თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა Sportall.ge-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მეტოქესა და შანსებზე ისაუბრა.

ამის გარდა, სლოვაკმა სპეციალისტმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე სომხური "ალაშკერტი" იქნება.

- დინამო-ალაშკერტის მატჩის ბილეთების გაყიდვა 9 ივლისიდან დაიწყება

- ნამდვილად არ ვიცი დიდი ქიშფობა იყო თუ არა სომხურ და ქართულ ფეხბურთს შორის, მაგრამ ორივე გუნდი ქვეყნის ჩემპიონები ვართ და ორივე დიდ ძალას წარმოვადგენთ. ვუყურე მეტოქე გუნდის ორ თამაშს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ასე თუ ისე, გავიცანით კიდეც.

ჩვენი მიზანი "ალაშკერტის" დაძლევაა. ჩვენი გუნდი გაძლიერდა, ფეხბურთელები ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არიან და ყველაფერს ვიზამთ ამ ბარიერის გადასალახავად.

- საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გუნდმა ავსტრიული შეკრება გაიარა, სადაც 5 მატჩი ჩაატარეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ შეკრებით და ახალი ფეხბურთელებით?

- თავდაპირველად, ჩვენს ბაზაზე ვემზადებოდით, სადაც უმაღლესი პირობებია - ყველაფერია, რაც გვჭირდება. მართალია, "ლეგიასთან" ფრე ვითამაშეთ, "ლუდოგორეცთან" და კიევის "დინამოსთან" წავაგეთ, მაგრამ ეს გუნდები ძალიან გამოცდილები არიან და უნდა ითქვას, რომ შეკრების მთავარი მიზანი არ იყო ამ თამაშებში ნაჩვენები შედეგი. შედეგები ნამდვილად არ იყო კარგი, თუმცა ამ შეკრების მიზანი მუშაობა იყო - ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს.

ვნახეთ საქმეში ახალი ფეხბურთელებიც და... ყველაფერი რიგზეა!

- ევროასპარეზს ერთადერთი ქართული გუნდიღა შემორჩა "დინამოს" სახით. ქვეყნის ჩემპიონისგან გულშემატკივარი მაქსიმუმს მოითხოვს. როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი გუნდზე?

- მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ყველა ქართველი "დინამოს" თამაშს უყურებს, რადგან დანარჩენი გუნდები, სამწუხაროდ, გამოეთიშნენ ევროტურნირებს. მსურს, "ალაშკერტთან" შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი დაესწროს. გვჭირდება მათი კარგი განწყობა და კარგი ატმოსფერო. ამიტომ ვთხოვ თბილისელებს, ყველა ქართველს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

- ალექსანდრე იაშვილის წასვლის შემდეგ, ხომ არ გეგმავთ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ "დინამოში" რომელიმე ვეტერანი-ფეხბურთელის მოწვევას?

- რთული იქნება. ჩემი პირადი სურვილია, "დინამოში" უფრო მეტი ქართველი თამაშობდეს, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ სიტუაცია დღეს ისეთია, რომ უფრო მეტად ევროპაში თამაშობენ ქართველები.

იაშვილი გერმანიიდან მოვიდა და კლუბისთვის ძალიან დიდი ავტორიტეტსა და ძალას წარმოადგენდა. მას შევთავაზე კიდეც ცოტა ხნით კიდევ თამაში, თუნდაც მხოლოდ ევროტურნირებზე, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ფედერაციაში აქვს თავისი საქმე.

კარგი იქნებოდა რომელიმე კარგი ვეტერანის მოსვლა გუნდში, რადგან ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მათზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებდა.

- ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ახსენეთ და საინტერესოა, რამდენად გიჭირთ მათთან იმ სამუშაოს გაწევა, რომლის გაწევაც გსურთ? ხართ თუ არა ბოლომდე კმაყოფილი?

- არ არიან ინტესიურ ვარჯიშებს მიჩვეულნი, იგივე აგრესიულობას. "დინამო" დღეს, რომ ასე თამაშობს, ეს ნორმალური და ლოგიკურია, რადგან ყველა ქართული გუნდი, რომელიც გვეთამაშება, თავის დაცვაზე ფიქრობს. მეტოქე ცდილობს თავი დაიცვას, ჩვენ თამაში მოედნის მხოლოდ ერთ ნახევარზე გვიწევს და...

ორი ძლიერი გუნდია საჭირო მოედანზე, რომ მეტი შევძლოთ, მეტ კომპონენტში დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები. ბოლნისის "სიონთან" როგორი თამაშიც გვქონდა, ასეთ თამაშებს ვისურვებდი, მაგრამ ჩვენი საქმეც ისაა, რომ ნებისმიერი სტილის მქონე გუნდთან მოვიპოვოთ გამარჯვება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა პაპუნაშვილმა მითხრა, რომ ქართველებს მხოლოდ ვარჯიში სჭირდებათ იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. და ეს ასეა: ქართულ ფეხბურთს არც ტექნიკა აკლია, არც კრეატიულობა - მუშაობაა საჭირო!

- როგორც გამოცდილი სპეციალისტი, რას თვლით მიზეზებად, რის გამოც აგერ უკვე წლებია ქართული გუნდები ევროასპარეზის ჯგუფურ სტადიაზე ვერ ხვდებიან?

- სამი რამაა მთავარი შედეგისთვის: სული, გული და ფული. ქართველებს ფეხბურთელებიც კარგი ჰყავთ და - მწვრთნელებით. აუცილებელია კარგი ინფსრატრუქტურა.

- დაახლოებით, ნახევარი წელია აქ მუშაობთ. ამ ხნის პერიოდში რა განსხვავება დაინახეთ ჩვენსა და სლოვენიურ მენტალიტეტს შორის?

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა