ციფრებით მოყოლილი ამბები

ფეხბედნიერი რუნი და მარსელო

მაშ ასე, თქვენს წინაშე კიდევ ერთი ახალი რუბრიკაა - "ციფრებით მოყოლილი ამბები". დღეს გასული კვირის საფეხბურთო ამბებიდან "ოუ ფენომენოს" ანუ ლუის ნაზარიო დე ლიმას, იგივე რონალდოს სპორტიდან წასვლას და ნეაპოლელთა რომაულ "ლაშქრობას" გამოვყოფთ, აგიხსნით, თუ რას მოასწავებს, როცა გოლი უეინ რუნის ან მარსელოს გააქვთ. ამ ყველაფერში კი ფიფა-ს ოფიციალური საიტი დაგვეხმარება.

726 წუთი ვერ გაჰქონდა სტუმრად გოლი "ნიუელს ოლდ ბოიზს" ოფიციალურ მატჩებში. როსარიოელთა საგოლე "შიმშილობას" წერტილი მათმა ტანმაღალმა ფორვარდმა ხუან მანუელ კობელიმ დაუსვა. წარმოიდგინეთ, გუნდს არგენტინის ჩემპიონატში ხუთი თვის განმავლობაში საგარეო მატჩებში გოლი ვერ გაჰქონდა (!) და ეს კლაუსურას პირველივე ტურში მოახერხა, თუმცა კობელის გოლის მიუხედავად, "ლა ლეპრა" "ესტუდიანტესთან" 1:2 დამარცხდა.

420 ამდენი გოლით ფეხბურთთან პირნათელი წავიდა სპორტიდან ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო. მან ეს საკლუბო თუ სანაკრებო მაისურით 620 ჩატარებულ მატჩში მოახერხა. "ფენომენი" სამჯერ ფლობდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს, ასეთი შედეგი კი მის გარდა მხოლოდ ზინედინ ზიდანს ჰქონდა. რონალდომ ბრაზილიის ნაკრებში 62 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფეხბურთის მეფე, პელეს ჩამორჩა, რომელმაც 77 გოლი გაიტანა "სელესაოს" შემადგენლობაში. მსოფლიოს ჩემპიონატებზე რონალდომ 19 თამაშში 15 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი უკან ჩამოიტოვა.

41 უეინ რუნიმ "ოლდ ტრეფორდზე" 41-ე გოლი გაიტანა ამ კვირაში და ყველა შემთხვევაში, როცა ამ სტადიონზე რუნის გოლი გაჰქონდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" იგებდა - 41-დან 41-ჯერვე! შეგახსენებთ, რომ რუნის 41-ე გოლი, რომელიც მან "სიტის" კარში გაიტანა, ფანტასტიკური სილამაზისა იყო - მაღალ ნახტომში დარტყმული "მაკრატელა". უკვე მე-9 მანჩესტერული დერბია, რაც ის გუნდი იგებს, რომელიც მატჩში პირველ გოლს გაიტანს.

32 %, ზუსტად ამდენს აკონტროლებდა "რეალი" ბურთს ბარსელონაში "ესპანიოლის" წინააღმდეგ მატჩში. ეს მაჩვენებელი "სამეფო კლუბის" ანტირეკორდია ლა ლიგის ბოლო 5 ჩემპიონატში. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე მე-2 წუთზე "რეალს" კაპიტანი და გოლკიპერი იკერ კასილიასი გაუძევეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში მთავარი ეს არაა - მიუხედავად ბურთის ფლობის საშინელი პროცენტისა, 10 კაცით თამაშისა, "რეალმა" მნიშვნელოვანი თამაში მაინც მოიგო - 1:0. საპირისპიროდ შეგვიძლია, ამავე ტურში "ბარსელონას" ბურთის ფლობის გადასარევი პროცენტი (82) მოვიყვანოთ, რომელიც ამ სეზონში მე-2 საუკეთესო შედეგია "ბლაუგრანასთვის" და... მიუხედავად ამისა, "ბარსამ" 16-მოგებიანი სერია შეწყვიტა ხიხონში. გოლის ავტორი მარსელოა - ბრაზილიელმა სულ 8 გოლი გაიტანა პრიმერაში და როცა მას გაჰქონდა, "რეალი" აუცილებლად იგებდა. ეგებ, ამ შემთხვევაშიც "რეალის" გამარჯვების მიზეზი მარსელოა?

17 წელიწადი და 5 თვე ვერ უგებდა "ნაპოლი" "რომას" იტალიის დედაქალაქში. ეს უსიამოვნო ტრადიცია სერია A-ს ბოლო ტურში დაემხო, როცა "ნაპოლიმ" ედინსონ კავანის დუბლით "ოლიმპიკოზე" 2:0 მოიგო, 1993 წლის 12 სექტემბრის შემდეგ პირველად. ურუგვაელმა უკვე მე-5 დუბლი მიითვალა ამ სეზონში და გოლების რიცხვი 20-მდე გაზარდა. კავანიმ უკვე გაუსწრო "ნაპოლის" ისტორიაში კარეკას შედეგს ერთ სეზონში გატანილი გოლების რიცხვით და სულ 3 რჩება 1930 წლის რეკორდის დამხობამდე (ანტონიო ვოიაკი). კავანის აქვს შესანიშნავი შანსი დიეგო მარადონას შემდეგ პირველი ნაპოლელი გახდეს ჩემპიონატის ბომბარდირი, 1987/88 წლების სეზონში ლეგენდარულმა არგენტინელმა ეს სულ 15 გოლით მოახერხა.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...