ბათუმელებმა ყაზახური კლუბის, "ატირაუს" დუბლშემადგენლობის 21 წლის ფეხბურთელი ბახტიარ გაბდოლინი დაიმატეს
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალება ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა რამდენიმე ქართული გუნდი ამ ქვეყანაში მოსამზადებლად გამგზავრებას აპირებდა. საბოლოოდ, თურქებმა ეს მცდელობა აღკვეთეს და ჩვენს კლუბებს გეგმების შეცვლა აღარ დასჭირდათ...

ბათუმის "დინამო" ერზრუმში სწორედ 15 ივლისს ჩავიდა, როცა თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მაგრამ ახლა გუნდში მშვიდად არიან, შეკრება გრძელდება, გუნდი მთიან ქალაქში 27 ივლისამდე მოემზადება და 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა შეკრებაზე ეს შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ანატოლი ტიმოფეევი (უკრაინა), რომან ტაკიძე, ლევან შოვნაძე;

მცველები: არჩილ ტვილდიანი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, გელა გოგიტიძე, დავით კვირკველია, ბადრი ტეტუნაშვილი, ვაჟა ქორიძე, გიორგი ფოთელიძე;

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, ვაკო თევდორაძე, გიორგი ქავთარაძე, პაპუნა ფონიავა, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქუთელია, გეგი კეკუა, ბექა ვარშანიძე, ნიკა კვანტალიანი;

თავდამსხმელები: გუჯა ლობჯანიძე, ბექა ჭკუასელი, ბახტიარ გაბდოლინი (ყაზახეთი).

17 ივლისს ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ხომერიკის გუნდი სუპერლიგის ბინადარ "გენჩლერბირლიგის" დაუპირისპირდა. მე-20 წუთზე მილინკოვიჩის მიერ გატანილი გოლით თურქებმა 1:0 მოიგეს.

დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი (77. ქორიძე), მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი (67. გოგიტიძე), გეგეჭკორი (60. თევდორაძე), ქავთარაძე (72. კეკუა), შონია (67. ვარშანიძე), ფონიავა (55. კვანტალიანი), ლობჟანიძე (63. ჭკუასელი).

დაგეგმილია მომდევნო ორი სპარინგიც. 21-სა და 24 ივლისს ბათუმის "დინამო" თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს, შესაბამისად, "გიოზტეფესა" და "შანლიურფასფორს" შეხვდება. მეოთხე მეტოქის ვინაობა ადგილზე გაირკვევა.

ბათუმელებმა ყაზახური კლუბის, "ატირაუს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი ბახტიარ გაბდოლინი დაიმატეს. 21 წლის თავდამსხმელი 176 სმ სიმაღლისაა. "ატირაუს" დუბლშემადგენლობაში ის 2012 წლიდან გამოდის და 92 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი.

ყაზახები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ჯერ ძირითადში ვერ ხვდება. გაბდოლინს თურქული "ალტაი" იწვევდა, მაგრამ საქართველოში წამოსვლა ამჯობინა, ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა და გუნდს შეკრებაზეც გაჰყვა.

ყაზახური საინფორმაციო პორტალის, "სპორტსის" ინფორმაციით, გაბდოლინი "დინამოში" დეკემბრამდე იჯარით ითამაშებს. ცნობისთვის - 2015 წლის ნოემბერში ის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და წლეულს "ატირაუში" აღარ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები