პირველი ლიგის გუნდში ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, ახალწვეულებიც არიან...
შესაძლოა, ბევრისთვის პირველი ლიგა საინტერესო თემა არ არის, მაგრამ იქ მიმდინარე მოვლენები ქართული ფეხბურთის ბარომეტრად გამოდგება. ჩვენი ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ გარკვეული იმედები რომ გაჩნდა, პირველი ლიგის ბინადარ ტყიბულის "მეშახტის" მაგალითიც ადასტურებს. გარდამავალი ჩემპიონატისთვის გუნდი განახლებული ხელმძღვანელობით, შემადგენლობითა და იმედით ემზადება...

მაისში "მეშახტის" პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე გახდა, რომელიც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

"მეშახტის" ვიცე-პრეზიდენტი დიდი ნოდარ ახალკაცის პერიოდში გახლდით. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და სპონსორების მოსაძებნად თავს არ ვზოგავდი. მჯერა, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს და განვითარების პროგრამის რეალიზაციაში თანამონაწილეობა მსურს.

"მეშახტეში" სწორედ ამ ტალღაზე მივედი. აქამდე კლუბს ტყიბულის მუნიციპალიტეტი პატრონობდა, ახლა ერთიანი ფონდი და "ჯი-აი-ჯი" ჯგუფი აფინანსებს. ამას გარდა, მოლაპარაკება გვაქვს ცნობილ ბიზნესმენ ელგუჯა გოცირიძესთან. ამ კაცს ტყიბულისთვის ბევრი გაუკეთებია და იმედია, გუნდს გვერდში დაუდგება.

ჩვენი მიზანია, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ "პრო 2 ლიგაში" მოვხვდეთ. ასეთ შემთხვევაში, კლუბი 700 ათასი ლარით დაფინანსდება, რაც ტყიბულში ფეხბურთის განვითარების საფუძველი გახდება, ბავშვთა ფეხბურთსაც კარგად მივხედავთ. ტყიბულში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მდიდარ კლუბებს მიჰყავთ, ზოგიც უსახსრობის გამო ვერ დადის ფეხბურთზე. ეს რესურსი აუცილებლად უნდა ავითვისოთ.

ახლა გუნდში მხოლოდ 4 ტყიბულელია. თუ ყველა თავის რაიონს მიხედავს და ბავშვთა ფეხბურთს განავითარებს, დარწმუნებული იყავით, ქართული ფეხბურთი ამ კრიზისს თავს აუცილებლად დააღწევს", - ამბობს გეგეშიძე.

ტყიბულელთა ახალმა ხელმძღვანელმა გუნდის მთავარ მწვრთნელად მიიწვია თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი კახი გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლოს "ცხინვალის" დუბლებს ავარჯიშებდა:

"კახა წესიერი კაცია და ნიჭიერი მოთამაშეების შერჩევის უნარით გამოირჩევა. რაც მთავარია, ფეხბურთით ცხოვრობს და მჯერა, "მეშახტეს" თავის ხელს დაატყობს.

გუნდმა მზადება 5 ივლისს, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. ძირითადი ბირთვიც შენარჩუნებულია და ახალწვეულებიც გვყავს - "მეშახტეში" დაბრუნდა თავდამსხმელი ნიკა ხინთიბიძე, რომელიც წინა სეზონში პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე დავიბრუნეთ ირაკლი ბაჯელიძე და გიორგი გურეშიძე. მიხარია, რომ შევინარჩუნეთ ცოტნე ხარაბაძე, რომელიც ასაკობრივი ნაკრებებისა და ქუთაისის "ტორპედოს" მცველი გახლდათ.

გუნდში რჩებიან ჩვენი ლიდერი ივანე კილაძე, ნიგერიელი თავდამსხმელი მარტინს ნვანკვო და მეკარე ანდრე ნონოსი. სხვათა შორის, წინა სეზონში მან ზედიზედ 8 მატჩში კარი "მშრალად" შეინახა... ახალწვეულები არიან თბილისის "ლოკომოტივისა" და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მეკარე ბაჩო მიქავა და გასული სეზონის კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ ტიელიძე".

გეგეშიძის თქმით, "მეშახტის" ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ის სპონსორების მოზიდვის გზებზეც გველაპარაკა:

"როცა ტყიბულის ძველ სტადიონს ვესტუმრეთ, გოგიჩაიშვილის წინადადება იყო, ბაზა ელემენტარულ დონეზე მოგვეწესრიგებინა, გუნდს სავარჯიშო პირობები რომ ჰქონოდა. შერემონტდა გასახდელები, საშხაპეები და ფეხბურთელების საძინებლები, საცხოვრებელ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და ძველი ინვენტარი ახლით შეიცვალა. ასევე, მოეწყო ოთახი, სადაც გუნდი განვლილი მატჩების ვიდეოგანხილვასა და თეორიულ მომზადებას შეძლებს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მთავარ სტადიონზეც. სფფ-მ ტექნიკა მოგვაშველა და მინდვრის საფარი მოვაწესრიგეთ, ისევე, როგორც ბაზაზე. გაიწმინდა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში მყოფი სადრენაჟო სისტემა, ასევე, გაკეთდა სარწყავი სისტემა, თუმცა გასახდელები და საშხაპეები მოსაწესრიგებელია.

სხვათა შორის, ეს საინტერესო თემაა - ბაზა "მეშახტეს" ეკუთვნის და კარგი იქნება, თუ სტადიონიც მის ბალანსზე გადმოვა. სპონსორები კლუბით ასეთ შემთხვევაში თუ დაინტერესდებიან. ჩვენს ბაზას გასაოცარი ბუნება აკრავს გარს. იქვეა საცხოვრებელი კორპუსი, საკმაოდ კარგი მოედანი. მისი და მთავარი სტადიონის მოწესრიგების შემთხვევაში, ტყიბულში კარგი მოსამზადებელი ცენტრის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი
მემგონი დაიძრა საქმე ჩემს ქალაქში ამხელა რესურსი (სტადიონი1400–იანი ბაზა უმშვენიერესი თავისი ბუნებრივი საფარით ) რატომ არ უნდა დაეფინანსებინათ ტყიბულში მართლაც შესაძლებელია ინვესტორმა ნამდვილი ფეხბუთრიც ათამაშოს და მოგებაც ნახოს ბაზის რეაბილიტაციის შემთხვევაში ნუთუ სად აქვს თვალები ამ ბიძნესმენებს სწორედ რომ მათთვის შემდგარი პროექტი ჩამოაყალიბა კობიაშვილმა სწორედ ამით უნდა ინტერესდებოდნენ და მარტო ტყიბულს კი არა ყველა გინდში უნდა იყოს ინვესტორი წარმატებული იქნება ყოველი გადახდილი კაპიკი ფეხბურთში ერთმანეთს მისცემენ ბიზნესმენები შესაძლებლობას კარგი ფეხბურთი იყოს რადგან ამბიცია იქნება და დაზაბულ მატჩებში დონე და კლასი აიმაღლებს!
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
პსჟ ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - კვარაცხელიას გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია
მაგნეს აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"ნიუკასლის" კაპიტანი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს
პსჟ იაპონიის ნაკრების მეკარის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
"ბარსელონას" ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"ბავშვობაში მიცავდი, როცა კაცად ვყალიბდებოდი, შთამაგონებდი" - მალდინი ბარეზის ემოციური წერილით დაემშვიდობა
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
კახი გოგიჩაიშვილი: უკეთესი იქნება, თუ გიორგი არაბიძე გუნდს შეიცვლის...
აბაიომი ოვონიკოკო ბელგიიდან "გაგრაში" დაბრუნდა
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ინფრასტრუქტურა: ტყიბულში სტადიონს არემონტებენ
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
"გურიას" პრეზიდენტი დაკავებულ ფეხბურთელებზე: არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა
თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
წლის ეგზოტიკური ტრანსფერი - ტყიბულის "მეშახტეში" იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს
"ზუგდიდმა" პირველი ტესტ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან" ფრედ დაასრულა
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
ეროვნულ ლიგა 2-ში "თელავი" და "ნორჩი დინამო" დაწინაურდნენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დავით ვოლკოვი: ვცდილობ, ყველა პოზიციიდან დავარტყა...
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდი, შედგა"