საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალის" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალის" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

ჭანტურიას "ურალი" სლოვენიურ შეკრებაზე ადგილობრივ "რუდარს" შეხვდა და ანგარიშით 0:1 წააგო. ქართველი ფეხბურთელი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

მატჩის შემდეგ "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ კლუბის ვებგვერდთან საუბარში შეხვედრა შეაფასა და გიორგი ჭანტურიაზეც ისაუბრა.

- პირველად "ურალის" შემადგენლობაში, მართალია, საკონტროლო მატჩში, მაგრამ მაინც ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. რა შეგიძლიათ თქვათ მის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე?

- მისი ფუნქციონალური მდგომარეობა ოპტიმალური არ არის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ის მხოლოდ ამ შეკრებაზე შემოგვიერთდა. ჭანტურია მოედანზე მაშინ გავიდა, როცა მეტოქე გუნდი ცოტა დაღლილი იყო. გათვლა გვქონდა იმაზე, რომ ჭანტურია უნდა გამოსულიყო და დაღლილი მეტოქის ფონზე შემტევ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

პრინციპში, იმ სათამაშო მომენტებით, რაც მას ჰქონდა, კმაყოფილი ვარ.

დადებითი ეპიზოდი იყო, როცა მან მწვავე გადაცემა გააკეთა ჩისამბა ლუნგუზე, რომლის შემდეგ ლუნგუს გატანა შეეძლო. ამ მომენტში შესრულების ოსტატობა მაღალი იყო.

გიორგის მდგომარეობა დღეისთვის ასეთია - რა თქმა უნდა, ის ჯერ მზად არ არის, ბოლომდე ჩაატაროს მატჩი, მაგრამ ნელა-ნელა საწვრთნელი სამუშაოს ხარჯზე ფორმას მოიკრეფს, ჩვენ კი მზად ვართ, საკონტროლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკა მივცეთ, რომ მან სათამაშო ტონუსი შეიძინოს.

შაკო
უყვარს სმა-ჭამა, ლუდს უნდა ერიდოს საერთოდ სპორტსმენი, ეს კიდევ პირიქით ეტანება
namdvili zaza-s
ვერ დაგეთანხმები! სპორტსმენი თუ ვარჯიშობს ნორმალურად არავითარი ჭარბი წონა არ შეაწუხებს რანაირი გენეტიკაც არ უნდა ჰქონდეს! ადამიანს ასუქებს კალორიები,ხოლო ვარჯიშის დროს იწვება ის კალორიები,მითუმეტეს სპორტსმენის საკვებში მეტი პროტეინია ვიდრე კალორიები... ჭანტურია ზარმაცია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ვერ ხვდება რომ თუ არ ივარჯიშა რანაირი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ვერაფერს მიაღწევს!!!ეს მისთვის კიდევ შანსია თუ არ მოუმატა მაქედანაც გამოუშვებენ და ბოლოს ამოყოფს თავს მარტვილის მერანში!
namdvili zaza
ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანებს რომლებაც რამდენიც არ უნდა მიირთვან მაინც არ იმატებენ. ამავე დროს, ყველა ვიცნობთ ისეთებსაც, "მთელი ცხოვრება" დიეტაზე რომ არიან მაგრამ მაინც ეტყობათ ჭარბი წონა. ეს გენეტიკური მიდრეკილების საკითხია და გენეტიკასთან ბრძოლას დიდი აზრი არ აქვს. რაც წლები გავა, გიორგის სულ უფრო შეაწუხებს ჭარბი წონა და ერთაერთი გამოსავალი სხვებზე მეტი ვარჯიშია და არ მგონია რომ ეს გიორგის ძლიერი მხარე იყოს... კიდევ უფრო დამწყდა გული, როდესაც გიორგი არაბიძის მამა ვნახე. დაახლოებით 20-22 წლიდან მასაც ჭარბი წონის პრობლემა შეექმნება და იმედია ჭანტურიაზე მონდომებით შეებრძოლება მას...
giga
ზაზას - იმიტომ რომ უფრო კარგი სახელი გაიჩალიჩა ვიდრე არის. მისი ბოლო დროს გადაღებული სურათი ნახე, ბალოტელის რომ ბაძავს? ნეტავ არ გადაეღო მაგ ტრიპაჩს. პრესი კი არა აქვს, ქონები აყრია! მინიმუმ 6-7 კილო დასაკლები აქვს. მაგისგან მეტი არაფერი არ გამოვა. დიდი-დიდი შუა აზიაში ან აზერბაიჯანში ითამაშოს.ისიც მაქსიმუმ 3 წელი. ნეტავ ვცდებოდე!
ზაზა
რატომ არის ჭანტურიას მდგომარეობა თითქმის მუდმივად ფორმაში შესვლის პროცესში?(((
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს