საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები დევისის თასის ევროაფრიკულ მეორე ზონაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები წლების განმავლობაში დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული მესამე ზონის ბინადარი იყო. შარშან ჩვენმა ბიჭებმა ნავსი გატეხეს და საფეხურით აინაცვლეს. წლეულს მათი მიზანი ზონაში ადგილის შენარჩუნებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე დანიის ნაკრებთან უშანსოდ დამარცხდნენ.

15-17 ივლისს ქართველი ჩოგბურთელები "მზიურის" კორტებზე ზიმბაბვეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ამ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს ვესაუბრეთ.

- ცვლილებებით დავიწყებ, - გვითხრა მან. - ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს - ახლო წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი დავით კვერნაძე, ხოლო გუნდის ხელმძღვანელია ჩვენი სახელოვანი ირაკლი ლაბაძე. წინა ხელმძღვანელებისთვის, გასაკუთრებით, ვლადიმერ გაბრიჩიძისთვის, მადლობის მეტი რა გვეთქმის. უბრალოდ, მუდმივი არაფერია და ეს ცვლილებებიც დრომ მოიტანა.

ნაკრების პირველი ნომერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ორი დღეა, რაც თბილისში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მას, როგორც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტს, ამ მატჩში გაზრდილი მოტივაცია ექნება, რაც გასამარჯვებლად ერთგვარი სტიმულიცაა.

მეორე ნომერია გიორგი ცივაძე, მესამე ნომრად გიორგი ჯავახიშვილი გვყავს, ხოლო ნაკრების მეოთხე წევრია ნოდარ ითონიშვილი. იგი რვა წელიწადი აქტიურ ჩოგბურთს ჩამოშორებული იყო, მაგრამ უმისოდ ვერ გაძლო და ისევ დაუბრუნდა კორტს. კარგა ხანია, ამ პაექრობისთვის მონდომებით ემზადება. ნაკრებში მისი მოწვევა გუნდის ახალი ხელმძღვანელების იდეა იყო.

- ალექსანდრე მეტრეველს არ შეხმიანებიხართ?

- როგორც ვიცი, ლაბაძე და კვერნაძე ტელეფონით დაუკავშირდნენ. საუბრის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ შედეგს თავადაც ხედავთ - იგი დღეს ნაკრებში არ არის.

- მეტოქეზე რას იტყვით?

- ზიმბაბვე ჩოგბურთის ტრადიციებით მდიდარი ქვეყანაა. მართალია, ამჟამად მისი ჩოგბურთელები რეიტინგში მოწინავეთა შორის არ არიან, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დანიას არაფრით ჩამოუვარდებიან.

საერთოდაც, დევისის თასის ევროაფრიკულ მეორე ზონაში ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან. მათ შორისაა ჩვენი მეტოქეც. ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება გვჭირდება. ჩვენი კოზირი ის არის, რომ შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დანარჩენს კი უშუალოდ პაექრობები გვიჩვენებს.

პარასკევს და კვირას შეხვედრები "მზიურში" 13 საათზე, ხოლო შაბათს 15 საათზე დაიწყება. ზიმბაბვეს ნაკრები, კაპიტან მარტინ დზუვას ხელმძღვანელობით, ასეთი შემადგენლობით გვეწვია: ბენჟამინ ლოკი (982), კორტნი ჯონ ლოკი (2086), მარკ ფინი (1119) და მეხლულ სიბანდა (ურეიტინგო).

- დღეს თქვენ ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გქონდათ...

- დიახ, ზიმბაბვეს ნაკრებთან მომავალ მატჩსა და ნაკრების შემადგენლობაზე ვიმსჯელეთ. სხვა საკითხებიც იყო. მოგეხსენებათ, რომ წლეულს ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლი მთავრდება და რიოს თამაშების შემდეგ ფედერაციებში შემაჯამებელი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობები გაიმართება. ჩვენ ფედერაციის ყრილობა 25 აგვისტოს დავნიშნეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
დევისის თასი: ზიმბაბვემ საქართველოს წყვილებში აჯობა და ანგარიშში დაწინაურდა
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბრეშას ტურნირის წყვილებში 1/2-ფინალში გავიდნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
დევისის თასი: ზიმბაბველებთან ცივაძემ წააგო, ბასილაშვილმა მოიგო
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!