ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ინგლისში დატოვებული კბილები

ინგლისში დატოვებული კბილები

ედინ ჯეკომ თავი ვერაფრით გამოიჩინა

რობერტო მანჩინიმ თავისი ახალი ფორვარდი, ედინ ჯეკო გააკრიტიკა და მისი პრობლემები „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასული ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის პრობლემებს შეადარა - სალონიკიში „მანჩესტერ სიტიმ“, ევროლიგის შეხვედრაში, „არისთან“ 0:0 ითამაშა, რაც ერთი შეხედვით მისთვის კარგია, რადგან საპასუხო მატჩი შინ ელის და ფავორიტად რჩება, მეორე მხრივ კი გამოამჟღავნა, რომ პერიოდულად ძალიან უკბილოა. გუნდს, რომლის დაკომპლექტებაში ასეულობით მილიონია დახარჯული „არისთან“ ასე არ უნდა გასჭირვებოდაო, წერენ მიმომხილველები.

სალონიკის „არისი“ საბერძნეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა და ასეთ მეტოქესთან პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი ორ სახიფათო მომენტზე მეტს რომ ვერ შექმნი, აშკარაა რა ფეხბურთიც ითამაშე. თან, ედინ ჯეკო თავდასხმაში მარტო არ იყო, კარლოს ტევესიც გვერდით ჰყავდა და დავიდ სილვაც უმაგრებდა ზურგს.

ორივე ნახსენები საგოლე მომენტი ბოსნიელს ჰქონდა და მან ორივე ქარს გაატანა - რაც გერმანული „ვოლფსბურგიდან“ ინგლისში გადავიდა ჯეკოს მარტო ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც პირველი ლიგის „ნოთს ქაუნთის“ კარში, არადა ისტლენდელებმა მასში 27 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. კიდევ, ბოსნიელმა გაღიზიანებული ქცევის გამო ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე კი ის პაბლო საბალეტამ შეცვალა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მანჩინის ვარაუდით, ჯეკო და ლივერპულელი ტორესი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგანან. იტალიელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ბოსნიელი „სიტის“ სეზონის დასაწყისში რომ შეერთებოდა და მოსამზადებელი პრეიოდი მისი ხელმძღვანელობით გაევლო, დღეს სულ სხვა შედეგი ექნებოდა.

„მე მისგან მეტს ველი და ის ვალდებულია რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროს თამაში. ყოველ შეხვედრაში კარლოს ტევესი ვერ შეაგდებს, დროა სხვა მოთამაშეებმაც დაიწყონ გოლების გატანა. ჯეკო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ იმავე დღეშია, რა დღეშიცა გახლავთ ტორესი „ლივერპულში“. საქმე ის არის, რომ როდესაც გუნდს იანვარში უერთდები ახალ თანაგუნდელებთან შეგუება და მათი სათამაშო სისტემისთვის ალღოს აღება ძნელია“.

მანჩინიმ არც შონ რაიტ-ფილიპსი დაინდო. მწვრთნელმა ბრძანა, რომ ინგლისელმა გარემარბმა ჯეკოს ფლანგიდან საჭირო მხადაჭერა ვერ გაუწია:

„როდესაც მოედანზე ჯეკოა ფლანგებიდან გაცილებით ხშირად უნდა ჩავაწოდოთ ხოლმე. შონი დღეს მოედანზე კი იყო, მაგრამ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჩემმა ბიჭებმა ერთადერთხელ ჩააწოდეს და ისიც გარეთ ბერიმ მოახერხა. 0:0 კარგი შედეგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შესაძლოა ცოტა რისკთან იყოს დამოკიდებული, მაგრამ მანჩესტერში „არისს“ სულ სხვანაირად ვეთამაშებით“.

ამ შეხვედრაზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა ითქვას გულშემატკივრობის შესახებ. ინგლისელი ჟურნალისტების თქმით, „კლეანტის ვეკილიდისის“ სახელობის 23 ათასიან სტადიონზე გაცილებით დიდი ღრიანცელი იდგა, ვიდრე გასულ შაბათს „ოლდ ტრეფორდზე“ მანჩესტერული დერბის დროს. ზოგმა მიმომხილველმა სიტყვა შემაშინებელიც კი ახსენა. „დეილი მეილი“ წერს, რომ თუკი „არისს“ ტრადიციულად ასე უჭერენ მხარს, მაშინ გასაგებია 43 წლის განმავლობაში, რატომ არ დამარცხებულა ეს გუნდი ევროშეჯიბრებებზე შინ, 26 შეხვედრაში. „სიტის“ მანჩესტერიდან ჩაყოლილი ათასი ქომაგის ხმა საერთოდ არ ისმოდა.

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია