ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქებათა ქება “არსენალს” - თოფმა ორჯერ გაისროლა [+VIDEO]

ქებათა ქება “არსენალს” - თოფმა ორჯერ გაისროლა [+VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

“რომასა” და “შახტარის” მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, გუშინდელი დღის ყველაზე საინტერესო მატჩი უდავოდ ლონდონში გაიმართა, სადაც “არსენალმა” “ბარსელონა” მიიღო. გულშემატკივართა იმედები ბოლომდე გამართლდა, გუნდებმა უმაღლეს ტემპში წარმართეს მთელი შეხვედრა და მთლიანობაში, შესანიშნავი საფეხბურთო საღამო გვაჩუქეს.

ქებათა ქება “არსენალს”, რომელიც მოძრაობაში აჰყვა მრისხანე მეტოქეს და თითქოს წაგებული თამაში არა თუ ფრედ, სულაც საკუთარი გამარჯვებით დაასრულა. არადა, პირველი ტაიმი კატალონიელთა უპრატესობით წარიმართა და მათდა სასარგებლოდაც დასრულდა. ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რომელიც ლეო მესის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ კიპერთან პირისპირ დარჩა და უზუსტესი დარტყმით შეარხია მასპინძელთა კარის ბადე. კატალონიელებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი, მაგრამ ლაინსენმა მესიზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი გამოდგა - თითქოს დააწყნარა “ბარსამ” თამაში და სასურველი სცენარით წაიყვანა. სწორედ ამ დროს, პეპ გვარდიოლამ მისთვის უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და თავდამსხმელ დავიდ ვილას ნაცვლად თამაშში ჩამშლელი სეიდუ კეიტა ჩართო. არსენ ვენგერი სრულიად სხვაგვარად მოიქცა, ალექსანდრ სონგი გაიყვანა მინდვრიდან და ანდრეი არშავინი შეუშვა ბრძოლაში.

გამოცდილებამ თავისი ქნა, ვენგერმა აჯობა ვიზავის და ამაზე შეხვედრის საბოლოო რეზულტატი მეტყველებს. გამათანაბრებელი გოლი რობინ ვან პერსის ანგარიშზეა, რომელმაც ვიქტორ ვალდესის შეცდომით ისარგებლა და კატალონიელთა კარი მახვილი კუთხიდან დალაშქრა. გამარჯვების გოლი კი სწორედ არშავინის ანგარიშზეა, რომელმაც მრავალსვლიანი კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა. თუ რა ხდებოდა ტრიბუნებზე არშავინის გოლის შემდეგ, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია - “ემირათ სთედიუმი” ლამის დაინგრა, “არსენალმა” კი საპასუხო მატჩისთვის მინიმალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

თანამდროვე ფეხბურთში იმდენად გათანაბრებულია ძალთა ბალანსი, რომ “შახტარის” რომში გამარჯვებას დიდ სენსაციად ნამდვილად ვერ მოვნათლავთ. მით უმეტეს, “რომას” არ უდგას კარგი დროება, დონეცკურ კლუბში კი ისეთი ინვესტიეციებია ჩადებული, რომ გაკოტრების პირას მყოფ სენსების ოჯახს ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

ანგარიში სიმონე პეროტამ გახსნა, თუმცა უკრაინელებმა მალევე გაათანაბრეს და პირველივე ტაიმში კიდევ ორი გოლი “მიართვეს” იტალიელებს. მეორე ნახევარი რომაელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაც მხოლოდ ერთ გოლს ეყო - ჟერემი მენეზმა შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 2:3.

“შახტარმა” დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ისევე როგორც “არსენალი”-“ბარსელონას” წყვილში, ყველაფერი მაინც განმეორებით პაექრობაში გაირკვევა.

არსენალი-ბარსელონა 2:1 [VIDEO]

მაყურებელი: 65 000

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ებუე, კოშელნი, ჯორუ, კლიში - სონგი (69. არშავინი), უილშირი - უოლკოტი (77. ბენდტნერი), ფაბრეგასი, ნასრი - ვან პერსი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ინიესტა (89. ადრიანო), ბუსკეტსი - პედრო, მესი, ვილია (68. კეიტა).

გოლები: 0:1 ვილია (26), 1:1 ვან პერსი (78), 2:1 არშავინი (83).

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ბარსელონა

პირველი კუთხური: არსენალი

პირველი ჯარიმა: არსენალი

პირველი გაფრთხილება: არსენალი

13 (7) დარტყმა 10 (5)

16 ჯარიმა 13

4 კუთხური 1

4 გაფრთხილება 2

40% ბურთის ფლობა 60%

რომა-შახტარი 2:3 [VIDEO]

მაყურებელი: 55 000

რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი, ნ. ბურდისო, მექსე, რიისე (46. კასტელინი) - ტადეი, დე როსი, პეროტა - მენეზი - ტოტი, ვუჩინიჩი (68. ბორიელო).

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - მჰითარიანი, ჰუბშმანი - დ. კოსტა, ჟადსონი (85. ტეიშეირა), ვილიანი - ლუიზ ადრიანო.

გოლები: 1:0 პეროტა (28), 1:1 ჟადსონი (29), 1:2 დ. კოშტა (35), 1:3 ლუიზ ადრიანო (42), 2:3 მენეზი (61).

არბიტრი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რომა

პირველი კუთხური: შახტარი

პირველი ჯარიმა: შახტარი

პირველი გაფრთხილება: შახტარი

21 (4) დარტყმა 10 (5)

17 ჯარიმა 22

11 კუთხური 5

3 გაფრთხილება 4

52% ბურთის ფლობა 48%.

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის