ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ტოტენჰემთან" გამართული პაექრობა "მილანისთვის" ყოველმხრივ ცუდი გამოდგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ტოტენჰემთან" გამართული პაექრობა "მილანისთვის" ყოველმხრივ ცუდი გამოდგა. ერთი, რომ წააგო გუნდმა და მეორე, ძირითადი მეკარე კრისტიან აბიატი დაუშავდა. თუმცა, ტრავმა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზებში საუბრობდნენ. იყო ვარაუდი, რომ აბიატის მინიმუმ ერთი თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. აი, რას ამბობს "მილანის" მთავარი ექიმი:

"კრიატიანი ძალიან უხერხულად შეეჯახა პიტერ კრაუჩს და იყო საშიშროება, რომ მძიმე ტრავმა მიეღო. საბედნიეროდ, მეკარეს მხოლოდ კისერი გაუშეშდა, რომლის მკურნალობასაც მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. შესაძლოა, უკვე ხუთ დღეში სრული დატვირთვით განაახლოს ვარჯიში, მაგრამ უმჯობესია, კიდევ ორი დღით დავასვენოთ და ყოველგვარი გართულებებისგან თავი დავიზღვიოთ".

მომდევნო უქმეებზე "მილანს" გასვლითი პაექრობა უწევს "კიევოსთან" და ამ თამაშში აბიატის მონაწილეობა გამორიცხულია. ძირითადი კიპერი ლომბარდიულ გრანდს XXVII ტურში, "ნაპოლისთან" პრინციპული პაექრობისთვის დაუბრუნდება.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა