ორგანიზატორებმა მომავალი ზაფხულის თამაშების კალენდარი გამოაქვეყნეს, შეჯიბრებები 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება

ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბილეთების პირველი პარტიის რეალიზაციამდე ერთი თვით ადრე მომავალი ზაფხულის თამაშების კალენდარი გამოაქვეყნეს. გაისად ოლიმპიადა 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. სულ გათამაშდება მედლების 302 კომპლექტი.

პროგრამაში ძირითადი ცვლილებებიდან აღსანიშნავია ის, რომ ცურვის ფინალები საღამოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ტელევიზიების ინტერესებიდან გამომდინარე პეკინში მედლები დილით თამაშდებოდა. ლონდონში იქნება ახალი დისციპლინები - პროგრამას ემატება ქალთა კრივი და ჩოგბურთში შერეულ წყვილთა თანრიგი.

ყველაზე იაფი ბილეთი 20 ფუნტი ეღირება, იმ დროს, როცა მამაკაცებს შორის 100 მეტრი გარბენის ფინალში საუკეთესო ადგილზე ბილეთის ფასი 725 ფუნტი იქნება. ამავდროულად, უფასო იქნება იმ სტარტებზე დასწრება, რომლებიც ქალაქის ქუჩებში გაიმართება (საგზაო ველორბოლა, ტრიატლონი, მარათონი).

მძლეოსნობაში ტურნირი 3-12 აგვისტოს გაიმართება, 100 მეტრზე ქალებისა და მამაკაცების ფინალი შესაბამისად 4 და 5 აგვისტოს არის დანიშნული. ამავე დღეებში ჩატარდება გადამწყვეტი მატჩები ჩოგბურთის ერთეულთა თანრიგში.

ოლიმპიადაზე პირველი სპორტული შეჯიბრი კარდიფში გაიმართება - გახსნის ცერემონიამდე ორი დღით ადრე ლონდონიდან 240 კილომეტრის მოშორებით ქალთა საფეხბურთო ტურნირი აიღებს სტარტს. საფეხბურთო მატჩებს აგრეთვე ქოვენთრი და გლაზგო უმასპინძლებენ. გახსნის ცერემონიამდე ფეხბურთის გარდა გაიმართება წინასწარი შეჯიბრებები მშვილდოსნობაში.

ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დატვირთული დღე 4 აგვისტო იქნება.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს