ინტერვიუ კლუბის ახალ თავკაცთან
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, უნდა გაყიდოს თუ არა კლუბის აქციათა 68%, გუნდი კი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

"მილანელოზე" ის ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე არ უთამაშიათ, 25 ივლისიდან კი დანარჩენებიც შეუერთდებიან შეკრებას. ყურადღების ცენტრშია "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, რომელმაც ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- როგორი განწყობით ხვდეით მოსამზადებელი ციკლის დაწყებას?

- შესანიშნავი განწყობით და დიდი მოტოვაციით, რადგან წინ საინტერესო საწვრთნელი პროცესი და შემდეგ, სეზონი გველოდება. "მილანი" დიდი გუნდია და ჩემთვის პატივია, რომ აქ ვარ. ბავშვობაში, კედელი მარკო ვან ბასტენის პოსტერებით მქონდა აჭრელებული და მაშინ შეუძლებელი იყო, რომ "მილანისთვის" არ გეგულშემატკივრა. მსურს, რომ ჩვენ ერთად დავაბრუნოთ ის ძველი "მილანი".

- რამდენად რეალურია ეს ამ რესურსით?

- ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, "მილანი" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას. ვფიქრობ, გასულ სეზონში, ფეხბურთელებმა ვერ გამოავლინეს შესაძლებლობები და წარუმატებლობაც ამის შედეგი იყო. "მილანს" კარგი შემადგებლობა ჰყავს და ახალ სეზონში ამას ყველა ერთად ვნახავთ. ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.

- ფიქრობთ, რომ წარმატების მისაღწევად "მილანს" შემადგენლობის გაძლიერება არ სჭირდება?

- შემადგენლობის გაძლიერება ნებისმიერ გუნდს სჭირდება და მათ შორის, "მილანს". ვიცი, რომ კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობენ და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ სიახლეებს.

- არიან კონკრეტული ფეხბურთელები, რომელთა გადაბირებაც გინდათ?

- რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებას მოვერიდები, რათა პროცესს ხელი არ შევუშალო. ვიცი, რომ კლუბის მესვეურები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას.

- როგორი იქნება თქვენი "მილანი"?

- ყველა კარგად იცის, რომ მე შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას და მსურს, რომ ჩემმა გუნდმა ბურთი აკონტროლოს. ვფიქრობ, თუ თამაშს აკონტროლებ, მოგების შანსი მნიშვნელოვნად გეზრდება. ჩემი აზრით, თუ გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მოგების მეტი შანსი აქვს. ეს ჩემი საფეხბურთო ხედვაა და ვეცდები, რომ "მილანმა" შემტევი და სანახაობრივი თამაში აჩვენოს.

- ხშირად საუბრობენ, რომ "მილანს" კარლოს ბაკა დატოვებს...

- კარლოს ბაკა უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომლის იმედზე ყოველთვის შეგიძლია იყო. ჩემი დიდი სურვილია, რომ კარლოსი ჩვენთან დარჩეს და იმედია, ეს ასეც მოხდება. ბაკას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ეს არის გარკვეული პრობლემა, რომელზეც ფეხბურთელთან საუბარი მომიწევს. იმედია, შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

- რა ბედი ელის მარიო ბალოტელის?

- მარიო ბალოტელი "ლიუვერპულის" საკუთრებაა და ჯერ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. კლუბებს შორის მოლაპარაკება უნდა შედგეს, რომელიც გადაწყვეტს კიდეც მარიოს ბედს. ბუნებრივია, რომ გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი. პირადად მე, ბალოტელიში ვხედავ პოტენციალს და მას კიდევ ერთ შანსს მივცემდი.

- მბაიე ნიანგზე რას იტყვით?

- ბალოტელის მსგავსად, ნიანგსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს. ვფიქრობ, მას სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება და აუცილებლად გაიხსნება. მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს,. მაგრამ გოლების გატანა უჭირს, რაც შემტევი ფეხბურთელისათვის დიდი მინუსია. ამ კომპონენტებზე ვაპირებთ მუშაობას და მჯერა, რომ ნიანგი გაცილებით უკეთ ათამაშდება.

- რა იქნება "მილანის" მიზანი ახალ სეზონში?

- "მილანი" უნდა დაბრუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში