ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გაბედავა და არასრულწლოვანი ნიგერიელი "გაგრაში"

გაბედავა და არასრულწლოვანი ნიგერიელი "გაგრაში"

ჯონს ჯერემის 18 წელ ჯერ არ შესრულებია და ქართული კლუბი მასთან კონტრაქტის გაფორმებისას დაბრკოლებას წააწყდა
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება 26 თებერვალს განახლდება და, შესაბამისად, მისი ბინადარი გუნდები მოსამზადებელ პერიოდს აქტიურად განაგრძობენ. თუმცა დასავლეთ საქართველოში უხვად მოსულმა თოვლმა ბევრი მათგანის მზადებაში სერიოზული კორექტივები შეიტანა.

უამინდობისგან დაზარალებულთა შორისაა საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული "გაგრა", რომელსაც ორი შეკრება ჰქონდა დაგეგმილი და სრულად ერთიც ვერ ჩაატარა. ანატოლი პისკოვეცის გუნდი ჯერ ურეკში ვარჯიშობდა, მერე დიდთოვლობის გამო ბათუმში გადაინაცვლა, მაგრამ იმავე მიზეზით საწვრთნელი პროცესი იქაც ჩაიშალა და "გაგრა", რომელიც ზღვისპირეთში წესით, 21 თებერვლამდე უნდა დარჩენილიყო, თბილისისკენ ნაადრევად გამობრუნდა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ურეკულ და ბათუმურ შეკრებებზე დაგეგმილი რამდენიმე საკონტროლო მატჩის გამართვა.

ამჟამად "გაგრა" დედაქალაქში მდებარე სასუმრო "პრესტიჟშია" დაბინავებული და ტესტმატჩებსაც თბილისში ჩაატარებს. შეხვედრები 17, 19 და 21 თებერვალს გაიმართება. რაკი უმაღლეს ლიგაში სეზონი უკვე განახლდა, "გაგრას" სამივე სპარინგპარტნიორი, სავარაუდოდ, პირველლიგელი იქნება. აქამდე კი "გაგრამ" ბათუმის "დინამოსთან" 0:0 ითამაშა, ხოლო "სამტრედიას" 2:1 მოუგო.

"ლელოს" მკითხველმა უკვე იცის, რომ "გაგრამ" ფოთის "კოლხეთიდან" დათა სიჭინავა და დავით ციცხვაია დაიმატა, მოგვიანებით კლუბმა ზუგდიდელი დავით ჯანაშიაც შეიმატა. გადაწყვეტილი ამბავია გუნდში გიორგი გაბედავას დარჩენაც. ნიჭიერ თავდამსხმელს უკრაინულ "ილიჩივეცთან" კონტრაქტი დაუსრულდა და სეზონს მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს, რამაც, წესით, ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც "გაგრას" წარმატების შანსები საგრძნობლად უნდა გაზარდოს.

"გაგრას" ნიგერიელ ახალწვეულებზე უკვე ვწერდით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით. 23 იანვრიდან პისკოვეცის გუნდის შემადგენლობაში ამ ქვეყნის სამი წარმომადგენელი ვარჯიშობდა. ცენტრალური მცველი ჟაჟა პისკოვეცმა მალევე დაიწუნა და სამშობლოში გააბრუნა, ორი ნიგერიელი კი ახლაც უკრაინელი სპეციალისტის განკარგულებაშია. 18 წლის თავდამსხმელმა ჰუსეინ სადიქმა პისკოვეცსა და მის ასისტენტებს თავი "ბენდელას თასის" გათამაშებაზე მოაწონა, შემდეგ მწვრთნელები მას ურეკულ შეკრებაზე დააკვირდნენ, მაგრამ მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღიათ. სადიქის ბედი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია "გაგრაში" ჯონს ჯერემის გადასვლა. ისიც ცენტრფორვარდია და, როგორც ხვდებით, თავის თანამემამულეებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა მასთან დაკავშირებით ქართული კლუბი დიდ დაბრკოლებას წააწყდა. საქმე ისაა, რომ ჯერემის 18 წელი სექტემბერში უსრულდება და მანამდე მასთან კონტრაქტის გაფორმება ვერ ხერხდება. ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა, საქართველოს ნიგერიასთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ ჰქონოდა. სანამ 18-ისა არ გახდება, მას "გაგრას" შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება არ ექნება და მხოლოდ ვარჯიშსა და საკონტროლო შეხვედრებში მონაწილეობას დასჯერდება.

"გაგრა" დღეისთვის პირველ ლიგაში მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის "მერანს" სამი ქულით ჩამორჩება. 26 თებერვალს პისკოვეცის გუნდი "ნორჩ დინამოელს" ესტუმრება. "ვიტ ჯორჯიასთან" პირველ სათასო ნახევარფინალურ მატჩს "გაგრა" 19 აპრილს ჩაატარებს, განმეორებითს - 4 მაისს.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა