ხორვატების გადარჩენა, ბრიტანელთა ახალი ლიდერი და დელ პოტროს დაბრუნება
გასულ უქმეებზე გაიმართა დევისის თასის მეოთხედფინალური მატჩები მსოფლიოს ჯგუფში. რამდენიმე გუნდმა თავისი ლიდერის გარეშე ითამაშა. ამ მხრივ, განსაკუთრებით დაზარლდა ბრიტანეთისა და სერბეთის შეხვედრა.

დიდი იყო ეჭვი, რომ უიმბლდონის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი არ ითამაშებდნენ დევისის თასზე. მით უმეტეს, რომ სერბებმა გრუნტი აირჩიეს, ოლიმპიადაზე კი ჩოგბურთელებმა ჰარდზე უნდა ითამაშონ. საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა უიმბლდონის დროს თქვა, რომ არ ითამაშებდა, მარეიმ იფიქრა, მაგრამ ბოლოს მანაც უარი განაცხადა, თუმცა ბელგრადში მაინც ჩავიდა და გუნდს ვარჯიშებზე ეხმარებოდა.

სერბებს ტროიცკიც არ ჰყავდათ და პირველი ნომრის როლი ლაიოვიჩს ერგო. ბრიტანელთა ლიდერი კი ედმუნდი გახდა, რომელმაც წარმატებით შეცვალა მარეი - მან სამ-სამ სეტში მოუგო ტიპსარევიჩსა და ლაიოვიჩს. მარეის გარეშე ამ მატჩს არ ჩაუვლია, ოღონდ ლაპარაკია უფროს ძმაზე - ჯეიმიზე, რომელმაც წყვილთა მატჩში იმარჯვა. ბრიტანეთის ნაკრებმა 1982 წლის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო გრუნტზე ენდი მარეის გარეშე. ახლა, თუ ენდი ნახევარფინალში დაბრუნდება, ბრიტანეთს ფინალში გასვლის კარგი შანსი ექნება.

არგენტინა - ყველაზე სტაბილური გუნდია მსოფლიოს ლიგაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. ბოლო შვიდ გათამაშებაში ის მეექვსედ გავიდა ნახევარფინალში, არადა, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ამ მატჩში შედგა ხუან-მარტინ დელ პოტროს დაბრუნება, რომელსაც 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია ნაკრებში. თუმცა ერთეულთა თანრიგში ის არ დააყენეს, რადგან ყოფილი მეოთხე ნომრის ჯანმრთელობა კვლავაც არასტაბილურია.

იტალია, გარკვეულწილად, ამინდმა დააღალატა. პარასკევს მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოხერხდა, შაბათს კი ფაბიო ფონინის ჯერ ერთეულების, შემდეგ კი წყვილების თამაში მოუწია. დუეტების მატჩში დელ პოტრომ და პეიამ ხუთ სეტში მოიგეს, კვირას კი ფონინიმ ორი დღის განმავლობაში მესამე მატჩი ჩაატარა და დამარცხდა დელბონისთან.

არგენტინა ნახევარფინალში ბრიტანეთს სტუმრად შეხვდება.

საფრანგეთის ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - 1926 წლის შემდეგ, პირველად მოუგო ჩეხეთს. ტომაშ ბერდიხის არყოფნაში, მასპინძლებს ოპტიმისტური დასაწყისი გამოუვიდათ - ლუკაშ როსოლმა ხუთსეტიან ბრძოლაში მოუგო ჟო-ვილფრიდ ცონგას. დებიუტი ჰქონდა ფრანგების რიგებში ლუკ პუის და უიმბლდონის მეოთხედფინალისტმა არ დააღალატა თავისი გუნდი. მან ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ირჟი ვესელი და მატჩში ანგარიში გაათანაბრა.

წყვილებში საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოში საუკეთესო კომბინაცია ჰყავს - მაუ და ერბერი. თუმცა შტეპანეკმა და როსოლმა მეტოქის დუეტს ხუთი სეტი ებრძოლეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. კვირას კი ცონგამ რთულ მატჩში დაამარცხა ვესელი და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

შემადგენლობის სიღრმის მიხედვით, საფრანგეთი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ტრავმა მიიღო რიშარ გასკემ, ფორმაში არ იყო გაელ მონფილსი, ჩავარდნა ჰქონდათ ჟილ სიმონს, ჟერემი შარდისა და ბენუა პერს, მაგრამ იანიკ ნოამ მაინც კარგი შემადგენლობა შეკრიბა.

სასწაული მოახდინა ხორვატიის ნაკრებმა, რომელმაც 0:2-დან შეძლო პორტლენდში აშშ-ის დამარცხება.

მასპინძლებისთვის ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა. ჯეკ სოკმა 0:2-დან მოუგო მარინ ჩილიჩს, ჯონ ისნერმა კი ბორნა ჩორიჩი დაამარცხა სამ სეტში. ამერიკელებს შაბათსვე შეეძლოთ ნახევარფინალის საგზურის მოპოვება, რადგან წყვილებში ლეგენდარული ძმები ბრაიანები თამაშობდნენ, მაგრამ მათი დამარცხება შეძლეს ჩილიჩმა და ივან დოდიგმა, რითაც გაიმეორეს თავიანთი თანამემამულეების 11 წლის წინანდელი გმირობა. მაშინ ლუბიჩიჩმა და ანჩიჩმა ასევე აშშ-ში მოუგეს ბრაიანებს. იმ დროს, ამერიკას ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა - აგასი, როდიკი, ბრაიანები, მაგრამ ხორვატიამ მოულოდნელად სტუმრად მოიგო და შემდეგ დევისის თასიც მოიპოვა.

ხორვატებს კვირას კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდებოდათ. ჩილიჩმა ძალიან მნიშვნელოვანი ტაი-ბრეიკი მოუგო ისნერს პირველ სეტში და შემდეგ, მატჩი მისი კარნახით მიდიოდა. ბოლო მატჩში კი მთელი პასუხისმგებლობა მხრებზე ჩორიჩს დააწვა, რომელმაც პარასკევს ვერ შეძლო ისნერისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ბორნამ ბელგიასთან პირველი რაუნდის მატჩშიც მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა ითამაშა კოპელმანსის წინააღმდეგ და მოიგო. და ახლაც, 19 წლის ხორვატს უფრო მყარი ნერვები აღმოაჩნდა, ვიდრე 23 წლის სოკს. ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოიგო დევისის თასის მატჩი 0:2-დან.

ახლა, ხორვატიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ითამაშებს ნახევარფინალს საფრანგეთის წინააღმდეგ.

სერბეთი-ბრიტანეთი 2:3

ბელგრადი. გრუნტი

0:1 იანკო ტიპსარევიჩი-კაილ ედმუნდი 3:6, 4:6, 0:6

1:1 დუშან ლაიოვიჩი-ჯეიმს უორდი 6:1, 6:3, 6:2

1:2 კრაინოვიჩი/ჟიმონჟიჩი-ინგლოტი/ჯ. მარეი 1:6, 7:6(2), 3:6, 4:6

1:3 დუშან ლაიოვიჩი-კაილ ედმუნდი 3:6, 4:6, 6:7(5)

2:3 იანკო ტიპსარევიჩი-ჯეიმს უორდი 6:1, 3:6, 7:5

იტალია-არგენტინა 1:3

პეზარო. გრუნტი

0:1 ანდრეას სეპი-ფედერიკო დელბონისი 6:7(4), 6:3, 3:6, 6:7(3)

1:1 ფაბიო ფონინი-ხუან მონაკო 6:1, 6:1, 7:5

1:2 ფონინი/ლორენცი-პეია/დელ პოტრო 1:6, 6:7(4), 6:3, 6:3, 6:4

1:3 ფაბიო ფონინი-ფედერიკო დელბონისი 4:6, 5:7, 6:3, 5:7

ჩეხეთი-საფრანგეთი 1:3

ტრშინეცი. ჰარდი

1:0 ლუკაშ როსოლი-ჟო ვილფრიდ ცონგა 6:4, 3:6, 4:6, 7:6(8), 6:4

1:1 ირჟი ვესელი-ლუკა პუი 6:7(2), 4:6, 5:7

1:2 როსოლი/შტეპანეკი-ერბერი/მაუ 1:6, 6:3, 3:6, 6:4, 4:6

1:3 ირჟი ვესელი-ჟო ვილფრიდ ცონგა 6:4, 6:7(3), 4:6, 5:7

აშშ-ხორვატია 2:3

პორტლენდი. ჰარდი

1:0 ჯეკ სოკი-მარინ ჩილიჩი 4:6, 3:6, 6:3, 6:4, 6:4

2:0 ჯონ ისნერი-ბორნა ჩორიჩი 6:4, 6:4, 6:3

2:1 მ. ბრაიანი/ბ. ბრაიანი-ჩილიჩი/დოდიგი 2:6, 6:2, 2:6, 4:6

2:2 ჯონ ისნერი-მარინ ჩილიჩი 6:7, 3:6, 4:6

2:3 ჯეკ სოკი-ბორნა ჩორიჩი 4:6, 6:3, 3:6, 4:6

1/2 ფინალი

ბრიტანეთი-არგენტინა

ხორვატია-საფრანგეთი

ნახევარფინალები 16-18 სექტემბერს გაიმართება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
2 შეხვედრა და 2 მარცხი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე კაილ ედმუნდი?
ავსტრალიაში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირზე ნაცნობ და მისთვის ადვილ მეტოქეს დაუპირისპირდება
90 ქულა და 150 000 დოლარი - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი - რუბენ ბემელმანსი [VIDEO]
კაილ ედმუნდი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, 1/2-ფინალში ითამაშებს