საქართველოს ნაკრებისა და "კაისერისფორის" მცველი კრასნოდარის "ყუბანში" მიდის

გუშინ მოულოდნელი ტრანსფერის შესახებ შევიტყვეთ - ვინ ვინ და, გვეგონა, ნაკრებში დამკვიდრებული 28 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი კარგად მოეწყო თურქეთში და მას კლუბის გამოცვლა უახლოეს ხანებში არ ელოდა. ქართველი მცველი შოთა არველაძის "კაისერისპორში" ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ბურჯია, მაგრამ... გუშინ მთელი თურქეთი ამისულაშვილის უკან, რუსეთში დაბრუნებაზე წერდა.

რამდენიმე თურქულ საიტზე ("იდაავარი", "სპორქსი", "აჯანსპორი", "გუნჩელ ჰაბერი" და სხვები) ვნახეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩვენი თანამემამულე კრასნოდარის "ყუბანში" გადადის. ამისულაშვილი ზაფხულში ნალჩიკის "სპარტაკიდან" თურქეთში 2-წლიანი ხელშეკრულებით გადავიდა, მაგრამ ხელშეკრულებაში ისიც ყოფილა ჩადებული, რომ ფეხბურთელს მისი გაუქმება შეუძლია. კრასნოდარის "ყუბანი" 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს ქართველს, რომელსაც რუსეთში გადასვლა სურსო.

აი, რა თქვა "კაისერის" გენერალურმა მენეჯერმა სულეიმან ჰურმამ: "რუსები ძალიან დაინტერესებულნი არიან, თავად ამისულაშვილსაც სურს გადასვლა. რუსები თანხაზე უკან არ იხევენ, ასე რომ, ეს ტრანსფერი უნდა შედგეს".

თავად რუსები, ჯერჯერობით, არაფერს წერენ, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა ემილ კარასმა ოფიციალურ საიტს უთხრა: "გუნდი პრაქტიკულად დაკომპლექტდა, მაგრამ 2-3 ფეხბურთელის შემატებას არ გამოვრიცხავ". "ყუბანი" ახლახან მე-3 შეკრებაზე სწორედ თურქეთში გაემგზავრა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა