უიმბლდონზე ნახევარფინალების დროა
ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი მატჩი მოიგო. შვეიცარიელმა 0:2-დან შემოაბრუნა მარინ ჩილიჩთან შეხვედრა, თან გზად სამი მატჩბოლი მოიგერია.

ფედერერისთვის კარიერაში ეს მეათე შემთხვევაა, როცა ორი სეტის წაგების შემდეგ შეძლო მოგება. ჩილიჩი პირველ ორ სეტში თითქმის იდეალურად აწვდიდა - პირველი მოწოდებით ქულების 87 პროცენტი აიღო და მეტოქეს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც როჯერმა ვერ გამოიყენა.

გარდამტეხი მომენტი მესამე სეტის მეშვიდე გეიმში იყო, როცა 3:3-ზე ფედერერი აწვდიდა და 0:40 ჩამორჩა. ამ კრიტიკულ მომენტში როჯერმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და გეიმი გადაარჩინა, მომდევნო გეიმში კი ჩილიჩმა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფედერერმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა.

მეოთხე სეტში შვეიცარიელმა უფრო დამაჯერებლად იგრძნო თავი, თუმცა ჩილიჩიც კარგად გამოიყურებოდა. როჯერს მხოლოდ ერთ გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, ხორვატს კი სამში. ორჯერ - 5:5-ზე და 6:6-ზე, ფედერერის მოწოდებისას, ორი მატჩბოლიც გამოიმუშავა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. შემდეგ კი იყო დრამატული ტაი-ბრეიკი, რომელშიც ჩილიჩმა კიდევ ერთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი ოთხი სეტბოლი გაანიავა, თუმცა მეხუთე ცდაზე მაინც მოახერხა სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

მეხუთე სეტში ჩილიჩი აშკარად დემორალიზებული ჩანდა და მთელი პარტიის განმავლობაში ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, როჯერმა კი 4:3-ზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და კარიერაში მეთერთმეტედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

ამ ეტაპზე ფედერერი მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველ სემ კუერის ოთხ სეტში მოუგო - 6:4, 7:5, 5:7, 6:4. ამ მატჩში მინიმალური რაოდენობით იყო ბრეიკები: რაონიჩმა ხუთიდან სამი შანსი გამოიყენა, კუერიმ - ორიდან ერთი. რაონიჩსა და ფედერერს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 9:2 შვეიცარიელის სასარგებლოდ, თუმცა ბოლო მატჩი კანადელს აქვს მოგებული - წელს, იანვარში ბრისბენის ტურნირზე.

მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს ტომაშ ბერდიხმა და ენდი მარეიმ.

ბერდიხი მესამე ჩეხი გახდა ისტორიაში იან კოდეშისა და ივან ლენდლის შემდეგ, ვინც მეორედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში. მან უშანსოდ დატოვა ფრანგი ლუკა პუიე - 7:6(4), 6:3, 6:2. განსაკუთრებით კარგად ჩეხს პირველი მოწოდება გამოსდიოდა - მხოლოდ შვიდი ქულა წააგო, "ვინერსებიც" გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე უნებლიე შეცდომები. რა თქმა უნდა, ბერდიხს გამოცდილებაში უდიდესი უპირატესობა გააჩნდა - ის "დიდი სლემის" ტურნირებზე მეთოთხმეტედ თამაშობდა მეოთხედფინალში, პუიე კი პირველად.

ბერდიხის მეტოქე დღის ბოლო მატჩში გამოვლინდა, რომელშიც ენდი მარეიმ ანერვიულა ადგილობრივი პუბლიკა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა და იოლად მოგების ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან. მაგალითად, პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა, ტაი-ბრეიკზე კი ჩამორჩა და სამი სეტბოლის მოგერიება მოუწია. თავად კი მეოთხე ცდაზე აიღო მე-13 გეიმი. სამაგიეროდ, მეორე პარტია ისე მოიგო, რომ ცონგას ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა.

ორი სეტის მოგების შემდეგ, მარეი მოდუნდა და მესამე სეტი ისე დათმო, რომ მოწინააღმდეგის მოწოდების აღების ერთი შანსიც არ ჰქონდა. მასპინძელს შეეძლო მეოთხე სეტში მოემთავრებინა ყველაფერი, როცა მეექვსე გეიმში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ამას ორი საკუთარი გეიმის წაგება მოჰყვა და ჩოგბურთელებს მეხუთე სეტის თამაში მოუწიათ.

როგორც ჩანს, ცონგამ მთელი ძალები 0:2-დან თამაშის შემობრუნებას შეალია და გადმწყვეტ პარტიაში წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. ფრანგმა პირველი გეიმი მაშინ აიღო, როცა 0:5 იყო ჩამორჩენილი. მარეიმ მატჩზე "მშრალი" ანგარიშით ჩააწოდა და ზუსტად ოთხსაათიანი მარათონი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6(10), 6:1, 3:6, 4:6, 6:1.

კაცები

1/4 ფინალი

რაონიჩი (კან, 6)-კუერი (აშშ, 28) 6:4, 7:5, 5:7, 6:4

ფედერერი (შვეიც, 3)-ჩილიჩი (ხორ, 9) 6:7(4), 4:6, 6:3, 7:6(9), 6:3

ბერდიხი (ჩეხ, 10)-პუიე (საფ, 32) 7:6(4), 6:3, 6:2

მარეი (ბრიტ, 2)-ცონგა (საფ, 12) 7:6(10), 6:1, 3:6, 4:6, 6:1

1/2 ფინალი

რაიონიჩი (კან, 6)-ფედერერი (შვეიც, 3)

ბერდიხი (ჩეხ, 10)-მარეი (ბრიტ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა