ინტერვიუ ტურინის "იუვენტუსის" თავკაცთან
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და მეტწილად, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, კონკრეტულ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი და მათ შორის, პოლ პოგბაზე, რომლის გარშემოც დიდი ამბავია ატეხილი.

სატრანსფერო პოლიტიკა

10-ბალიანი შკალით, "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკას 8 ბალით შევაფასებდი. კლუბის მესვეურები ძალიან კარგად მუშაობენ და ყოველთვის ის ფეხბურთელები მოჰყავთ, რომლებიც აძლიერებენ გუნდს. თუ დააკვირდებით, ბოლო წლებში ჯერ ისეთი ფეხბურთელი არ გვიყიდია, რომელსაც ჩაეგდოს სეზონი.

ამ ზაფხულს უკვე გადმოვიბირეთ მეჰდი ბენატია, დანი ალვეში და მირალემ პიანიჩი, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. "იუვენტუსის" წარმატების ფორმულა სწორ, კარგად დაგეგმილ სატრანსფერო პოლიტიკაშია, რადგან თამაშს მაინც ფეხბურთელები იგებენ.

ბენატია

მეჰდი ბენატიას სახით, ძალიან ძლიერი მცველი დავიმატეთ, რომელსაც იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ბენატია შესანიშნავი იყო "უდინეზესა" და "რომაში" და გვჯერა, რომ "იუვენტუსშიც" კარგად წარმოაჩენს თავს. ეს კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას დაცვის ხაზში, სადაც გვყავს ბარძალი, ბონუჩი, კიელინი და რუგანი. თითოეული ეს ფეხბურთელი ჩვენთვის ძვირფასია და თითოეულ მათგანს მიეცემა თამაშის საშუალება. თუ გვსურს, რომ ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ, გუნდში დიდი კონკურენცია უნდა იყოს.

პოგბა

პოლ პოგბას ტრანსფერზე ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის ჩვენთან დარჩება და "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. მართალია, პოგბას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს "იუვენტუსი" ევროპის 4 უძლიერეს გუნდში შედის.

ჩვენ ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და ამიტომ წასვლის მსურველი ფეხბურთელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ვიცი, რომ პოლს ტურინში ყველაფერი მოსწონს და ამიტომ მისი წასვლის შანსი ძალიან მცირეა. ზოგადად, "იუვენტუსი" არაა დონორი კლუბი, რომელიც მუდმივად ყიდის წამყვან ფეხბურთელებს და ამით ფულს შოულობს. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელებმა სწორედ "იუვენტუსში" ითამაშონ.

იგუაინი

პრესაში ბევრი იწერება გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადმოსვლის შესახებ, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს რეალური იყოს. ჯერ ერთი, "ნაპოლი" არ მოისურვებს ლიდერის კონკურენტში გაყიდვას და მეორე, მისი სატრანსფერო თანხაა არარეალურად მაღალი. ზოგადად, იგუაინი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მის გუნდში ყოლას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა, მათ შორის, მეც. ალვარო მორატას წასვლის შემდეგ ახალი ფორვარდის მოყვანა დღის წესრიგშია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ფორვარდი იგუაინი არ იქნება.

სკუდეტო და კონკურენტები

ბევრი თვლის, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სკუდეტო ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. პირველად გვაქვს იმის შანსი, რომ ზედიზედ მეექვსედ მოვიგოთ სკუდეტო და "იუვენტუსის" ისტორიაში, ერთი დიდი ფურცელი ჩავწეროთ.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მისია შევასრულოთ და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სკუდეტო ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჩემპიონთა ლიგა.

ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში კონკურენციას "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი" გაგვიწევენ. სატრანსფერო ბაზარზე სამივე გუნდი აქტიურობს, რაც მისასალმებელია, რადგან მძაფრი კონკურენცია "იუვენტუსისთვის" საჭიროა. ლუჩანო სპალეტის ხელში, "რომა" გაცილებით უფრო ძლიერია და ვფიქრობ, რომ დედაქალაქელები სწორედ სკუდეტოს დაუმიზნებენ. მომწონს "ნაპოლის" სატრანსფერო პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ ეს გუნდიც წარმატებით იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა