"ვოლგას" ქართველ ლეგიონერებს სამდღიანი შესვენება აქვთ და ჰოკეის მატჩზე დასწრება გადაწყვიტეს
თურქულ და ესპანურ შეკრებებს შორის შესვენების დროს "ვოლგას" ქართველი ლეგიონერები გოჩა ხოჯავა, მათე ვაწაძე და ოთარ მარცვალაძე ჰოკეის მატჩს დაესწრნენ ნიჟნი ნოვგოროდის "ტორპედოს" და ასტანის "ბარისს" შორის.

აღმოჩნდა, რომ პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი უკვე მეოთხედ გულშეამტკივრობს "ტორპედოს" და გუნდში თავისი საყვარელი მოთამაშეც ჰყავს.

"ჰოკეის მატჩს პირველად სწორედ ნიჟნი ნოვგოროდში დავესწარი. როდესაც დრო მაქვს საიმოვნებით დავდივარ სპორტის სასახლეში. "ტორპედოში" ყველაზე მეტად რაიან ვესკეს თამაში მომწონს, ის ნამდვილი ფორვარდია. რა თქმა უნდა, გვსურდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის გუნდს დღეს მოეგო. მანქანათმშენებლებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდნენ. მომავალში ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ!

გოჩა ხოჯავასა და მათე ვაწაძესთვის ეს შეხვედრა პირველი ჰოკეის მატჩი იყო, რომელსაც დაესწრნენ.

"სიმართლე გითხრათ, ადრე ჰოკეითი არასდროს დავინტერესებულვარ. ადრე მეგობარი ფეხბურთელები კჰლ-ის მატჩებზე სიარულს მთავაზობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული სურვილი არასდროს გამჩენია. დღეს კი უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ მატჩი ჩვენს ერთერთ სამდღიან დასვენებას დაემთხვა და ბიჭებმა "ტორპედოს" ქომაგობა გადავწყვიტეთ. მიხარია, რომ ჰოკეის მატჩს დავესწარი. შეხვედრა საინტერესო იყო, ყინულზე ჩხუბიც კი გაიმართა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამ დროს მე თვითონ ვერ ვჩერდებოდი ადგილზე, ყინულზე გადახტომა მსურდა (იღიმის). ფეხბურთში და ჰოკეიში ერთი რამ საერთოა: ორივე უაღრესად მამაკაცური სპორტის სახეობაა. ადრე არ მესმოდა რისთვის უყვარდათ რუსეთში ასე ჰოკეი, ახლა ვიცი. მეც შემიყვარდა", - თქვა ხოჯავამ.

"ტორპედოს" წაგების მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ თამაში ძალიან საინტერესო იყო. ჰოკეიზე პირველად ვიყავი, ამიტომ შთაბეჭდილებებით დატვირთული ვარ. ახლა თუ გამომივიდა, ჰოკეის მატჩებზე ვივლი. "ტორპედოს" კი წარმატებას ვუსურვებ!", - თქვა მათე ვაწაძემ.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...