ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ტესტ-მატჩებში გუნდის სუსტი წერტილები დაინახა
ქუთაისის "ტორპედომ" საღორიას ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ბათუმის "დინამოსთან" 0:2 წააგო. ქუთაისელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს, მაშინ, როცა აჭარელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს.

სტუმრებმა ორივე ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში ბათუმელებმა თავი ტაიმის მიწურულს გამოიჩინეს. ანგარიში პაპუნა ფონიავამ გახსნა, რომელმაც მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი "ტორპედოს" მცველმა ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანა და ბათუმელებმა მეტოქის უხეში შეცდომით ამჯერადაც ისარგებლეს - გეგი კეკუამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელებისთვის ეს იყო მოსამზადებელი ეტაპის მეორე საკონტროლო მატჩი და მეორე მარცხი. მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა წაგების მიზეზებსა და გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა:

"მცირე პერიოდში ორი საკონტროლო შეხვედრა ორჯერადი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. ჩვენ ახლა შედეგზე არ ვფიქრობთ, რადგან მოთამაშეთა ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებულები. გაწეული სამუშაოთი კი კმაყოფილი ვარ, რადგან ფეხბურთელები დავალებებს კარგად ასრულებენ.

რა თქმა უნდა, მოგება ყოველთვის კარგია. მაგრამ შედეგი მხოლოდ სეზონის მსვლელობისას, ყოველ ტურში იქნება მნიშვნელოვანი. ჯობია, რომ მოგებები ბოლოში იყოს და არა მხოლოდ - თავში".

ჟორჟიკაშვილის თქმით, გუნდის გაძლიერების პროცესი კვლავაც გრძელდება:

"უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაგვემატება. ტესტ-მატჩებმა აშკარად გამოაჩინა "ტორპედოს" სუსტი წერტილები. პირდაპირ ვიტყვი, რომ "ტორპედოს" მოთხოვნებს ბევრი მოთამაშე ვერ აკმაყოფილებს და მათთან დამშვიდობება მოგვიწევს.

აუცილებლად გვჭირდება თითო ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, ფლანგის ფეხბურთელი და თავდამსხმელი".

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 15 ივლისს ფოთის "კოლხეთთან" გამართავს. ამის შემდეგ გუნდი თურქეთში მეორე შეკრების გასავლელად გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ტორპედო ბოლოს კარგად ათამაშდა იმედია ისევ მოუმატებენ,საერთოდ ტორპედო რიგითი კლუბი არ არის, ტორპედო ძალიან ძლიერი გუნდი უნდა იყოს ეს თვითონ ტორპედოსაც და ჩემპიონატსაც წაადგება, ამ გუნდში შემთხვევითი ხალხი ვერ უნდა ხვდებოდეს.
გივი
პატრონიანი და არაპესპერკტივიანი პეხბურთელებმი უნდა წავიდენ გუნდიდან.
murtalo
კობა ჟორჟიკაშვილი ხელწამოსაკრავი მწვრთნელი არაა. გუნდის დაცვას ნამდვილად დააყენებს და ალბათ შეზღუდული კადრებითთაც კი ნორმალური შედეგი ექნება. ერთი ეგაა, რომ სამწუხაროდ სანახაობრივ ფეხბურთს არ ითამაშებს ტორპედო.
კობა
ბექა მართალი ხარ ტორპედოს კარგი მწვრთნელი მოუხდებოდა
beqa
მინდა ვცდებოდე. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ტორპეტოს მოთხოვნებს შენც ვერ აკმაყოფილებ.ამაზე კაი მწვრთნელი ვერ იპოვეს?
გოჩა
პესიმიზმის მარცვალს ნუ დავთესავთ ქომაგების და სპორტსმენების გულებში.
ქუთაისელი
რა თურქეთში შეკრება - თურქეთში უნდა წავიდეს გუნდი რომელიც ევროპაზეა გასული. საქართველოში ვერ მოემზადებიან? აქ თუ არ იციან თამაში იქ ისწავლიან? ეს არ არის ფულის სწორი ხარჯვა!
გოგა
ბუხაიდზე იყო- ქუთაისელი კარგი თავდასხმელი, რომელიც საბურთალოს ქომაგებს ბერვჯერ გაახარებს.
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ეროვნული ლიგა. ამხანაგური მატჩები: სანამ ლიგაში პაუზაა...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ბათუმის "დინამო": უკრაინელი თავისიანის წილ, ლობჟანიძე და მინუს დიასამიძე
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
სოსო ფრუიძე: სუსტი მეტოქე არ იქნება...
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
პაპუნა ფონიავა: ვერ წარმოიდგენთ, მესამეადგილოსან გუნდში რაზე ვოცნებობთ
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1 - დანავსულ წრეში [VIDEO]