ამ უქმეებზე მადრიდში "ესპანეთის დიდი პრიზი" ჩატარდება, სადაც ჩვენგან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა
ამ უქმეებზე მადრიდში "ესპანეთის დიდი პრიზი" ჩატარდება საჭიდაო სახეობებში, თუმცა იქ ჩვენგან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა, ერთმანეთის კონკურენტები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი დავით მარსაგიშვილი.

მწვრთნელები ამ დუეტს სწორედ უმჯობესის გამოსარკვევად აგზავნიან და, სავარაუდოდ, სწორედ იქ გადაწყდება რიო დე ჟანეიროში წამსვლელის ვინაობა.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს ფრიად საინტერესო საკითხი არც იქ გადაწყდეს და საამისოდ მწვრთნელებს საკონტროლო შეხვედრის გამართვა დასჭირდეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იჭიდავებენ ბიჭები, გამოიკვეთება თუ არა მათ შორის რომელიმეს მკვეთრი უპირატესობა თუ დაახლოებით თანაბარ დონეზე დარჩებიან.

ისე, საკითხავია, საბოლოო პასუხი თუ მაინც ამ გზით უნდა გაირკვეს, ხომ არ აჯობებდა, პირდაპირ საკონტროლო შეხვედრა დაენიშნათ და ფინანსური ხარჯი თავიდან აეცილებინათ?

თუმცა ტურნირს თავისი დანიშნულება აქვს, იქ უფრო კარგად გამოჩნდება ძლიერი თუ სუსტი მხარეები და მწვრთნელებიც ამიტომ წავიდნენ ამ ნაბიჯზე. მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, ჩვენები ერთმანეთს თუ შეხვდებიან. ოღონდ, სასურველია, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს.

ქართული დუეტი მადრიდში შაბათს, 9 ივლისს იჭიდავებს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია ოლიმპიადაზე წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა შეგახსენებთ მათ ვინაობას, ვინც სხვა წონებში მოიპოვეს საგზურები:

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125). ჩვენი ნაკრები ოლიმპიადაზე სრულად იქნება წარმოდგენილი.

ამასობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი დღის წინ დაამთავრა ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება ბაკურიანში და ჯერჯერობით სპორტსმენები სახლებს დაუბრუნდნენ, 10 ივლისიდან კი მორიგ შეკრებას დაიწყებენ დუშეთში. ის 12 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სომხეთის ნაკრებიც მიიღებს თავისი ლიცენზიანტებით. მეზობლებს სულ ოთხი საგზური აქვთ და ამ კვარტეტიდანაც ერთი ქართველია - ლევან ბერიანიძე (125), ერთი კი საქართველოდან რუსეთში გადასული გიორგი კეტოევი (ქეთიშვილი), რომელიც ახლა სომხეთში გადავიდა და 97 კილოგრამში მოიპოვა ლიცენზია.

ჩამოსვლა სხვა გუნდებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ჩაკეტილ კარს მიღმა მომზადება არჩია, რათა ბიჭები ძალიანაც არ გადაიღალონ მძიმე ვარჯიშებით და უცხოელებიც ზედმეტად არ ჩაახედონ შიდა სამზარეულოში.

ბრაზილიაში წასვლამდე ნაკრები კიდევ ერთ ხანმოკლე შეკრებას გაივლის - 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მას დუშეთში ჩაატარებენ თუ ბორჯომში.

გუნდი რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე 8 აგვისტოს გაფრინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rio
ამინაშვილი 6-0
rio
6-0
mahmudi
ამინაშვილმა რო მოუგო მარსაგიშვილს უკვე არაუშავს? გაკვრით მაინც დაგეწერათ რამე.
აა
სადულაევი შეჭამს ორივეს
34
მარსაგა უნდა სავიდეს..მაგას რად უნდა ამდენი ლაპარაკი
საქართეველოში, რუსეთში, სომხეთში...
ქეთიშვილი, კეტოევი... კეტიანი... )))
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ