რამდენი ხანი ველოდით, თუ როდის იყიდდა "ტოტენჰემი" ფორვარდს და აი, ეს დღეც დადგა
რამდენი ხანი ველოდით, თუ როდის იყიდდა "ტოტენჰემი" ფორვარდს და აი, ეს დღეც დადგა - მაურისიო პოჩეტინოს ამალამ აქცენტი ახალგაზრდა ვინსენტ იანსენზე გააკეთა.

22 წლის ფორვარდი "დეზებში" "ალკმაარიდან" 17 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მან "ერედივიზიონის" გასულ სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხა და უკვე ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი. "ნარინჯისფერთა" მაისურით იანსენმა სადებიუტო შეხვედრაშივე გაუტანა ინგლისს, სულ კი უკვე 5 სანაკრებო შეხვედრა დააგროვა და 3 ბურთის შეგდებაც მოასწრო.

ლონდონელებმა იანსენისთვის ბრძოლაში პსჟ-ს, "ვოლფსბურგსა" და კიდევ რამდენიმე გუნდს აჯობეს. ჰოლანდიელი "ტოტენჰემის" მეორე შენაძენია "საუთჰემპტონიდან" 11 მილიონად ნაყიდი ვიქტორ ვანიამას შემდეგ.

იანსენისთვის გასული სეზონი ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო გახლდათ და მას ნახსენები 27 გოლი და მთლიანობაში შესანიშნავი თამაში იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდოს მოგებაში დაეხმარა, ანუ ის ერედივიზიონის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"ეს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ ასეთ დიდ გუნდში გადმოვედი და ყველანაირად შევეცდები, შესაძლებლობები გამოვავლინო და "ტოტენჰემს" მიზნების მიღწევაში დავეხმარო" - თქვა იანსენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
მ/ჩ. შესარჩევი. A ჯგუფი. VI ტური: შვედებმა ფრანგები დასაჯეს, ჰოლანდიამ იბურთავა [VIDEO]
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები