„ნიუკასლმა“ ენდი ქეროლის გაყიდვის შემდეგ პირველი თამაში მოიგო

„ნიუკასლმა“ ენდი ქეროლის გაყიდვის შემდეგ პირველი თამაში მოიგო - როგორც ჩანს „კაჭკაჭები“ საუკეთესო თავდამსხმელის დაკარგვის ფაქტს შეეგუენ და გონება მოედნისკენ მიმართეს. ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ გოლები პიტერ ლოვენკრანდსმა და ლიონ ბესტმა გაიტანეს. ლოვენკრანდსმა ანგარიში თამაშის დაწყებისთანავე, მე-2 წუთზე გახსნა, ბესტმა კი მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში გაზარდა ანგარიში.

გამარჯვებულთა მწვრთნელმა ალან პერდიუმაც სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რომ ქეროლის გარეშე ცხოვრება და გამარჯვება შესაძლებელი ყოფილა.

„ვფიქრობ, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც „ნიუკასლში“ დარჩნენ, ქეროლის გარეშეც შეუძლიათ გამარჯვება. განსაკუთრებით სასიამოვნო ის გახლდათ, რომ თავი ორმა თავდამსხმელმა გამოიჩინა. არადა, სწორედ ისინი იყვნენ განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ, მათ მისჩერებოდა უამრავი ეჭვნარევი მზერა. თან, ლოვენკრანდსი ბარძაყნატკენი გავიდა მოედანზე, ბესტი კი ბოლოს შევცველე, რადგან შეხვედრის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავა და გადაიღალა. მაგრამ, ვიმეორებ, ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ორივემ გაიტანა და თან თამაშიდან - არც ჯარიმა დაურტყამთ და არც პენალტი.

ამ შეხვედრამდე „არსენალთან“ და „ბლექბერნთან“ ფრეები ვითამაშეთ, ასე რომ დრო იყო მოგვეგო. ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ როგორ დავიწყებდით თამაშს. საბედნიეროდ, პირველივე წუთებში მეტოქეზე სწრაფად დავიწყეთ მოქმედება და ამან შედეგი მოგვიტანა. კარგი იყო, რომ სრიალა მინდორზე ბურთიც კარგად გავაგორეთ, ერთმანეთს ზუსტ პასებს ვაწვდიდით“.

დამარცხებული მასპინძლის, „ბირმინგემის“ მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა კი თქვა, რომ მის გუნდზე ბოლო პერიოდის გადატვირთულმა კალენდარმა იმოქმედა ცუდად. გარდა ამისა, მაკლიში შეწუხებული იყო, რომ მისმა ორმა მცველმა, მარტინ ჟირანეკმა და ლაიამ რიჯუელმა ტრავმები მიიღეს, თუმცა რამდენად სერიოზული, ამას ერთ-ორ დღეში ექიმები ეტყვიან:

„ბოლო ერთი თვე ფანტასტიკური გვქონდა. „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 5:0 რომ დავმარცხდით მას მერე ხუთი თამაშიდან ოთხი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ამ შეხვედრებში აღმაფრენა გვეტყობოდა, მაგრამ დღეს ცოტა „ჩამქრალები“ ვჩანდით. ბევრი რამ იმან განაპირობა, რომ შეხვედრის დაწყებისთანავე გოლი გავუშვით. ვფიქრობ გადაღლამაც ითამაშა თავისი როლი. ფეხბურთელებისთვის საყვედურის თქმას არ ვაპირებ“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...