სილვიო ბერლუსკონის მძიმე ნაბიჯი
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მილანი" ჩინელი ინვესტორების ხელში გადავა და ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

ითქვა ისიც, რომ სილვიო ბერლუსკონიმ უკვე განაცხადა თანხმობა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 80%-ის გაყიდვაზე, დანარჩენი კი ფორმალობაა და დროის ამბავი.

პრესაში სხვადასხვაგვარი ცნობა ვრცელდება ჩინელი ინვესტორების მილანური გეგმების შესახებ, თუმცა ერთში ყველა თანხმდება - კლუბის ახალი მფლობელები სატრანსფერო ბაზარზე კოლოსალურ თანხებს დახარჯავენ. ერთი ვერსიით, "მილანი" ტრანსფერებში ორი წლის განმავლობაში 500 მილიონ ევროს დახარჯავს, მეორე ვერსიით, უახლოეს ერთ წელიწადში "მილანში" 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოხდება და ამ თანხის ნახევარი ტრანსფერებში დაიხაჯება.

ისიც კი ითქვა, რომ იტალიური გრანდის ახალი მესვეურები გარეთ ბეილის გადაბირებას შეეცდებიან და მასში 205 მილიონ ევროს შესთავაზებენ "რეალს". ეს ბოლო ცნობა უფრო ჭორს ჰგავს, ვიდრე რეალობას, მაგრამ ფაქტია, რომ "მილანში" დიდი ცვლილებები იგეგმება და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...

23 მილიონი პიაცას სანაცვლოდ

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ხორვატიის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი მარკო პიაცა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. პიაცას გადაბირებით "ინტერი" და "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ "მილანმა" ყველაზე მეტად მოინდომა და მიზანთან ძალიან ახლოა.

"იუვემ" მარკოს სანაცვლოდ ზაგრების "დინამოს" 18 მილიონი ევრო შესთავაზა, საპასუხოდ კი ხორვატიის დედაქალაქში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჩავიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონით მეტი გაიმეტა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს დღეებში, პიაცა მილანში ჩავა და კონტრაქტიც გაფორმდება.

საკი ჯერ ვერ იჯერებს

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტს გაყიდის და კლუბი უცხოელების ხელში გადავა. 79 წლის საფეხბურთო მოღვაწემ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა...

- "მილანს" დიდი ხანია კრიზისი აქვს და ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბერლუსკონიმ კლუბის გაყიდვა...

- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ სილვიო "მილანს" გაყიდის. ეს კლუბი მისი ცხოვრების ნაწილია და სწორედ ამიტომ ვერ ელევა ამდენი ხანია. როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და "მილანს" ახალი მფლობელი ოფიციალურად ეყოლება, ამას მხოლოდ შემდეგ დავიჯერებ.

- როგორ ფიქრობთ, ამ 30 წელიწადში, რაც ბერლუსკონი "მილანის" მფლობელია, ძალიან შეიცვალა?

- მას ისევე უყვარს "მილანი", როგორც 30 წლის წინ უყვარდა და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. თუმცა, დროს თავისი მიაქვს და სილვიოს გაუჭირდა თანამედროვე ფეხბურთისთვის ფეხის აწყობა. 90-იან წლებში ჩვენი "მილანი" 20 წლით უსწრებდა დროს, დღევანდელი "მილანი" კი წარსულშია ჩარჩენილი. ამაშია განსხვავება და ეს ესმის თავად ბერლუსკონისაც. და მაინც, თუ ის კლუბს დატოვებს, ძალიან დაგვაკლდება.

- ბერლუსკონის ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთელები, რომლებსაც მარტოს შეუძლიათ თამაშის მოგება, თქვენ კი უფრო გუნდურ ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას. როგორ უგებდით ერთმანეთს?

- ეს ორი მიდგომა სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მეც მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც მარტოს შეუძლიათ მატჩის მოგება, მაგრამ ისინი უნდა ჯდებოდნენ გუნდის მონახაზში. ბერლუსკონისგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ბოლო დროს, ხშირად ვეღარ ვნახულობ, მაგრამ იყო დრო, როდესაც საათობით ვისხედით და ვლაპარაკობდით ფეხბურთზე.

- რამე სახალისო ისტორიას ხომ არ გაიხსენებთ ბერლუსკონისთან დაკავშირებით?

- ჩემპიონთა თასის ფინალში ბუქარესტის "სტიაუასთან" უნდა გვეთამაშა, ბარსელონაში კი ჩვენ საქომაგოდ უამრავი გულშემატკივარი ჩამოვიდა. თამაშის წინ ძალიან ვღელავდი, ბერლუსკონი კი მომიახლოვდა და დამამშვიდა: "ეს წუთია, ლოცვა დავასრულე, ღმერთს ვუთხარი, რომ რუმინელები კომუნისტები არიან და მისი არ სწამთ. გამორიცხულია, რომ მაგათ მოაგებინოს".

- და ამ ყველაფრის შემდეგ ის კლუბს უცხოელებს უთმობს...

- სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, იქამდე ვერ დავიჯერებ. და თუ მაინც გაყიდა "მილანი", ე.ი. დარწმუნდა, რომ კლუბისთვის, რომელსაც თავის შვილს ეძახის, ასეა უკეთესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
საკი: "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია
არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს