლოეს ხანში გაცვალოს ფრანგი კალათბურთელი რომელიმე სხვა კლუბში.

ამასობაში, "სპურსის" ლეგენდა ტიმ დანკანი სერიოზულად ფიქრობს პროფესიული კარიერის დასრულებაზე.

მოთამაშესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, დანკანი თავის უახლოეს წრეს და მშობლიურ კლუბს ამზადებს იმისთვის, რომ მრავალწლიანი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.

ამგვარი ვარაუდის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ პაუ გასოლის გაფორმებაა, რაც ავტომატურად ნიშნავს დანკანის სათამაშო დროის მნიშვნელოვნად შემცირებას.

გასული სეზონი ყველაზე ცუდი იყო "სპურსის" ლეგენდის კარიერაში. 40 წლის ტიმმა რეგულარული ჩემპიონატის 61 მატჩში 8.6 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი მიითვალა.

თუ დანკანი გადაიფიქრებს და კარიერას გააგრძელებს, მომდევნო სეზონი მეოცე იქნება მის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები