ყველაზე კარგ თამაშს ნეაპოლში ველით, სადაც ედინსონ კავანი და კომპანია "ვილიარეალს" დაუხვდება

დღეს ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის მატჩებია. 16-დან ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა - ექტორ რაულ კუპერის ყოფილმა გუნდმა "არისმა" არაფერი დაუთმო "მანჩესტერ სიტის" და არც ამჯერად წააგო ევროთასის მატჩი შინაურ არენაზე - 0:0. მიუხედავად ამისა, მანჩესტერელები მერვედფინალში გასვლის ფავორიტებად რჩებიან.

ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს ამ 15 წყვილიდან "ბაზელი"-"სპარტაკი" უფრო აინტერესებს - ევროპის ლიგას მხოლოდ ერთი ქართველი შემორჩა, უფრო ზუსტად, ჯანო ანანიძეს შვეიცარიაში, წესით, დებიუტი უნდა ჰქონდეს ამ ტურნირში, რადგან "სპარტაკი" იქ ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მოხვდა. შვეიცარიაში "სპარტაკი" ახალი დიზაინის თეთრ-წითელი ფორმებით გამოვა. შვეიცარიელებთან მატჩისთვის "სპარტაკი" თურქულ ბელეკში მოემზადა. ვნახოთ, მისცემს თუ არა თამაშის შანსს ახალგაზრდა ქართველს ვალერი კარპინი.

"რუბინი"-"ტვენტეს" მატჩმა ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ, შესაძლოა, ის გადაიდოს - თათრეთის დედაქალაქში ისე ყინავს, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ასეთი ფრაზა თქვა: "თუკი თამაშის დღეს -20 გრადუსი იქნება, მაშინ "რუბინი" თამაშის გადადების მომხრე იქნება", თორემ ამ გუნდში ლაშა სალუქვაძის წასვლის შემდეგ, ქართველი აღარ დარჩა და მისი გამოსვლა ჩვენ უკვე ნაკლებად გვაინტერესებს.

გადავინაცვლოთ "სანჩეს პისხუანზე", სადაც ნამდვილი ფეხბურთის ზეიმს ველით (აბა, მინუს 20-გრადუსიან ყაზანში რას უნდა ველოდოთ) - "სევილია" პორტუგალიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს და ევროპაში დარჩენილი სამი კლუბიდან ერთ-ერთს, რომელსაც ჯერ არ წაუგია ჩემპიონატში, "პორტუს" მასპინძლობს.

საოცარია, მაგრამ ამ ესპანურ და პორტუგალიურ გუნდებს აქამდე ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ ოფიციალური მატჩი - დღევანდელი პირველი იქნება. "პორტუ" გუნდის ახალგაზრდა თავკაც ანდრე ვილას ბოასს საამაყო რეკორდით მიჰყავს ანდალუსიაში. პორტუგალიელებს არც შინაურ პირველობაში წაუგიათ და არც ევროპის ლიგაზე. ჟოზე მოურინიოს ყოფილი ასისტენტი ძალიან წარმატებულია, მას მერე რაც ზაფხულში "პორტუ" ჩაიბარა. არადა, ვილას ბოასი 33 წლისაა, სიტყვაზე, ის რაულის ტოლია.

ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირი პორტუელი ფალკაო გახლავთ 7 გოლით. ის ორი გოლით უსწრებს: ტომაშ ნეციდს (ცსკა), ჯუზეპე როსის (ვილიარეალი), ვილფრედ ბონის (სპარტა), არტიომ მილევსკის (დინამო) და ედინსონ კავანის (ნაპოლი).

2003 წელს "პორტუმ" უეფას თასი სწორედ "სანჩეს პისხუანზე" მოიპოვა, მაშინ ჟოზეს თავკაცობით პორტუგალიელებმა "სელტიკს" სძლიეს. "მეტად ემოციური მომენტია, "პორტუ" სევილიაში დაბრუნდა. ეს ქალაქი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ფანებისთვის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, დიდი გუნდია, მაგრამ არ ვუფრთხით", - განაცხადა ვილას ბოასმა.

სხვა დაპირისპირებებიდან გამოვყოფთ საფრანგეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატების ლიდერთა, "ლილისა" და პსვ-ს მატჩს. საინტერესო მატჩი გველის პრაღაში, სადაც "სპარტასთან" სათამაშოდ აწ უკვე უტორესო "ლივერპული" ჩადის. გლაზგოში "რეინჯერსი" ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლებს, ლისაბონში კი "ბენფიკა" - გერმანულ "შტუტგარტს".

და მაინც, ყველაზე კარგ თამაშს ნეაპოლში ველით, სადაც ედინსონ კავანი და კომპანია "ყვითელ წყალქვეშა ნავს", "ვილიარეალს" დაუხვდება.

არისი-მანჩესტერ სიტი 0:0

რუბინი-ტვენტე 16:00

მეტალისტი-ლევერკუზენი 20:00

ანდერლეხტი-აიაქსი 22:00

ბატე-პსჟ 22:00

ბენფიკა-შტუტგარტი 22:00

ბეშიქთაში-დინამო 22:00

ლეხი-ბრაგა 22:00

ნაპოლი-ვილიარეალი 22:00

ბაზელი-სპარტაკი 00:05

ლილი-პსვ 00:05

პაოკ-ცსკა 00:05

რეინჯერსი-სპორტინგი 00:05

სევილია-პორტუ 00:05

სპარტა-ლივერპული 00:05

იანგ ბოიზი-ზენიტი 00:05.

მენტალიტეტ
ჯანო შენ გენაცვალე ქართული პასპორტით ხელში!!!! :D
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს