ამერიკელი ჩოგბურთელი შტეფი გრაფს გაუთანაბრდა
სერენა უილიამსის ტრიუმფით დასრულდა "დიდი სლემის" მორიგი გათამაშება უიმბლდონის კორტზე ქალთა შორის. ფინალში სერენამ გერმანელი ანჟელიკ კერბერი ორ სეტში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

თავიდან გერმანელი კარგად გამოიყურბოდა საკუთარი ჩაწოდებებისას, უილიამსს გვარიანად არბენინებდა კიდეც, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ "პანტერა" დაუღალავია. ჰოდა, ვიხილეთ უამრავი ეფექტური გათამაშება. გადამწყვეტი მაინც ჩაწოდებები აღმოჩნდა, სწორედ ამ კომპონენტმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი - სერენა შეუდარებელი იყო საკუთარი ჩაწოდებებისას და დამსახურებულად აღმართა "დიდი სლემის" გამარჯვებულისთვის განკუთვნილი სინი 22-ედ.

ამ მაჩვენებლით იგი გერმანელ შტეფი გრაფს დაეწია, პირველობას კი არავის უთმობს ლეგენდარული მარგარეტ კორტი, რომელსაც 34 "მუზარადი" აქვს. ანჟელიკ კერბერმა თანამემამულე გრაფი უილიამსის შეტევისგან ერთხელ უკვე დაიცვა - ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალში სწორედ სერენა დაამარცხა, თუმცა ამჯერად ეს ვეღარ მოახერხა. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ სეზონში ფინალში ერთი და იგივე სპორტსმენი პირველად ვიხილეთ. სერენა უილიამსი შტეფი გრაფის კიდევ ერთ რეკორდს ემუქრება: გრაფი, თავის დროზე 186 კვირის განმავლობაში იყო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი. სერენა 177-ე კვირაა, პირველობას არავის უთმობს. საკმარისია, მან ამერიკის ღია პირველობის ბოლომდე პირველ პოზიციაზე გაძლოს და გრაფის რეკორდსაც დაამხობს.

კერბერის ძლევის შემდეგ სერენამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ძალიან მიყვარს ანჟელიკთან თამაში. იგი შესანიშნავი ჩოგბურთელია. იგი დადებითი პიროვნებაა, მუდმივად იღიმის. დიდი მადლობა ანჟელიკ. ზედიზედ ორი ფინალი მქონდა წაგებული და უიმბლდონზე წარმატების მიღწევა ჩემთვის ორმაგად ფასეული და სასიამოვნო იყო. გამოგიტყდებით, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, ფაქტობრივად, ჩემი სახლია.

ქალები

ფინალი

ს. უილიამსი (აშშ)-კერბერი 7:5, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა