გაუმჯობესებული პირობები პოგბას და ბონუჩის
"იუვენტუსის" გარშემო დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. ტურინულმა კლუბმა უკვე ორი ფეხბურთელი დაიმატა, დანი ალვეშის და მირალემ პიანიჩის სახით, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო ამბები წინ გველოდება.

ჯერჯერობით, სპორტულ პრესაში მეტწილად იმ ფეხბურთელებზე საუბრობენ, რომლებმაც შესაძლოა, დატოვონ "ვეკია სენიორა", თუმცა, ბოლო ცნობებით, ტურინელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნონ. ქვემოთ ბოლო ინფორმაციებს გავეცნოთ ტურინული ბანაკიდან.

130 ათასი გირვანქა კვირაში

იტალიურ და ინგლისურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" არ აპირებს პოლ პოგბას ასე იოლად გაყიდვას და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. ლაპარაკია 4-წლიან თანაშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც პოგბა კვირაში 130 ათას გირვანქას მიიღებს. ამ თემაზე მოკლე კომენტარები გაკეთეს როგორც "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, ისე ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მინო რაიოლამ...

ჯუზეპე მაროტა: "პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება პოგბას ინგლისში გადაბარგების შესახებ, მაგრამ პოლი ჯერ "იუვენტუსის" ფეხბურთელია და ჩვენ მისი გაშვება არ გვსურს. კოლოსალური სატრანსფერო თანხა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, არ გვიღირს პოგბას გაშვებად და დანარჩენი უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ პოლი ჩვენთან დარჩება".

მინო რაიოლა: "პოგბა არ ჩქარობს ტურინის დატოვებას, რადგან "იუვენტუსში" თავს შესანიშნავად გრძნობს და არც მოტივაციის ნაკლებობას უჩივის. ჩვენ განვიხილავთ ყველა შეთავაზებას, მაგრამ დიდია შანსი, რომ პოლი "ვეკია სენიორაში" დარჩეს. ყველაფერი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გაირკვევა".

რუგანი არ იყიდება

"იუვენტუსის" 21 წლის მცველის, დანიელე რუგანის გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურს და მათ შორის, პრემიერლიგის ბინადრებს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ევერტონი" მზადაა, რომ რუგანის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. გასულ სეზონში რუგანიმ "იუვეს" შემადგენლობაში 21 მატჩი გამართა და მასზე არა მარტო ტურინში, ზოგადად, იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ.

ჯუზეპე მაროტამ ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რუგანი, უბრალოდ, არ იყიდება და მისი სხვა გუნდში გადასვლა გამორიცხულია. მაროტამ დანიელეს "იუვენტუსის" და იტალიური ფეხბურთის მომავალი უწოდა.

გაუმჯობესებული კონტრაქტი ბონუჩის

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები ლეონარდო ბონუჩის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით. ინგლისური კლუბი მზადაა, რომ 29 წლის იტალიელი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, თვითონ ფეხბურთელს კი წელიწადში 8 მილიონი ევრო უხადოს. მართლაც მაცდური წინადადებაა როგორც კლუბისთვის, ისე ბონუჩისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, "იუვენტუსის" მესვეურები ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა, რომ წამყვან მცველს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ფარგლებში, ბონუჩი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისთვის, ამჟამინდელი ხელშეკრულებით, ლეონარდოს წლიური გასამრჯელო მხოლოდ 3,7 მილიონი ევროა. ბონუჩის არც აქამდე გამოუთქვამს "იუვეს" დატოვების სურვილი და დიდი ალბათობით, ის დარჩება ტურინულ გრანდში.

ალეგრის დიდი მიზნები

შვებულების შემდეგ პრესასთან პირველად გამოჩნდა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ჟურნალისტთა კითხვებსაც უპასუხა. ალეგრი ახალ სეზონს ენთუზიაზმით ელოდება და დიდ მიზნებს ისახავს...

- დანი ალვეშის და მირალემ პიანიჩის სახით ახალი ფეხბურთელები გყავთ. რას იტყვით მათზე?

- ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც ჩვენს თამაშს აუცილებლად გააძლიერებენ. დანი ალვეშს მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია, პიანიჩს კი - თამაშის წარმართვა და შეტევების დირიჟორობა. ჩვენ მიზნობრივი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს და ვიცით, ვინ გვჭირდება და როგორი ტიპის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ.

- დანი ალვეშის ტრანსფერი შტეფან ლიხტშტაინერის წასვლას ნიშნავს?

- თუ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე წარმატებისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის თითო პოზიციაზე ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. ვისურვებდი, რომ მარჯვენა ფრთაზე ალვეშის და ლიხტშტაინერის კონკურენცია ვიხილო, თუმცა გასათვალისწინებელია თავად შტეფანის სურვილი და პოზიცია.

- ალვარო მორატა "რეალში" გადავიდა და რამდენად დიდი დანაკლისია ეს გუნდისთვის?

- მორატას სახით "იუვენტუსმა" უმაღლესის კლასის ფორვარდი დაკარგა და ბუნებრივია, რომ ამ დანაკლისს ანაზღაურება სჭირდება. ჩვენ მოგვიწევს აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე და ახალი თავდამსხმელის მოყვანა. კონკრეტული გვარების დასახელებისთვის არ ვარ მზად, თუმცა შეტევის გაძლიერება რომ გვმართებს, ეს ცხადია.

- გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელოდებიან...

- ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. შესაძლოა, მთელი სეზონი ბრწყინვალედ თამაშობდე, მაგრამ სადღაც, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ფეხი დაგიცდეს და თამაშგარეში დარჩე. გასულ სეზონში "ბარსელონა" დაფრინავდა და საბოლოოდ, ლიგა "რეალმა" მოიგო.

რთულია, ვინმეს დაჰპირდე, რომ აუცილებლად მოიგებ ლიგას, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, ჩვენ გვეყოლება გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრება. ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველაფერი იტალიაში და მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
"ლუკაკუ თუ ოსიმენი?" - ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა, "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა
ბონუჩი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებდა, შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბონუჩი ბერლინის "უნიონში" გადადის
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია